29 აგვისტო

2018

სოფიო
სტურუა
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 4959 ხელმოწერა
    41
    5000
    ადრესატი: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

    მოეთხოვოს გამოცდების ეროვნულ ცენტრს შედეგების გამოცხადება მკაცრად განსაზღვრულ ვადებში

    მოგეხსენებათ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ყოველწლიურად ათასობით აბიტურიენტი აბარებს (2018 წლის მონაცემებით რეგისტრირებულ აბიტურიენტთა რაოდენობა არის 40 500). ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების რაოდენობას ემატებათ საგრანტო კონკურსში მონაწილე პირები და პირები, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება მაგისტრატურის საფეხურზე. 2018 წლის მონაცემებითსაგრანტო კონკურსში რეგისტრირებულთა რაოდენობა 5000-ზე მეტი, ხოლო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრირებულთა რაოდენობა 12 000 -ზე მეტი იყო. 

    ჩვენი თხოვნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ შემდეგნაირია: გვსურს, რომ გამოცდების ეროვნულ ცენტრს ჰქონდეს მკაცრად განსაზღვრული ვადები შედეგების დასამუშავებლად. ვფიქრობთ და მიგვაჩნია, რომ უსამართლობაა ის, რა სტრესშიც naec.ge აბიტურიენტებს ამყოფებს, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფონს, რომ უნივერსიტეტში ჩაბარება ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლაა და ეს ფაქტორი ადამიანისთვის ისედაც სტრესულია.

    ჩვენი აზრით, სახელმწიფომ უნდა დაიცვას მოზარდთა უფლებები, არ უნდა შეექმნათ ამ ადამიანებს ხელოვნურად დამატებით სტრესული გარემო, მათ აქვთ უფლება იცოდნენ კონკრეტული თარიღი, თუ როდის გამოცხადდება ჩაბარებულ საგანთა ქულები და ასევე, ჩარიცხვის სიები. ანალოგიური სისტემა უნდა შემუშავდეს საგრანტო და სამაგისტრო გამოცდების შედეგებისთვისაც.

    გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი და დაუწესოთ გონივრული და მკაცრად განსაზღვრული ვადები ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრს.

     

     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    იავარ მამედოვი საქართველო თელავი 02/09/2018
    2
    აინურ კასუმოვა საქართველო გარდაბანი 02/09/2018
    3
    აინურ კასუმოვა საქართველო გარდაბანი 02/09/2018
    4
    Turkhan Dusdhdurovi Georgia Tbilisi 02/09/2018
    5
    აფიგ ალიევი Gეორგია Gარდაბანი 02/09/2018
    6
    ჯალალ გაჯიხალილოვი საკარტველო მარნეული 02/09/2018
    7
    აბდურახმან ლაიშოვი საქართველო თბილისი 02/09/2018
    8
    ლიზი ბოლქვაზე საქარტველო მარნეული 02/09/2018
    9
    აინურ ალიევა საქართველო გარდაბანი 01/09/2018
    10
    Eმილია Mამედოვა საქართVელო Mარნეული 01/09/2018
    11
    Elvar Bairamovi საქართველო ბოლნისი 01/09/2018
    12
    შაბინ ფაშაევი საქართველო თბილისი 01/09/2018
    13
    შაბინ ფაშაევი საქართველო თბილისი 01/09/2018
    14
    ვუსალ გაიალოვი საქართველო მარნეული 01/09/2018
    15
    როიალ ნაიბოვი საქართველო თბილისი 01/09/2018
    16
    თAცირ Mამედოვი საქართველო გარდაბანი 01/09/2018
    17
    გიულნარ მამედოვა საქართველო ბოლნისი 01/09/2018
    18
    აიგუნ მამედოვა თBილისი გარდაბანი 01/09/2018
    19
    ნატალი გულუა საქართველო თბილისი 30/08/2018
    20
    თორნიკე ქაფიანიძე საქართველო ახალციხე 30/08/2018