გადავარჩინოთ ჩვენი ულამაზესი ბუნება
მოვითხოვთ ძალიან გამკაცრდეს გარემოს დანაგვიანებაზე სანქციები. გაიზარდოს ჯარიმების ოდნობა და ამასთან გამოიყოს სპეციალური პატრული დანაგვიანების აღსაკვეთად ყველა ქალაქსა თუ სოფელში. თუ გავითვალისწინებთ ხალხის დამოკიდებულებას და გარემოს დანაგვიანების მაჩვენებლებს საკმაოდ დიდ ფინანსურ სარგებელს მიიღებს სახელმწიფო სანქციების გამკაცრებით. მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს, გთხოვთ დანაგვიანების ჯარიმები ძალიან გაამკაცროთ და მინიმალური ჯარიმა განისაზღვროს 500 ლარით და ზემოთ. ერთადერთი გზაა ეს ამ საშინელების შესაჩერებლად. ჯარიმები და სანქციები უნდა იყოს რეალური და მოქმედი სწორედ ამისთვისაა საჭირო პატრულის დანიშვნა.