Manifest.ge არაკომერციული პროექტია რომელიც არსებობს დამფუძნებლების და მისი მომხმარებლების შემოწირულობებით.

ახლენდელი ვერსია შეიქმნა 2015 წელს. ამ პერიოდში უამრავი დეტალი გამოიკვეთა რომელიც საჭიროებს განახლებას/შეცვლას. ახალი ფუნქციონალის და საიტის გამართული მუშაობისთვის საჭიროა საიტის განახლება, რომლის ღირებულებაა 3 000 ლარი

donate

18 თებერვალი

2019

watergunz
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 25579 ხელმოწერა
    4421
    30000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , თბილისის მერია

    ცივი იარაღი არ უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი

    დღეს, მხოლოდ თბილისში, 50-მდე მაღაზიაა, რომლებშიც ცივი იარაღი, მათ შორის დანა, კასტეტი, ელექტრო შოკი, ხელკეტი და სხვა თავისუფლად იყიდება. გაყიდვის ობიექტების დიდი ნაწილი სკოლებთან ახლოს მდებარეობს. კანონით არასწრულწლოვანისთვის ცივი იარაღის მიყიდვა აკრძალულია, თუმცა, კანონი არ სრულდება. მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში, თბილისის სკოლებიდან  540 ბასრი საგანია ამოღებული.

    თბილისის მასშტაბით, დღის განმავლობაში, ქუჩაში 300-მდე დანა და სხვა ცივი იარაღი იყიდება და მათი მყიდველების დიდი ნაწილი არასრულწლოვნები არიან. ეს სწორედ ის დანებია, რომლებითაც შემდეგ ის გახმაურებული დანაშაულები ხდება, რომლებსაც სხვადასხვა მედია საშუალებით ასე ხშირად ვისმენთ. თითქოს, ამ მოცემულობას ჩვენ უკვე როგორც ჩვეულებრიობას ისე ვიღებთ.

    სოციალური პროექტით „მოგისმენიათ როგორ ჟღერს გულგრილობა?“ კრეატიული სააგენტო „watergunz” საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, რომ პეტიციაზე ხელის მოწერით შეიცვალოს არსებული მდგომარეობა, კერძოდ:

    1. გამკაცრდეს კანონი არასრულწლოვანთათვის ცივი იარაღის მიყიდვის შესახებ.

    2. სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებთან ან მათ სიახლოვეს მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებში, ბაზრობებზე და სხვა ობიექტებში აიკრძალოს ცივი იარაღის რეალიზაცია.

    3. ცივი იარაღის რეალიზაცია მხოლოდ ლიცენზირებულ, სპეციალიზებულ მაღაზიებში გახდეს დასაშვები.

    4. ცივი იარაღის შესაძენად პირს სავალდებულოდ მოეთხოვოს ჯანმრთლებისა და ნასამართლეობის ცნობის წარდგენა. ასევე, განხორციელდეს ასეთი პირების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა, მათ მიერ შეძენილი იარაღის აღწერის მითითებით.

    მოაწერე ხელი პეტიციას

     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    გელა ქვარიანი საქართველო თბილისი 18/05/2020
    2
    ქრისტინე ხეცურიანი საქართველო ქუთაისი 16/05/2020
    3
    ბექა არსენიძე საქართველო ქუთაისი 28/04/2020
    4
    ლალი მახათაძე საქართველო თბილისი 20/04/2020
    5
    თამაზი ჩხიკვაძე საქართველო თბილისი 20/04/2020
    6
    ეკა ჩხიკვაძე საქართველო თბილისი 20/04/2020
    7
    ოლი ქვათელაძე საქართველო თბილისი 12/04/2020
    8
    მარიამ კაციაშვილი საქართველო თბილისი 01/04/2020
    9
    ქეთევან ჟიჟიაშვილი საქართველო მცხეთა 31/03/2020
    10
    ლანა მუმლაძე საქართველო ზესტაფონი 31/03/2020
    11
    ზურა გაბუნია საქართველო თბილისი 31/03/2020
    12
    ვლადიმერ ზაგუსტინი საქართველო თელავი 08/03/2020
    13
    ლიკა ახობაძე საქართველი თბილისი 20/02/2020
    14
    ლევანი ბოჭორიშვილი საქართველო თბილისი 20/02/2020
    15
    ჯანინა ნარმანია საქართველო თბილისი 20/02/2020
    16
    ნიკიტა ჯიქია საქართველო თვილისი 20/02/2020
    17
    ზურაბ ბექაური საქართველო დუშეთი 19/02/2020
    18
    Giga Nakaidze Georgia Tbilisi 19/02/2020
    19
    თატია ჟიკია შაქარYველო თბილისი 19/02/2020
    20
    სალომე სოსელია საქართველო თბილისი 19/02/2020