08 სექტემბერი

2018

ანა
გელაშვილი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 808 ხელმოწერა
    192
    1000
    ადრესატი: საქართველოს მთავრობა, საქართველოს მთავრობას საქართველოს მოქალაქეებს

    სოფელ სნოში არ დაიგოს ასფალტის საფარი, მოინახოს ალტერნატივა

     

     სოფელ სნოში არ დაიგოს ასფალტის საფარი, მოინახოს ალტერნატივა

     

    საქართველოს მთავრობას

    საქართველოს პრემიერ-მინისტრს - მამუკა ბახტაძეს 
    სახელმწიფო რწმუნებულს დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და  ყაზბეგის  მუნიციპალიტეტებში გუბერნატორ  -  შალვა კერესელიძეს

    ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ​

    საქართველოს მოქალაქეებს

     

           ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქუჩების რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო, რაც ქუჩებზე ასფალტის საფარის დაგებას ითვალისწინებს. სოფელი სნო  გვიანი შუა საუკუნეების სოფელია,  რაც  სოფლისადმი  განსაკუთრებულ  დამოკიდებულებას უნდა გულისხმობდეს. დღეისათვის სოფლის მთავარ ქუჩაზე არსებული ქვაფენილი უდაოდ საჭიროებს შეცვლას და ეს მოსახლეობის სურვილია.  თუმცა, ეს არ უნდა გულისხმობდეს ასფალტის საფარის დაგებას. არსებობს სხვა ალტერნატივაც − იქნება ეს  კარგი ხარისხის ქვაფენილი თუ უბრალოდ კარგად  დაგრუნტილი გზა.

           სოფელ სნოში XVI-XVII-ის ციხეკოშკთან ერთად შემოინახა გვიანი შუა საუკუნეების საცხოვრებელი სახლები. სოფელი გამორჩეულია თავისი არქიტექტურით, აქ  შემონახულია ტრადიციული მთის საცხოვრებელი  ე.წ. ბანიანი სახლები, ღობეები, სამეურნეო ნაგებობანი, რომლეთა სამშენებლო მასალად გამოყენებულია ადგილობრივი ფიქალის ქვა − ჭაჭი. ყოველივე ეს სოფელს გამორჩეულსა და განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის,  რაც ბოლო დროს ტურისტების განსაკუთრებით დიდ  რაოდენობაზეც აისახება.

         ყოველივე ზემოთქმული გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სოფელს (მის ძირითადი ბირთვს) გააჩნია პერსპექტივა, რათა სამომავლოდ დადგეს საკითხი  სოფლისათვის შესაბამისი კატეგორიის სტატუსის მინიჭებისა.  ამისათვის საჭიროა დაცული იქნას მისი ავთენტურობა, ისტორიული განაშენიანება და ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს დაცვა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ სოფლის ქუჩების  ასფალტის საფარით დაფარვა, რაც  სამომავლოდ ხელს შეუშლის სოფელს ზემოთ ხსენებული კატეგორიების დაკმაყოფილებას. (საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ/ კარი I. ზოგადი დებულებანი, მუხლი 1. კანონის მიზანი/1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე)

         გარდა ამისა, სპეციალისტებით თქმით, სოფლის ვიწრო ქუჩებში აღნიშნული სამუშაოების განხორციელებისას შესაბამისი ტექნიკის მუშაობა თავისთავად  გამოიწვევს  ძველი შენობების დაზიანდებას.

            მოვითხოვთ, ასფალტის საფარის ჩანაცვლებას ხარიხიანი ქვაფენილით ან დაგრუნტილი გზით.

     

     2018 წლის 8 სექტემბერი

     

     

     

     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ალექსანდრე ბექაური საქართველო თბილისი 15/12/2018
    2
    რამაზ ბექაური საქართველო თბილისი 04/10/2018
    3
    ლაშა თათანაშვილი საქართველო თბილისი 04/10/2018
    4
    ალექსანდრე ზახაშვილი საქართველო თბილისი 29/09/2018
    5
    თემო წიგნაძე საქართველო რუსთავი 28/09/2018
    6
    თათია გელაშვილი საქართველო თბილისი 18/09/2018
    7
    ეკატერინე აქიაშვილი საქართველო თბილისი 13/09/2018
    8
    ნუცა ცისკარიშვილი საქართველო თბილისი 11/09/2018
    9
    გიორგი როსტიაშვილი საქართველო თბილისი 11/09/2018
    10
    თათია ღუდუშაური საქართველო თბილისი 11/09/2018
    11
    თამთა ჩახვაძე საქართველო ბათუმი 11/09/2018
    12
    ნიკოლოზი ბუჩუკური საქართველო თბილისი 10/09/2018
    13
    მაია დოლიძე საქართველო ბათუმი 10/09/2018
    14
    ანა ყამარაული საქართველო თბილისი 10/09/2018
    15
    თამარ სამქანაშვილი Ireland Dublin 10/09/2018
    16
    ივიკო ხუციძე საქართველო თბილისი 10/09/2018
    17
    თეა მინდიკაური საქართველო თბილისი 10/09/2018
    18
    ნინო ტუღუში საქართველო თბილისი 10/09/2018
    19
    გივი აბაზაძე საქართველო თბილისი 10/09/2018
    20
    ნანა შავაძე საქართველო ბათუმი 10/09/2018