10 ივნისი

2019

კობა
ფუტკარაძე
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 4998 ხელმოწერა
    2
    5000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა, შინაგას საქმეთა სამინისტრო, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

    ჩვენი უსაფრთხოებისთვის

    მე ქართველი ახალგაზრდა ვარ, მყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. ხშირად მიწევს თბილისიდან ბათუმისკენ და ბათუმიდან თბილისისკენ ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად საკუთარი ავტომობილით გადაადგილება. და ძალიან მეშინია. მეშინია იმიტომ, რომ არ ვარ დარწმუნებული მოსახვევში ვინმე უწყვეტი ზოლის დარღვევით გასწრების მანევრს არ აკეთებს. პატრულის ეკიპაჟის სიახლოვეს შეგიძლია თავი მეტ ნაკლებად დაცულად იგრძნო, არავის არ უნდა ჯარიმის გადახდა, მაგრამ როგორც კი პატრულის ეკიპაჟი თვალს მიეფარება, იწყებენ დარღვევით მოძრაობას, ამასთან არ ერიდებიან არც მოსახვევს, არც დაბრკოლებას. ამასთან შენ, როცა აღნიშნულის საპირისპირო მხარეს აღმოჩნდები იძულებული ხდები გადახვიდე გზიდან ან მოიქცე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ავარიის თავიდან ასაცილებლად, რითაც საკუთარ თავს აგდებ საფრთხეში. 

         დღესდღეობით თითქმის ყველა მანქანა აღჭურვილია ე.წ. "რეგისტრატორით", კარგი იქნება თუ გვექნება მძღოლებს შესაძლებლობა რეგისტრატორზე ასახული დარღვევა წარვუდგინოთ შესაბამის ორგანოებს ელექტრონულად და მათზე მოხდეს შესაბამისი რეაგირება, გავერთიანდეთ საერთო პრობლემის წინაშე,  რაც შექმნილ ვითარებას თუ არ აღმოფხვრის, შეამცირებს მაინც მსგავს შემთხვევებს, რაც არაერთი ქართველი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ალეკო კუთხაშვილი საქართველო თბილისი 02/09/2019
    2
    კობა ფუტკარაძე საქართველო ბათუმი 10/06/2019