17 თებერვალი

2019

ქეთევან
ხუციშვილი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • გამარჯვებული
    1800
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

    მოვითხოვთ სოციალურ მუშაკებს მიეცეთ პროფესიული ეთიკის დაცვისა და პროფესიული ვალდებულებების შესრულების საშუალება

    საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალური მუშაკების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. სოციალური მუშაკები სრულად ვიაზრებთ ჩვენთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობებს და იმ სისტემურ ხარვეზებს, რაც სოციალური მუშაობის ეფექტიანად განხორციელებაში გვიშლის ხელს. ტრაგიკული შემთხვევები არის საგანგაშო სიგნალი, რომ დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს მეურვეობის და მზრუნველობის სისტემის ძირეული რეფორმა, რასაც სოციალური მუშაკები უკვე წლებია უშედეგოდ ვითხოვთ. წლების წინ ბავშვთა ზრუნვის სისტემის წარმატებით დაწყებული რეფორმა, რომლის ცენტრშიც იყო ბავშვი, ვეღარ ფუნქციონირებს ეფექტურად და სისტემა არ არის მორგებული ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს. გადაწყვეტილების მიმღები პირების მხრიდან კი სისტემის ხარვეზებზე ადეკვატური რეაგირება არ ხდება და სახელმწიფო ვეღარ ახერხებს ბავშვის ინტერესების დაცვას.  ამასთან ერთად სოციალური მუშაობის სამუშაო არეალი გაიზარდა და მოიცავს სხვადასხვა საჭიროების მქონე პირებთან მუშაობს - ხანდაზმულებთან, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ადამიანებთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და სხვა.


    სისტემა ასევე ვერ იაზრებს სოციალური მუშაკის უმნიშვნელოვანეს როლს ბავშვთა და სხვა საჭიროებების მქონე პირების დაცვის პროცესში. ნაცვლად იმისა, რომ სოციალური მუშაკები ბენეფიციართა მხარდაჭერასა და გაძლიერებას ემსახურებოდნენ, ისინი დატვირთულები არიან ისეთი ვალდებულებებით, რაც მეურვეობა-მზრუნველობის  ორგანოს ფუნქციებს არ შეესაბამება (კერძოდ, დაბადების იურიდიული ფაქტის დადგენა; ექსპერტიზის ბიუროში ხელმოსაწერად სიარული; ადრეული განვითარების, დღის ცენტრისა და კვებისა ვაუჩერების გაცემა და ა.შ.). ამასთან, ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესების ეფექტურად დაცვა შეუძლებელია იმ რესურსებით (ინსტრუმენტები, მეთოდები, მომსახურებები) რომლებსაც ბავშვთა დაცვის სისტემა ამ ეტაპზე სთავაზობს სოციალურ მუშაკებს.

     

    უწყებაში არსებობს ადამიანური და ფინანსური რესურსების კრიტიკული დეფიციტი. არ ვითარდება და დახურვის პირასაა ბენეფიციარებზე ზრუნვის მომსახურებები. მშობლებს არ მიეწოდებათ პოზიტიური მშობლობის და ბავშვთა უფლებების შესახებ მინიმალური განათლება, ფაქტობრივად, არ არსებობს ოჯახის მხარდამჭერი და სარეაბილიტაციო მომსახურებები, არ არსებობს ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირების და მათი ოჯახების გამაძლიერებელი მომსახურებები. სხვადასხვა საჭიროების მქონე  ხანდაზმულებისათვის ფაქტობრივად არ არსებობს დღის ცენტრის სერვისი ან საკმარისი ოცდაოთხსაათიანი მომსახურება. ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურებში ჩართული ვერცერთი სუბიექტი ჯეროვნად ვერ/არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. უწყებებს შორის კოორდინაცია რჩება გადაუჭრელ პრობლემად.


