განცხადება შუქნიშნის დამატების თაობაზე, ვარკეთილის მე2მ/რ, სკოლა ოპიზას მიმდებარედ
თბილისის მერიას მივმართავთ თხოვნით ვარკეთილის მოსახლეობა, ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში, სკოლა ოპიზასთან დაიდგას შუქნიშანი, რომელიც აუცილებელია ფეხითმოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის. მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია სამი სკოლა და ბაღი, სწორედ ამიტომ ქუჩის გადაკვეთა უწევს მოსწავლეებს, მცირეწლოვან ბავშვებსა და მშობლებს. აქ დილის საათებში გზაზე მოძრაობა ინტენსიურია, ხოლო ხელოვნური ბარიერები არ არის საკმარისი.