15 თებერვალი

2019

საინიციატივო ჯგუფი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 332 ხელმოწერა
    668
    1000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო

    პეტიცია მართლმსაჯულების გადასარჩენად

    საქართველოს სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმის საკითხი მუდმივად დგას დღის წესრიგში ჩვენი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. წლების განმავლობაში მიმდინარე რეფორმებმა მთავარ მიზანს ვერ მიაღწია და შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა პარტიებმა არ გამოხატეს მყარი პოლიტიკური ნება, უარი ეთქვათ სასამართლოს კონტროლზე, რაც მძიმედ აისახა საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებებზე, ქვეყნის რეპუტაციასა და დემოკრატიულ განვითარებაზე.

    დღეს:

    ●დისკრედიტირებულ და რეპუტაციაშელახულ მოსამართლეთა დიდი ნაწილი უვადოდ არის დანიშნული და კლანური პრინციპებით მართავს სასამართლო სისტემას;

    ●სასამართლოში გაბატონებული და პოლიტიკური ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი მოსამართლეთა კლანი, რომელიც  წინა ხელისუფლების დროსაც მართავდა და აკონტროლებდა სასამართლოს, ეწინააღმდეგება რეალურ და სიღრმისეულ რეფორმებს;

    ●სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობა დღითიდღე იკლებს;

    ●სასამართლო ხელისუფლების სადავეებთან მყოფი კლანი ალიანსში შევიდა მმართველ პარტიასთან და საკუთარ ინტერესებს მოარგო ყველა მნიშვნელოვანი რეფორმა;

    ●სასამართლოში გაჩნდა ნეპოტიზმის  და კორუფციის ნიშნები;

    ●სასამართლოში გაბატონებული კლანის მიერ იდევნება განსხვავებული აზრი;

    ●კლანის წევრი მოსამართლეები აკეთებენ პოლიტიკურ და სამოსამართლო ეთიკისათვის შეუთავსებელ განცხადებებს და მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესებში.

    შექმნილი კრიზისული ვითარება ანგრევს ნდობას სასამართლოს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობისადმი  და არყევს  საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების ფუნდამენტს. სწორედ ამიტომ, დღეს, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის იდეის გადარჩენა სახელმწიფოებრივი საკითხი გახდა. შექმნილი ვითარებიდან გამოსვლა მხოლოდ მკვეთრი გადაწყვეტილებების და პრინციპული რეფორმების შემთხვევაშია შესაძლებელი, რომელთა მიზანი ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა,  საზოგადოების ინტერესებსა და სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნა იქნება.  

    პეტიციაზე ხელმომწერი პირები და ორგანიზაციები, მოვითხოვთ: 

    ●​დატოვონ თანამდებობები უსამართლობის სიმბოლოდ ქცეულმა მოსამართლეებმა მიხეილ ჩინჩალაძემ, ლევან მურუსიძემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ  წევრებმა, რომელთაც მხარი დაუჭირეს კლანური პრინციპით გადაწყვეტილებების მიღებას. კლანის წევრებმა სხვა მოსამართლეებს მისცენ უფლებამოსილებების ღირსეულად შესრულების შესაძლებლობა;

    ●​ხელისუფლებამ შეწყვიტოს მოსამართლეთა გაბატონებული კლანის მხარდაჭერა;

    ●​შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნები, ვიდრე ძირეული რეფორმების შედეგად სასამართლო გათავისუფლდება კლანური მმართველობისგან;

    ●​საზოგადოებრივი ჯგუფების ფართო ჩართულობით დაუყოვნებლივ დაიწყოს სასამართლო სისტემის სიღრმისეული რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მკაფიო მიზანიც სასამართლოს კლანური მმართველობისგან გათავისუფლება იქნება.

     

    პეტიციის ავტორები:

     საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

    ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

    საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

    ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

    ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF)

    სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

    კავშირი ,,საფარი”

    საქართველოს პენ-ცენტრი

    ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის

    საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS

    საქართველოს ატლანტიკური საბჭო

    კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი

    საზოგადოება და ბანკები

    მედიის განვითარების ფონდი

    ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

    საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

    სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი

    ცენტრი "ემპათია"

     გია ხუხაშვილი

    მაია მწარიაშვილი

    კახა წიქარიშვილი

    ანა ნაცვლიშვილი

    ირაკლი კორძახია

    ლაშა ტუღუში

    კახა კოჟორიძე

    ზაზა ხატიაშვილი

    გიორგი ხვედელიანი

     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ქეთევან ლომსაძე საქართველო თბილისი 24/06/2019
    2
    ნანა დაბრუნდაშვილი საქართველო თბილისი 18/05/2019
    3
    მერაბ გამრეკელიძე საქართველო ბათუმი 10/03/2019
    4
    მარიამ მანჯიკაშვილი საქართველო კასპი 06/03/2019
    5
    ფიქრია ხუნწარია საქართველო თბილისი 05/03/2019
    6
    სოფიო ჯაჯანიძე საქართველო თბილისი 28/02/2019
    7
    dali gvelesiani italia bari 26/02/2019
    8
    მაია შამუგია საქართველო თბილისი 23/02/2019
    9
    ქეთევან ქასრაშვილი საქართველო ქუთაისი 23/02/2019
    10
    Konstantin Kandelaki Georgia Tbilisi 22/02/2019
    11
    თამარ ნასყიდაშვილი საქართველო თბილისი 22/02/2019
    12
    ალექსანდრე კანდელაკი უნგრეთი ბუდაპეშტი 22/02/2019
    13
    ნიკა ქამუშაძე საქართველო თბილისი 22/02/2019
    14
    ირაკლი გოგიჩაიშვილი საქართველო ბათუმი 22/02/2019
    15
    ზურაბ პაპიაშვილი საქართველო თბილისი 22/02/2019
    16
    ნანი სახოკია საქართველო თბილისი 22/02/2019
    17
    ზაზა ჯავახიშვილი საქართველო თბილისი 22/02/2019
    18
    ირინა ბიაშვილი საქართველო თბილისი 22/02/2019
    19
    გვანცა არუნაშვილი საქართველო თბილისი 22/02/2019
    20
    თეა ხარბედია საქართველო ზუგდიდი 21/02/2019