    თითოეული დღე, როდესაც სისტემა არ იცვლება, საფრთხეს უქმნის მომსახურების მიმღები პირების განვითარებას და სიცოცხლეს.  მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს მეურვეობისა და მზრუნველობის რეფორმის განახლებული სისტემური ხედვა, რომელიც დაეფუძნება მტკიცებულებებს და ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესებს. მეურვეობისა და მზრუნველობის სფერო  უნდა  გახდეს პრიორიტეტული და ქმედითი სახელმწიფოსთვის.
    რეფორმის ცვლილებისთვის მოვითხოვთ გადაიდგას შემდეგი ქმედითი ნაბიჯები:
    1.         სამინისტროს ბაზაზე შეიქნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გაერთიანებულნი იქნებიან პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები, პროფესიული თემი, სფეროს ექსპერტები და ის ორგანიზაციები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ „კანონი სოციალური მუშაობის შესახებ“ შექმნის პროცესში.
    2.         გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა გაიაზრონ სოციალური მუშაობის, როგორც პროფესიის, მანდატი, სოციალური მუშაკების როლი ბავშვთა კეთილდღეობის სისტემაში და შესაბამისად განისაზღვროს მათი პასუხისმგებლობები, შემუშავდეს და გაუმჯობესდეს სამუშაო ინსტრუმენტები, მეთოდები და მომსახურებები.
    3.         მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში მომუშავე სოციალური მუშაკები უზრუნველყოფილნი იყვნენ პროფესიული გაძლიერების/მხარდაჭერისა და სუპერვიზიის გამართული მექანიზმით.
    4.         გაიმართოს ბავშვებთან მომუშავე უწყებების კოორდინაციის მექანიზმი ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების იდენტიფიკიაციის, რეაგირებისა და მონიტორინგის პროცესში. 
    5.         დაუყოვნებლივ გაიზარდოს სოციალური მუშაკების რაოდენობა,  განისაზღვროს მათი სამუშაო  დატვირთვა და გაუმჯობესდეს მათი სამუშაო  გარემო და პირობები.

    აღნიშნული საკითხების უფრო სიღრმისეულად განხილვის მიზნით პროცესში ჩართულ მხარეებთან ერთად, სოციალური მუშაკები ვითხოვთ ღია შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილტან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ბატონ დავით სერგეენკოსთან, რათა უმოკლეს ვადაში დაიგეგმოს და განხორციელდეს რადიკალური რეფორმები ბავშვთა დაცვის სისტემის არსებითი გაუმჯობესებისთვის.

    ზემოაღნიშნულ მოსაზრებას ვიზიარებთ დოკუმენტის ხელმომწერი პროფესიული თემის წარმომადგენლები, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორიდან, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე სოციალური მუშაკების გაძლიერების გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა სხვა სფეროებშიც. შესაბამისად, ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ მოვითხოვთ ზემოთ აღნიშნული პუნქტების დაკმაყოფილებას.

     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    მარიამ მიგრიაული საქართველო თბილისი 20/02/2019
    2
    ელენე პასლიკილიჩ საქართველო თბილისი 20/02/2019
    3
    სოფიო შუღლიაშვილი საქართველო თბილისი 20/02/2019
    4
    ანიკო ფილიპია საქართველო ხობი 20/02/2019
    5
    ზვიადი გზირიშვილი საქართველო თბილისი 20/02/2019
    6
    თამარ ჯანელიძე საქართველო წყალტუბო 20/02/2019
    7
    მარიამი ნარიმანაშვილი საქართველო ახალციხე 20/02/2019
    8
    ირინე ბურდული საქართველო თბილისი 20/02/2019
    9
    Veriko Saginadze Saqartvelo Zugdidi 20/02/2019
    10
    მაია გრანტია საქართველო ანაკლია 20/02/2019
    11
    ანატოლი გრანტია საქართველო ანაკლია 20/02/2019
    12
    თამარ ბოლქვაძე საქართველო თბილისი 20/02/2019
    13
    ჯუმბერი კვარაცხელია საქართველო ხობი 20/02/2019
    14
    ჯუმბერი ფარცვანია საქართველო ხობი 20/02/2019
    15
    მერაბი ფარცვანია საქართველო ხობი 20/02/2019
    16
    მედეა ფარცვანია საქართველო ხობი 20/02/2019
    17
    ნატა იოსელიანი საქართველო თბილისი 20/02/2019
    18
    ია მაჭავარიანი საქართველო თბილისი 20/02/2019
    19
    ირმა ჯიბღაშვილი გერმანია ჰოკენჰაიმ 20/02/2019
    20
    ნათია კვაჩიძე საქართველო რუსთავი 20/02/2019