03 ოქტომბერი

2018

ნიკა
ვახანია
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 4985 ხელმოწერა
    15
    5000
    ადრესატი: საქართველოს მთავრობა

    სოფელ გირევამდე მიმავალი საავტომობილო გზის ბოლო მონაკვეთის გაუმჯობესებისთვის

                გირევი პირიქითა თუშეთის დასავლეთით ბოლო დასახლებული ადგილია, თუშეთის უმეტესი სოფლების მსგავსად, მხოლოდ სეზონური მოსახლეობით (40 კომლამდე). გირევის სიახლოვეს არის ციხე-სოფლები და ნასოფლარები - ჰეღო, დაქიურთა, ჭონთიო, ნაკუდურთა. ამ უკანასკნელის გარდა ყველას ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. აქვე არის განთავსებული შსს სასაზღვრო პოლიციის სექტორი „გირევი“.

                გირევამდე გრუნტის საფარიანი საავტომობილო გზა მიდის, თუმცა, უშუალოდ სოფლის მისადგომებთან, ბოლო 300-400 მეტრიან მონაკვეთზე, გზა ორჯერ კვეთს მდინარე პირიქით ალაზანს.

                წყალმცირობის დროს (აგვისტოს ბოლო - სექტემბერი) მდინარის სიღრმე  გზასთან გადაკვეთის ადგილებში 50 სანტიმეტრს აჭარბებს, კალაპოტის სიგანე კი რამდენიმე მეტრია. ეს სირთულეებს უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე მესაქონლეებს და ვიზიტორებს - აგვისტომდე მდინარის გადალახვა მხოლოდ დიდი სატვირთო, ან „შნორკელით“ აღჭურვილი მაღალი განმავლობის მანქანით არის შესაძლებელი - უმეტესი დრო მდინარის სიღრმე 1 მეტრს აღემატება.

                ამის გამო, გირევის მოსახლეობისთვის მგზავრობა და ტვირთის გადაზიდვა თუშეთის სხვა სოფლებთან შედარებით კიდევ უფრო გაძნელებული და სარისკოა, ტურისტული სეზონიც თვე-თვენახევრით გვიან იწყება და უფრო ხანმოკლეა, ხოლო მდინარის გადალახვა სხვადასხვა საშუალებით მოძრავი ვიზიტორებისთვის წყალმცირობის დროსაც სირთულეებთანაა დაკავშირებული, რის გამოც ხშირია მდინარის ნაპირიდან უკან მიბრუნების შემთხვევებიც.

                აქედან მომდინარეობს გირევამდე მიმავალი საავტომობილო გზის ბოლო მონაკვეთის გაუმჯობესების, მდინარის ორჯერ გადაკვეთის თავიდან აცილების დიდი სურვილი, რომლის განხორციელებაც მთავრობის გადაწყვეტილებამდე რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ლელა კვიჟინაძე საქართველო თბილისი 14/11/2018
    2
    თეა სუბელიანი საქართველო თბილისი 14/11/2018
    3
    ნათია ედიშერაშვილი საქართველო თბილისი 14/11/2018
    4
    ლევან ლოლაძე საქართველო თბილისი 13/11/2018
    5
    დავით ბერიშვილი საქართველო ონი 13/11/2018
    6
    მარიამ ვარდოსანიძე საქართველო თელავი 13/11/2018
    7
    ირაკლი გრიგალაშვილი საქართველო თბილისი 13/11/2018
    8
    natia chikovani Georgia Tbilisi 13/11/2018
    9
    ნიკოლოზ ფალიანი საქართველო მესტია 13/11/2018
    10
    ირინა ლორია საქართველო თბილისი 13/11/2018
    11
    თენგიზი კეკენაძე საქართველო რუსთავი 13/11/2018
    12
    დავით გრიგალაშვილი საქართველო თბილისი 13/11/2018
    13
    თამარი ნიკოლოზიშვილი გერმანია ბერლინი 13/11/2018
    14
    დავით ოშაყმაშვილი საქართველო თბილისი 04/10/2018
    15
    ნიკა ვახანია საქართველო დუშეთი 03/10/2018