gallery images

საჭიროა 4927 ხელმოწერა

73
5000

ადრესატი:

ენერგეტიკის სამინისტრო
თბილისის მერია
საქართველოს პარლამენტი

სავალდებულო გახდეს გაზის კომპლექსური დეტექტორების დამონტაჟება სახლებში, ბინებში, აგარაკებზე!

საკმაოდ რთულია გაუმკლავდე ისეთ საფრთხეს, რომელსაც ვერ ხედავ და ვერ აგემოვნებ. შედეგი დგება ლეტალური, როდესაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვისუნთქავთ ნახშირჟანგს. მოწამვლის საფრთხე მატულობს, რადგან შეუძლებელია თქვენმა სხეულმა მხუთავი აირი იგრძნოს სუნით ან გემოთი. ერთადერთი გზა, რომ აღმოაჩინოს მისი არსებობა არის კომპლექსური დეტექტორი.

ძალიან ხშირია გაზით მოწამლვის შემთხვევები საქართველოში, რომელმაც სამწუხაროდ ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ასაკში მყოფი ადამიანი თუ ბავშვი შეიწირა. ძალიან მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს აღნიშნული საკითხი და საქართველოში მცხოვრები ყველა ოჯახისათვის სავალდებულო გახდეს სახლში გაზის დეტექტორის მონტაჟი, რათა თავიდან ავიცილოთ ამდენი უდანაშაულო ადამიანის დაღუპვა.