18 თებერვალი

2019

watergunz
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 25587 ხელმოწერა
    4413
    30000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , თბილისის მერია

    ცივი იარაღი არ უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი

    დღეს, მხოლოდ თბილისში, 50-მდე მაღაზიაა, რომლებშიც ცივი იარაღი, მათ შორის დანა, კასტეტი, ელექტრო შოკი, ხელკეტი და სხვა თავისუფლად იყიდება. გაყიდვის ობიექტების დიდი ნაწილი სკოლებთან ახლოს მდებარეობს. კანონით არასწრულწლოვანისთვის ცივი იარაღის მიყიდვა აკრძალულია, თუმცა, კანონი არ სრულდება. მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში, თბილისის სკოლებიდან  540 ბასრი საგანია ამოღებული.

    თბილისის მასშტაბით, დღის განმავლობაში, ქუჩაში 300-მდე დანა და სხვა ცივი იარაღი იყიდება და მათი მყიდველების დიდი ნაწილი არასრულწლოვნები არიან. ეს სწორედ ის დანებია, რომლებითაც შემდეგ ის გახმაურებული დანაშაულები ხდება, რომლებსაც სხვადასხვა მედია საშუალებით ასე ხშირად ვისმენთ. თითქოს, ამ მოცემულობას ჩვენ უკვე როგორც ჩვეულებრიობას ისე ვიღებთ.

    სოციალური პროექტით „მოგისმენიათ როგორ ჟღერს გულგრილობა?“ კრეატიული სააგენტო „watergunz” საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, რომ პეტიციაზე ხელის მოწერით შეიცვალოს არსებული მდგომარეობა, კერძოდ:

    1. გამკაცრდეს კანონი არასრულწლოვანთათვის ცივი იარაღის მიყიდვის შესახებ.

    2. სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებთან ან მათ სიახლოვეს მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებში, ბაზრობებზე და სხვა ობიექტებში აიკრძალოს ცივი იარაღის რეალიზაცია.

    3. ცივი იარაღის რეალიზაცია მხოლოდ ლიცენზირებულ, სპეციალიზებულ მაღაზიებში გახდეს დასაშვები.

    4. ცივი იარაღის შესაძენად პირს სავალდებულოდ მოეთხოვოს ჯანმრთლებისა და ნასამართლეობის ცნობის წარდგენა. ასევე, განხორციელდეს ასეთი პირების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა, მათ მიერ შეძენილი იარაღის აღწერის მითითებით.

    მოაწერე ხელი პეტიციას

     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ქეთევან ჟიჟიაშვილი საქართველო მცხეთა 31/03/2020
    2
    ლანა მუმლაძე საქართველო ზესტაფონი 31/03/2020
    3
    ზურა გაბუნია საქართველო თბილისი 31/03/2020
    4
    ვლადიმერ ზაგუსტინი საქართველო თელავი 08/03/2020
    5
    ლიკა ახობაძე საქართველი თბილისი 20/02/2020
    6
    ლევანი ბოჭორიშვილი საქართველო თბილისი 20/02/2020
    7
    ჯანინა ნარმანია საქართველო თბილისი 20/02/2020
    8
    ნიკიტა ჯიქია საქართველო თვილისი 20/02/2020
    9
    ზურაბ ბექაური საქართველო დუშეთი 19/02/2020
    10
    Giga Nakaidze Georgia Tbilisi 19/02/2020
    11
    თატია ჟიკია შაქარYველო თბილისი 19/02/2020
    12
    სალომე სოსელია საქართველო თბილისი 19/02/2020
    13
    ვასილი შაიშმელაშვილი საქართველო თბილისი 17/02/2020
    14
    ასმათ გოგატიშვილი საქართველო თბილისი 13/12/2019
    15
    ზაზა ხუციშვილი საქართველო თბილისი 13/12/2019
    16
    ნინო ელბაქიძე საქართველო თბილისი 13/12/2019
    17
    ნინო ჩოხელი საქართველო თბილისი 13/12/2019
    18
    ნათია მახარაძე საქართველო თბილისი 13/12/2019
    19
    თამარ გერმანაშვილი საქართველო თბილისი 13/12/2019
    20
    ნატო პატარიძე საქართველო თბილისი 19/11/2019