01 თებერვალი

2019

ილიაუნის ბიზნესის სკოლის საინიციატივო გუნდი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • გამარჯვებული
    5000
    ადრესატი: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

    ილიაუნის ბიზნესის სკოლის გადასარჩენად!

    ილიაუნის ბიზნესის სკოლის გადასარჩენად!

    როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ილიაუნის ბიზნეს სკოლა უქმდება! ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად და გაუგებარი მიზეზით, ბიზნეს სკოლის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გაურკვეველი „რეორგანიზაციის“ თაობაზე. ამ ე.წ. რეორგანიზაციის ფარგლებში იქმნება ახალი მიმართულება, „ტექნოლოგიების, განათლების და მენეჯმენტის“ ფაკულტეტი, რომელიც სრულად მიიერთებს ბიზნესის ფაკულტეტს. შესაბამისად ის სკოლა, რომელშიც ჩავაბარეთ და რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში იხვეჭდა სახელს და კარგი აღქმა აქვს როგორც სტუდენტებში, ისე დამსაქმებლებს შორის, უქმდება და ხდება გაუგებარი ფაკულტეტის ნაწილი. ამასთან, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ამ ახალი პროგრამის აკრედიტაციის საკითხიც სრულიად ბუნდოვანია. ასევე გაურკვეველია ფაკულტეტის შინაარსი და მიმდინარე მობილობის პროცესთან დაკავშირებული დეტალები.

    ერთი სიტყვით, სკოლა, რომელიც ბოლო დროს დინამიურად ვითარდებოდა და იზრდებოდა, რომელიც ქართულ ბიზნეს სკოლებში ერთ-ერთი გამორჩეული და იმედის მომცემი იყო, დოკუმენტალურად აღარ იარსებებს! კურსდამთავრებულებიც აღარ ჩაითვლებიან ბიზნესის სკოლის სტუდენტებად და ის ფაქტი, რომ ისინი ამ სკოლის სტუდენტები იყვნენ, აღარსად დაფიქსირდება.

    გარდა ამისა, ზემოთხსენებული „რეორგანიზაციის“ ფარგლებში დეკანის თანამდებობიდან სრულიად მოულოდნელად და გაუგებარი მიზეზით, გაათავისუფლეს გიორგი ქადაგიძე - ადამიანი, რომლის ბიზნესის სკოლის დეკანის პოზიციაზე მოსვლის შემდეგაც, ბიზნესსკოლის სტუდენტებისთვის რადიკალურად უკეთესობისკენ შეიცვალა უკლებლივ ყველაფერი!  გიორგის მოღვაწეობის პერიოდში: უნივერსიტეტმა მოიპოვა მსოფლიო დონის წარმატებული უნივერსიტეტების სასწავლო მასალები, თანამშრომლობა შედგა არაერთ საერთაშორისო უნივერსიტეტთან გაცვლითი პგორამების მიმართულებით, შეიქმნა ახალი სტუნდენტური სივრცეები და ინფრასტრუქტურა,  აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა სტუდენტების სასტიპენდიო პროგრამაზე, რომლის მეშვეობითაც სტუდენტები შეძლებდნენ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას, გაჩნდა სამუშაო პრაქტიკის მიღების შესაძლებლობები, სკოლაში გაჩდენ მაღალი კვალიფიკაციის ლექტორები და აკადემიური პერსონალი, ორგანიზება ეწეოდა მოწვეული ლექტორების გამოსვლებს, ტარდებოდა ჰაკათონები, მნიშვნელოვნად გაიზარდა სწავლების ხარისხი და, რაც ყველაზე მთავარია, თითოულ სტუდენტს გაგვიჩნდა შეგრძნება, რომ ვსწავლობთ ღირსეულ, მაღალი დონის უმაღლესი განათლების დაწესებულებაში და გაგვიჩნდა რეალური დასაქმების პერსპექტივა.

    აქ მოყვანილი ფაქტების არასრული ჩამონათვალი  სრული დასტურია იმის, რომ ილიაუნის ბიზნესის სკოლა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა და რომ გიორგი ქადაგიძეს გადაყენება დეკანის პოზიციიდან არის გაუმართლებელი. შესაბამისად, ჩვენთვის სრულიად გაუგებარია რამ გამოიწვია საბჭოს უეცარი გადაწყვეტილება გააუქმოს ბიზნეს სკოლა და გაათავისუფლოს გიორგი ქადაგიძე დეკანის პოზიციიდან.

    ჩვენ, ბიზნეს სკოლის უკლებლივ ყველა სტუდენტი კატეგორიულად ვითხოვთ დაუყონებლივ შეწყდეს ხსენებული რეორგანიზაცია, გიორგი ქადაგიძე დაბრუნდეს დეკანის თანამდებობაზე, ბიზნესის სკოლა შენარჩუნდეს დამოუკიდებელ ერთეულად და მოხდეს ფაკულტეტის, როგორც "ბიზნესის ადმინისტრირების" სახელით აღდგენა. შესაბამისად, საჯაროდ იქნეს შემოთავაზებული რეორგანიზაციის განხილვა. ის, რაც დღეს ბიზნესსკოლაში ხდება, ცდება მხოლოდ მოცემული სკოლის პრობლემას, საფრთხეს უქმნის რა არა მარტო ბიზნესსკოლის, არამედ მთელი უნივერსიტეტის რეპუტაციას და ეჭვ ქვეშ აყენებს უნივერსიტეტის დღევანდელი მმართველობის კომპეტენციას.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    მიშიკო გოგილავა საქართველო თბილისი 03/02/2019
    2
    ანი ბასოშვილი საქართველო თბილისი 03/02/2019
    3
    მაია ხელაძე საქართველო თბილისი 03/02/2019
    4
    ნათია პაპაშვილი საქართველო თბილისი 03/02/2019
    5
    ავთანდილ მელაძე საქართველო თბილისი 03/02/2019
    6
    ჟანა ლაცაბიძე საქართველო თბილისი 03/02/2019
    7
    ნინო კუპრეიშვილი საქართველო რუსთავი 03/02/2019
    8
    მაკა კოხოძე საქართველო თბილისი 03/02/2019
    9
    თეა ბებურია საქართველო ფოთი 03/02/2019
    10
    რუსიკო ჯიმშელეიშვილი საქართველო თბილისი 03/02/2019
    11
    ჯაბა სიხარულიძე საქართველო თბილისი 03/02/2019
    12
    თიკო ღარიბაშვილი საქართველო თბილისი 03/02/2019
    13
    ელენ კაკულია საქართველო თბილისი 03/02/2019
    14
    ზურაბ ბაჩიაშვილი საქართველო თბილისი 03/02/2019
    15
    Nana Ugulava Saqartvelo Tbilisi 03/02/2019
    16
    ლია ქაჯაია საქართველო თბილისი 03/02/2019
    17
    Elene Udumashvili Saqartvelo Tbilsii 03/02/2019
    18
    ვარლამ ებანოიძე საქართველო თბილისი 03/02/2019
    19
    სალომე ფიფია საქართველო თბილისი 03/02/2019
    20
    თორნიკე სხულუხია საქართველო რუსთავი 03/02/2019