10 ოქტომბერი

2018

ლია
ბაღაშვილი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • გამარჯვებული
    1150
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

    სკოლის ფსიქოლოგების პეტიცია

    ინკლუზიური განათლება საქართველოს სკოლებში რამდენიმე წელია, რაც დაინერგა  და მიზნად ისახავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგადი (შემდეგ უკვე სკოლამდელი და პროფესიული) განათლების დონეზე. სკოლებში ინკლუზიური განათლების განხორციელებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა, მისი შექმენის დღიდან, ეკისრებოდათ  ფსიქოლოგებსა და სპეციალურ მასწავლებლებს (მათი უმრავლესობა პროფესიით ასევე ფსიქოლოგია), რომლებიც რესურს-ოთახში, საკლასო ოთახებში თუ ინტეგრირებულ კლასებში (რომელებიც აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეთათვის ფუნქციონირებს) მუშაობდნენ სსსმ მოსწავლის აკადემიური, კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარებაზე. საჭიროების შემთხვევაში სკოლას შეეძლო აეყვანა ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი ან ინკლუზიური განათლების კოორდინატორი, რომლებიც ასევე მონაწილეობას იღებდნენ ინკლუზიური განათლების ხელშეწყობაში.  უნდა აღინიშნოს რომ სკოლის ინკლუზიურ განათლებაში ჩართული ყველა სპეციალისტს, მიუხედავად სხვადასხვა პოზიციისა,  ერთი და იმავე სამუშაოს შესრულება უწევდა,   სპეციალისტების ანაზღაურება განისაზღვრებოდა თვეში 280 ლარით (ინტეგრირებული კლასის სპეციალისტებისთვის 360 ლარით).

    საქართველოს პარლამენტმა მიიღო ბრძანება, რომლის საფუძველზე:

    ·         სპეციალური მასწავლებელებისთვის ამუშავდა სპეციალური სქემა, რის შედეგადაც მათი ანაზღაურება გაიზარდა (2018 წლის 17 სექტრემბრიდან). თუმცა მოცემულ სქემაში არ ჩართულან სკოლის ფსიქოლოგები, ინტეგრირებული კლასის სპეციალური მასწავლებლები და ფსიქოლოგები, ინკლუზიურ განათლებაზე პასუხისმგებელი სხვა სპეციალისტები ( პირადი ასისტენტი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი და სხვა), შესაბამისად, მათი ხელფასი არ გაზრდილა. თუ გავითვალისიწნებთ იმას, რომ სპეც. მასწავლებლებს, ფსიქოლოგებსა და სხვა სპეციალისტებს ფაქტობრივად ერთი და იმავე საქმის შესრულება უწევთ, უსამართლობაა მათ მიერ შესრულებული სამუშაოს სხვადასხვა ოდენობით ანაზრაურება.

    ·         სპეციალურ მასწავლებლად მუშაობას შეძლებს მხოლოდ პედაგოგიური განათლების მქონე პირი (2018 წლის 1 ოქტომბრიდან), ფსიქოლოგის განათლების მქონე პირს კი აღარ ექნება სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის უფლება. გამომდინარე იქიდან, რომ სპეციალური მასწავლებლის კვალიფიკაციის მქონე პირთა რაოდენობა საქართველოში ძალიან მცირეა, საჭიროება კი გაცილებით მეტი, გამოდის, რომ ამიერიდან სპეციალურ პედაგოგებად იმუშავებენ საგნის პედაგოგის კვალიფიკაციის მქონე პირები, რომლებსაც არა აქვთ სათანადო ცოდნა, გამოცდილება და მიმღებლობა სსსმ (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე) მოსწავლეებთან მუშაობისთვის. არასწორია, რომ პედაგოგიური განათლების მქონე პირს ფსიქოლოგიური განათლების მქონე პირზე მეტი კომპეტენცია აქვს სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის.

    ·         სკოლაში ფსიქოლოგის პოზიცია გახდა შტატგარეშე. შესაბამისად, სკოლაში ფსიქოლოგის აყვანა ადმინისტრაციის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. სავარაუდოა, რომ სკოლის დირექტორთა უმრავლესობა არ ჩათვლის საჭიროდ სკოლის ბიუჯეტიდან ხარჯები გამოყოს ფსიქოლოგის ხელფასის ანაზღაურებაზე.

    ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილებები უარყოფითად აისახება ინკლუზიური განათლების (და ზოგადად განათლების) სისტემაზე და მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ:

    ·         კვლავ საშტატო გახდეს სკოლაში ფსიქოლოგის პოზიცია;

    ·         ფსიქოლოგების, ინტეგრირებული კლასის სპეციალური მასწავლებლებისა და ფსიქოლოგების და სკოლის ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სხვა სპეციალისტების ხელფასი გაუთანაბრდეს სპეციალური მასწავლებლებლის ხელფასს;

    ·         ფსიქოლოგის კვალიფიკაციის მქონე პირებს მიეცეთ სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის უფლება (მათი სურვილის შემთხვევაში).

    ასევე, სკოლაში ინკლუზიური განათლების უკეთესი ფუნქციონირებისთვის მოვითხოვთ, რომ ეტაპობრივად განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები:

    ·         საჭიროების შემთხვევაში (რასაც შეაფასებს მულტიდისციპლინარული გუნდი), სკოლა ვალდებული იყოს, დაამატოს მეტყველების თერაპევტის, ოკუპაციური თერაპევტის და პერსონალური ასისტენტის შტატი;

    ·         ფსიქოლოგის, ლოგოპედის, ოკუპაციური თერაპევტის და პერსონალური ასისტენტისთვის შემუშავდეს ცალკე სექმა/სქემები მათი სამუშაოს სპეცფიკური თავისებურებების გათვალისწინებით. ასევე სამუშაო გამოცდილების დაანგარიშებისას გათვალისწინებული იყოს მათი არა მხოლოდ სკოლაში მუშაობის წლები, არამედ ნებისმიერ დაწესებულებაში სპეციალური საჭიროების მქონდე ბავშვებთან/მოზარდებთან აღნიშნულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის წლები;

    ·         განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ იზრუნოს აღნიშნული პროფესიების (ლოგოპედის ოკუპაციური თერაპევტის და პერსონალური ასისტენტის) პოპულარიზაციაზე და ხელი შეუწყოს შესაბიმის კადრთა გადამზადებას, რათა რეალურად შესაძლებელი გახდეს სკოლებში  ამ პოზიციებზე კვალიფიციური კადრის მიღება.

     

     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    მარინე ტაბატაძე საქართველო რუსთავი 10/11/2018
    2
    სოფო ლორთქიფანიძე საქართველო თბილისი 10/11/2018
    3
    თამარი გელაშვილი საქართველო რუსთავი 10/11/2018
    4
    ირმა ცოცხალაშვილი საქართველო ბორჯომი 10/11/2018
    5
    ბესო ბახტაძე საქართველო თბილისი 10/11/2018
    6
    თამარ ჩუთლაშვილი საქართველო რუსთავი 10/11/2018
    7
    Nino Dolmazashvili Saqartvelo Tbilisi 10/11/2018
    8
    მანო მეზვრიშვილი საქართველო გორი 10/11/2018
    9
    მანანა მეზვრიშვილი საქართველო სიღნაღი 10/11/2018
    10
    გულნარა მუმლაძე საქრთველო თბილისი 10/11/2018
    11
    თამარ მუმლაძე საქრთველო თბილისი 10/11/2018
    12
    მერაბ ტყაბლაძე საქართველო თბილისი 10/11/2018
    13
    ინოლა გიორგაძე საქართველო თბილისი 10/11/2018
    14
    მილანა ჯიქია საქართველო თბილისი 10/11/2018
    15
    ლანა გახარია საქართველო ზუგდიდი 10/11/2018
    16
    გიორგი ტოგონიძე საქართველო თბილისი 09/11/2018
    17
    თამარ ფერაძე საქართველო თბილისი 09/11/2018
    18
    თინა ვერულიძე საქართველო ბათუმი 09/11/2018
    19
    ზურაბ გოგოლაძე საქართველო თბილისი 09/11/2018
    20
    ნათია ჭავჭანიძე საქართველო თბილისი 09/11/2018