20 ნოემბერი

2018

ლუკა
იობაშილი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 283 ხელმოწერა
    118
    401
    ადრესატი: ირაკლი ბურდილაძე

    მიმართვა "მ2"-ის გენერალურ დირექტორს ირაკლი ბურდილაძეს

    ბატონო ირაკლი, მოგმართავთ „მ2 იპოდრომთან 2“-ის მომავალი მაცხოვრებლები. მოგეხსენებათ,რომ „ტერასა ჯგუფის“ მიერ დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებს ჩვენი კომპლექსის შესასვლელის სერვიტუტით დატვირთვის ხელშეკრულებას, რის შესახებაც ბინების თავდაპირველი მყიდველები არ ვიყავით ინფორმირებულები, შესაბამისად არ მოგვეცა შესაძლებლობა გავცნობოდით აღნიშნული პირობების შინაარსს და ამის საფუძველზე მიგვეღო ბინის შეძენის გადაწყვეტილება. სერვიტუტის არსებობის ფაქტი მომავალი მობინადრეებისათვის ცნობილი გახდა 2017 წელს, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მერიის მიერ მეზობელ მიწის ნაკვეთზე კარტოზიას N12-ში შენობის პროექტი დამტკიცდა. სერვიტუტის პირობების შეტყობისთანავე მომავალმა მობინადრეებმა ჩვენთვის მიუღებელი ეს საკითხი გავაპროტესტეთ “მ2”-ის ხელმძღვანელობასთან, რაზეც “მ2”-მა თავისი გადაწყვეტილება ახსნა შემდეგით, რომ ამ ხელშეკრულების დადების მთავარ პირობას “მ2”-ის მხრიდან წარმოადგენდა ის გარემოება, რომ კარტოზიას N12-ში საპროექტო შენობა განთავსდებოდა მიწის ნაკვეთის უკანა საზღვრიდან(ორსართულიანი ნაწილი) 8მ-ის დაშორებით, ხოლო საპროექტო შენობის შედარებით უფრო მაღალ ნაწილამდე მანძილი იქნებოდა 37მ(საპროექტო შენობის დაბალი ნაწილი არ უნდა ყოფილიყო ორ სართულზე მეტი მიწის დონიდან). ამ შეთანხმების მიუხედავად „ ტერასა ჯგუფმა“ 2018 წლის ივნისში კვლავ შეიტანა პროექტი ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც მან სამშენებლო პროექტის უკანა ორ სართულიანი ნაწილი 1 სრული სართულით გაზარდა და უკვე +9.3მ. ნიშნულზე კიდევ დაამატა დამხმარე ფართი შენობის უკანა ნაწილს, რითიც საპროექტო შენობის დაბალი ნაწილის სახურავის ნიშნული 6.9მ-დან 12.6მ-დე გაზარდა.აღნიშნული ფაქტები უკვე წარმოადგენს სერვიტუტთან დაკავშირებით დადებული შეთანხმების უხეშ დარღვევას. “ტერასა ჯგუფი” ამ დარღვევებით არ დაკმაყოფილდა და 2018 წლის ნოემბერში მერიაში შეიტანა დასამტკიცებლად პროექტი გაცილებით აგრესიული ცვლილებებით (მათ სასარგებლოდ), რომლის მიხედვითაც საპროექტო შენობის მაღალ ნაწილს მხოლოდ 4 სართული მოაკლო და შენობის უკანა დაბალ ნაწილს დაამატა ორი სრული საოფისე სართული (1682.87კვ.მ) და მე-6 სართულზე “მ2”-ის მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ 236.16კვ.მ დამხმარე ფართი, რითიც საპროექტო შენობის უკანა ნაწილის სახურავის ნიშნული ამჯერად 20.6მ-მდე გაზარდა, რაც მკაფიო შეუსაბამობაშია სერვიტუტის პირობებთან. “მ2 იპოდრომთან 2”-ის მობინადრეები მოვითხოვთ “მ2”-ის ხელმძღვანელობისაგან, რომ რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ დარღვევებზე და არ დაუშვას სართულიანობის გაზრდა “ტერასა ჯგუფის” საპროექტო შენობის უკანა ნაწილში,რათა არ გაუარესდეს “მ2”-ის მეორე კორპუსის მობინადრეთა საცხოვრებელი პირობები და არ მოხდეს სერვიტუტზე შეთანხმება მოსახლეობასთან შეუთანხმებლად, მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    სოფიკო ჭანტურია საქართველო თბილისი 08/12/2018
    2
    გურამ ბუღაშვილი საქართველო თბილისი 08/12/2018
    3
    Sopo Litanishvili Saqartvelo Tbilisi 07/12/2018
    4
    ელენე ლითანიშვილი საქართველო თბილისი 07/12/2018
    5
    გიორგი გვარამია საქართველო თბილისი 07/12/2018
    6
    ქრისტინა დვალიშვილი საქართველო თბილისი 07/12/2018
    7
    მარიკა ნადარაია საქართველო ფოთი 07/12/2018
    8
    დავით საყვარელიძე საქართველო თბილისი 07/12/2018
    9
    თამარა ნადირაშვილი ბელორუსია ვიტებსკი 07/12/2018
    10
    გიორგი ცინცაძე საქართველო თბილისი 07/12/2018
    11
    Oleg Gegeshidze Saqartvelo Samtredia 07/12/2018
    12
    ლევან თითბერიძე საქართველო თბილისი 07/12/2018
    13
    არჩილ ბერიძე საქართველო ბათუმი 07/12/2018
    14
    ქეთევან თაბუკაშვილი საქართველო თბილისი 07/12/2018
    15
    დიანა მამულაშვილი საქართველო თბილისი 07/12/2018
    16
    სოფო თათარაშვილი საქართველო თბილისი 07/12/2018
    17
    გიორგი მაისურაძე საქართველო თბილისი 07/12/2018
    18
    ირაკლი შენგელაია საქართველო თბილისი 07/12/2018
    19
    ნანა წიკლაური საქართველო თბილისი 07/12/2018
    20
    ირმა ტოშ საქართველო თბილისი 07/12/2018