28 ოქტომბერი

2018

ანნა
გასვიანი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 925 ხელმოწერა
    75
    1000
    ადრესატი: თბილისის საკრებულო , თბილისის მერია

    შეწყდეს GWP-ის მიერ ბინის გამქირავებლების ტერორი!!!

    თანამოქალაქენო,

    არაერთხელ გაშუქდა მედიის საშუალებით, რომ მოქალაქეები წყლის მომწოდებელ კომპანიას GWP-ს მარეგულირებელ კომისიაში უჩივიან. მოქალაქეები რომლებიც ოთახს ან სახლს აქირავებენ GWP ეუბნება, რომ წყლის გადასახადი უნდა გადაიხადონ როგორც არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლემა და გაზრდილ ტარიფტან ერთად აკისრებენ ჯარიმას. ტარიფები კი საგრძნობლად განსხვავებულია სამომხმარებლოზე 0.33 ლარი ხოლო, კომერციულზე 4.40 ლარი. აქვე განვმარტოთ, რომ კანონის მიხედვით საყოფაცხოვრებო მომხმარებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. ხოლო, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი გახლავთ ყველა სხვა მომხმარებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა. GWP-ში ამბობენ, რომ მუდმივად ამოწმებენ ბუქინგსა და სხვა საიტებს, სადაც ხდება ბინის გაქირავება და "გამოჭერით" ახდენენ აბონენტების გამოვლინებას. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, რამდენიმე ადამიანმა GWP-ს უკვე უჩივლა მარეგულირებელ კომისიაში, ხოლო სემეკში ჯერ ვერ აკონკრეტებენ როდის მიიღებს კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას. 

    ბმული: https://www.youtube.com/watch?v=-y0LdCQ-jVA

    ენერგო ომბუცმენი, სალომე ვარდიაშვილი აცხადებს, რომ GWP მოქმედებს არასწორად, რადგან ფიზიკური პირის მიერ ბინის/ოთახის გაქირავებისას საყოფაცხოვრებო მიზანი არ იცვლება.  მაგალითისთვის: გაქირავება ტურისტებზე იგივე იდეის მატარებელია, რაც დიასახლისის მიერ ბინის გაქირავება სტუდენტ გოგოებზე. ხოლო კერძო კომპანიის მიერ მხოლოდ ტურისტული ნიშნით გაქირავებული ოთახების გამოვლენა, მათი დაჯარიმება და არასაყოფაცხოვრებო ტარიფზე გადაყვანა ცალსახად უსამართლობა და დისკრიმინაციაა. GWP მოქმედებს ქაოსურად, არ არის ერთიანი მიდგომა და ერთიანი რეგულაცია, შესაბამისად ამ კოპანიის ქმედება სცილდება ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოებს. 

    პირველ ნოემბერს ჩანიშნულია შემდეგი სხდომა, რომელიც მარეგულიერებლ კომისიაში სწორედ ამ საკითხზე გაიმართება! ამ პეტიციაზე ხელიმომწერნი მოვითხოვთ, რომ ის ადამიანები რომლებიც საკუთარ საცხოვრებელ სახლში აქირავებენ ფართებს, უნდა მოექცნენ ერთიანი რეგულაციის ქვეშ, ისინი უნდა იყვნენ საყოფაცხოვრებო მომხმარებლები და გადაიხადონ წყლის სამომხმარებლო ტარიფი! 

     

     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ოთარ თათარაშვილი საქართველო თბილისი 05/04/2019
    2
    ირინე სიდამონიძე საქართველო თბილისი 05/03/2019
    3
    რუსუდან ბერაია საქართველო ქუთაისი 04/03/2019
    4
    ნიკოლოზი გელოვანი საქართველო თბილისი 20/02/2019
    5
    ია თაბაგარი საქართველო თბილისი 19/02/2019
    6
    ნათია ქურდაძე საქართველო თბილისი 07/12/2018
    7
    შOთა მოწონელიძე საქართველო ქუთაისი 07/11/2018
    8
    გვანცა მოწონელიძე საქართველო ქუთაისი 07/11/2018
    9
    რუსუდან ვაწაძე საქართველო ქუთაისი 07/11/2018
    10
    ლალი გოლეთიანი საქართველო ქუთაისი 07/11/2018
    11
    გუჩა გრძელიშვილი საქართველო ქუთაისი 07/11/2018
    12
    გივი გრძელიშვილი საქართველო ქუთაისი 07/11/2018
    13
    ლია წულაია საქართველო ქუთაისი 07/11/2018
    14
    ლელა ჩხეტია საქართველო ქუთაისი 07/11/2018
    15
    მაკა კუხიანიძე საქართველო ქუთაისი 07/11/2018
    16
    ეკა კვირკველია საქართველო ქუთაისი 07/11/2018
    17
    tiko goletiani saqartvelo qutaisi 07/11/2018
    18
    მარიამ ქობულაძე საქართველო ქუთაისი 07/11/2018
    19
    ნინო ვაწაძე საქართველო ქუთაისი 07/11/2018
    20
    ანა ქინქლაძე საქართველო თბილისი 31/10/2018