25 დეკემბერი

2018

საინიციატივო
ჯგუფი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • გამარჯვებული
    1831
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი

    საზოგადოების მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრებს

    24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი წარუდგინა. მართლმსაჯულების სისტემისთვის ეს გადამწყვეტი ეტაპია და ამ პროცესში პარლამენტის წევრების მიერ დაშვებული ნებისმიერი შეცდომა, შეიძლება გამოუსწორებელი აღმოჩნდეს სასამართლოსთვის, რომელიც სახელმწიფოში სამართლიანობის, თანასწორობის და თავისუფლების დაცვის გარანტიაა.

    საზოგადოებას ცხადად ახსოვს, წლების განმავლობაში, პოლიტიზებული, ძალაუფლებრივი ჯგუფების კონტროლს დაქვემდებარებული სასამართლოს არსებობა. ქვეყანა უსამართლო მართლმსაჯულების მძიმე სოციალურ და პოლიტიკურ შედეგებს დღემდე იმკის.

    წარმოუდგენელია, რომ დღესაც კი, უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში, უვადოდ დანიშვნის სურვილი იმ მოსამართლეებს აქვთ, რომლებიც სწორედ ასეთი სისტემის ჩამოყალიბების და შენარჩუნების საფუძვლებს ქმნიდნენ. მოსამართლეები, რომლებიც სამართლიანობის იდეის, ღირსებისა და ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფით იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ამ ადამიანების დიდი ნაწილი არათუ რჩება სასამართლო სისტემაში, არამედ ახერხებს საკუთარი გავლენებით, განსაზღვროს სასამართლოს მომავალი. მათ მოახერხეს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება და მორგება ახალ პოლიტიკურ რეალობასთან.

    მოსამართლეთა ამ ჯგუფის ამბიცია და გავლენები, სწორედ მოქმედი პოლიტიკური ელიტის და თანამდებობის პირების მხარდაჭერით და წახალისებით არსებობს. დღეს, როდესაც მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფმა კონსტიტუციისა და კანონების საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ მორგება გადაწყვიტა, უნდა გვახსოვდეს, რომ მათ ამის შესაძლებლობა სწორედ პარლამენტის უმოქმედობამ მისცა. პარლამენტმა, რომელმაც კანონით არ შეზღუდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თვითნებობა, იზიარებს პასუხისმგებლობას შემქნილ ვითარებაზე.

    იმედი გვაქვს აცნობიერებთ, რომ დამოუკიდებელი და სამართლიანი  სასამართლოს გარეშე ამ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა, შეუძლებელი იქნება. ჩვენი საზოგადოება ელის და იმსახურებს სასამართლოს ძირეულ რეფორმას და არ დაუშვებს, რომ კრიტიკულ მომენტში, გავლენიანმა ჯგუფებმა სასამართლოს დამორჩილება შეუქცევადი გახადონ.

    ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოგმართავთ პარლამენტის წევრებს, იმოქმედოთ კონსტიტუციის, ამ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით. თქვენს პოზიციას შეუძლია სამართლიანი მართლმსაჯულების იდეას მისცეს კიდევ ერთი შანსი, ან დაასრულოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ოცნება.   

    მოგმართავთ, გამოიჩინოთ საზოგადოებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა და უარი თქვათ უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი კანდიდატების არჩევაზე.

     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    რაფიელი კაკაბაძე საქართველო თბილის 28/12/2018
    2
    ეკა ებრალიძე საქართველო თბილისი 28/12/2018
    3
    მზია ნადარაია საქართველო თბილისი 28/12/2018
    4
    მართა ჩოპლერ საქართველო თბილისი 28/12/2018
    5
    მარინა მაჭავარიანი საქართველო რუსთავი 28/12/2018
    6
    ნინო ხარჩილავა საქართველო თბილისი 28/12/2018
    7
    მერაბ ვაჩნაძე საქართველო თბილისი 28/12/2018
    8
    ლამარა გუგუნავა საქართველო თბილისი 28/12/2018
    9
    ავთანდილ ღონღაძე საქართველო თბილისი 28/12/2018
    10
    ნუგზარ ქელბაქიანი საქართველო თბილისი 28/12/2018
    11
    ნინო ხაბელაშვილი საქართველო თბილისი 28/12/2018
    12
    ოთარი ჯაფარიძე საქართველო თბილისი 28/12/2018
    13
    დავითი კაკაბაძე საქართველო თბილისი 28/12/2018
    14
    რამაზ წულიაშვილი საქართველო თბილისი 28/12/2018
    15
    ელისო წიკლაური ამერიკა ნიუ იორკი 28/12/2018
    16
    Shavlegi Khoshtaria საქართველო სენაკი 28/12/2018
    17
    გიზო ომაძე საქართველო თბილისი 28/12/2018
    18
    ხატია ზაქარაია საქართველო თბილისი 28/12/2018
    19
    თამარ კიკნაძე საქართველო თბილისი 28/12/2018
    20
    თამარ შაშიაშვილი საქართველო თბილისი 28/12/2018