04 ნოემბერი

2018

სალომე
ქაჯაია
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 9943 ხელმოწერა
    57
    10000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი

    გაიზარდოს საახალხწლო-საშობაო უქმე დღეების რაოდენობა

    საახალწლო დასვენებები მნიშვნელოვანი საკითხია ნებისმიერი ტიპის სამუშაოზე დასაქმებული ადამიანისთვის. საქართველოში საახალწლო დასვენებები შემოიფარგლება იანვრის 2 ოფიციალური უქმე დღით (1 და 2 იანვარი), დამატებით, იანვარში არის 2 დასვენების დღე, რაც დაკავშირებულია შობისა და ნათლისღების საეკლესიო დღესასწაულებთან 7 და 19 იანვარს.

    ამ პეტიციით მოვითხოვთ საახალწლო პერიოდში ოფიციალური უქმე დღეების რაოდენობის გაზრდას და 29 დეკემბერი-7იანვრის პერიოდის ოფიციალურ ექმეებად გამოცხადებას. 

    აღნიშნული მიზანშეწონილად მიგვაჩნია ბევრი მიზეზის გამო, რამდენიმე მათგანია:
    1. ოფიციალური უქმე დღეების რაოდენობის გაზრდა ხელს შეუწყობს ახალი წლის პერიოდში ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობისა და შიდა ტურიზმის ზრდას. დასაქმებულებს მეტად გაუჩნდებათ სურვილი, ეწვიონ ზამთრის კურორტებს ან სხვა ადგილებს დასასვენებლად. 
    2. ახალი წლის პერიოდში ქართულ ოჯახებში წინასაახალწლო სამზადისია გაჩაღებული, რაც არც თუ ცოტა დროსა და ენერგიას მოითხოვს. ამასთან, ხშირად ადამიანები ახალ წელს უკავშირებენ სხვადასხვა მსხვილი საოჯახო შენაძენის გაკეთებას, რაც ასევე დროს მოითხოვს. დასვენებების გაზრდით, ადამიანებს მიეცემათ საშუალება, უფრო მშვიდად დაკავდნენ წინასაახალწლო სამზადისით. დამატებითი დრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალბატონებისთვის.
    3. უქმე დღეების გაზრდა დადებითად აისახება დასაქმებულთა შრომის უნარიანობაზე, ისინი ფიზიკურად და გონებრივად უფრო დასვენებული და მეტად ბედნიერები ჩაერთვებიან მომდევნო წლის სამუშაო პროცესებში. 
    4. ხშირ შემთხვევაში, ახალი წლის დღეებში სამუშაო ადგილას საზეიმო განწყობაა და შრომის პროცესი შედარებით მსუბუქია, თუმცა არსებობს სამუშაოები, სადაც დასაქმებულები წინასაახალწლო და ახალი წლის პროცესშიც იმავე დატვირთვით მუშაობენ, როგორც სხვა დღეებში. ოფიციალური უქმე დღეების მოცულობის გაზრდით, დასაქმებულები თანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან წინასაახალწლო სამუშაო დატვირთულობის თვალსაზრისით. 
    5. განვითარებულ ქვეყნებში საახალწლო/საშობაო დასვენებები საშუალოდ 10-14 დღით განისაზღვრება. 

    აღსანიშნავია, რომ 2018-2019 წელს 29 დეკემბერი - 7 იანვრის პერიოდის ოფიციალურ უქმე დღეებად გამოცხადება დაკავშირებულია მხოლოდ 3 დამატებითი უქმე დღის გამოცხადებასთან.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    მაია კობახიძე საქართველო თბილისი 17/11/2018
    2
    სალომე ნატროშვილი საქართველო თბილისი 09/11/2018
    3
    ია მამაგულაშვილი საქართველო თბილისი 08/11/2018
    4
    თამარ ნოზაძე საქართველო თბილისი 07/11/2018
    5
    გივი ნეფარიძე საქართველო თბილისი 07/11/2018
    6
    ზელმა კვირკველია საქართველო თბილისი 06/11/2018
    7
    მიხეილ ბერიძე საქართველო თბილისი 06/11/2018
    8
    ოთარ გაგუა საქართველო თბილისი 06/11/2018
    9
    გიორგი ფურელიანი საქართველო მცხეთა 06/11/2018
    10
    სალომე დოლიძე საქართველო თბილისი 06/11/2018
    11
    მარი ქარჩაიძე საქართველო თბილისი 06/11/2018
    12
    უშანგი წიკლაური საქართველო თბილისი 06/11/2018
    13
    გიორგი ჭანკვეტაძე საქართველო თბილისი 06/11/2018
    14
    ზურაბ გამყრელიძე საქართველო თბილისი 06/11/2018
    15
    შორენა ბარამიძე საქართველო თბილისი 06/11/2018
    16
    ანა შარაბიძე საქართველო თბილისი 06/11/2018
    17
    ანანო ინაშვილი საქართველო თბილისი 06/11/2018
    18
    თამარი ოქროპირიძე საქართველო თბილისი 06/11/2018
    19
    ხათუნა ბაქრაძე საქართველო თბილისი 06/11/2018
    20
    ანი ჯაფარიძე საქართველო თბილისი 06/11/2018