24 ნოემბერი

2018

ზაქარია
ლაფერაშვილი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 4499 ხელმოწერა
    501
    5000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრეზიდენტი

    გაუქმდეს ბრძანება ნაკრძალებისა და ეროვნული პარკების გარშემო ბუფერული ზონების, ნადირობის მიზნით, 250 მეტრამდე შემცირების შესახებ.

    საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბატონ ლევან დავითაშვილს

    ფეისბუკის ჯგუფის, "საქართველოს ველური ბუნება" იმ წევრთა და ყველა იმ მოქალაქეთა სახელით, რომლებიც სრულიად ეთანხმებიან ქვემოთ მოყვანილ არგუმენტებს და ხელს აწერენ ამ პეტიციას.

    როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ხელი მოეწერა ბრძანებას Nr. 2-919, რომელიც სახელმწიფო ნაკრძალებისა და ეროვნული პარკების გარშემო ბუფერულ ზონებს 500 მეტრიდან 250 მეტრამდე ამცირებს. ეს პეტიცია კი ბატონი გახარიას მიერ ინიცირებულმა ცვლილებამ კოლხეთის ეროვნული პარკის ბუფერული ზონის 250 მეტრამდე შემცირებამ გამოიწვია.

    იმედი გვქონდა, გარემოს დაცვის ხელმძღვანელობამ იცოდა, რომ ზუსტად ამ ბუფერულ ზონაში ბინადრობს საქართველოში გადაშენების პირას მყოფი ფრინველის სახეობა "ხონთქრის ქათამი" (Porphyrio porphyrio). ორნოთოლოგიური თვლების მიხედვით 1990 წელს კოლხეთის ეროვნული პარკის ბუფერულ ზონაში ბინადრობდა 15-20 წყვილი, 2005-2006 წელს 8-10, ხოლო 2015-2016 წელს 3-4 წყვილი. 

    ბუფერული ზონის ხელოვნურად შემცირება და ზონაში ნადირობის უფლების გაცემა კატასტროფულად შეავიწროვებს ხონთქრის ქათმისა და სხვა იშვიათი სახეობების ბუნებრივ არეალს და საფრთხეს შეუქმნის მათ ისედაც მწირე პოპულაციებს, მოხდება ხონთქრის ქათმის საქართველოს ტერიტორიაზე სრულიად გაქრობა! 

    შესაბამისად, მოვითხოვთ გაითვალისწინოთ ზემოთ მოყვანილი არგუმენტები და გააუქმოთ 15 ნოემბერს ხელმოწერილი ბრძანება Nr. 2-919 ბუფერული ზონების 500-დან 250 მეტრამდე შემცირების შესახებ.

    თუ გარემოს დაცვის სამინისტრომ არ იცოდა გადაშენების პირას მყოფი სახეობების შესახებ, ეს სამინისტროს თანამშრომლების პროფესიონალიზმის დეფიციტის მაჩვენებელია! თუ იცოდა და მიუხედავად ამისა ბრძანება მაინც გაიცა, ხომ არ გვაქვს საქმე გამიზნულ, საქართველოს ბუნებისთვის დიდი ზიანის მიყენების მცდელობასთან? 
    სოციალურ ქსელში გამოითქვა ეჭვები, რომ ეს, უთუოდ ნაჩქარევი, ორნითოლოგებთან ჩატარებული კონსუტაციების გარეშე გამოცემული ბრძანება არჩევნებში 400 მონადირის საარჩევნო ხმების მოსაზიდად, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ იქნა ინიცირებული. მინისტრის, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს გარემოს დაცვასთან და შესაბიმისი დაპირებების გაცემა მისი პრეროგატივა არ არის.

    გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი ჯგუფი, რომელიც 7400 წევრზე მეტს ითვლის, უკვე რამოდენიმე წელია ცდილობს საქართველოს ბუნების შენარჩუნება-განვითარებას შეუწყოს ხელი, აკეთებს საქმეს, რაც სწორედ თქვენი სამინისტროს მოვალეობაა. ამ პეტიციას ჩვენ არ უნდა ვაქვეყნებდეთ, პირველ რიგში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა გამოეხატა პროტესტი ბატონი გახარიას "თვითნებური ქმედებების" წინააღმდეგ კოლხეთის ეროვნული პარკის ბინადრების საფრთხეში ჩაგდების გამო.

    მოვითხოვთ გააუქმდეს ბრძანება Nr. 2-919, საქართველოს ბუნების, ჩვენი და თქვენი შვილებისა და შვილთაშვილების საკეთილდღეოდ.
    არანაირი არჩევნები არ ღირს იმ მემკვიდრეობის დასაკარგად, რასაც საქართველოს ბუნება ეწოდება!

    ჩვენ ვერ შევეგუებით ხელისუფლებას, რომელიც საქართველოს ბუნების განადგურებას შეუწყობს ხელს.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ქეთევან ჯანაშვილი საქართველო რუსთავი 13/02/2019
    2
    გვანცა ხულორდავა საქართველო თბილისი 03/02/2019
    3
    მაკა ხეცურიანი საქართველო თბილის 19/01/2019
    4
    თამარ კეცხოველი საქართველო თბილისი 11/01/2019
    5
    ლევან ჩუგუაშვილი საქართველო მცხეთა 10/01/2019
    6
    ნანა ჩიღვინაძე საქართველო თბილისი 27/12/2018
    7
    დავით მერებაშვილი საქართველო გორი 26/12/2018
    8
    დავით მერებაშვილი საქართველო გორი 26/12/2018
    9
    დავით მერებაშვილი საქართველო გორი 26/12/2018
    10
    ალექსანდრე ზუკაკიშვილი საქართველო თბილისი 24/12/2018
    11
    Ana Begiashvili საქართველო თბილისი 21/12/2018
    12
    მაია სარჯველაძე საქართველო თბილისი 20/12/2018
    13
    ანჟელა გაბუნია გერმანია მარბურგი 16/12/2018
    14
    ქეთევანი ზურაშვილი საქართველო თბილისი 16/12/2018
    15
    Levani Taraloshvili საქართველო რუსთავი 15/12/2018
    16
    გიორგი თოთოსაშვილი საქართველო თბილისი 12/12/2018
    17
    ლევან ხუნჯუა საქართველო თბილისი 12/12/2018
    18
    მარიამ შეყილაძე საქართველი თბილისი 11/12/2018
    19
    ანა კვაჭაძე საქართველი თბილისი 11/12/2018
    20
    ანნა გოგუაძე Georgia Tbilisi 11/12/2018