10 ივნისი

2019

დავიცვათ დიღმის ტყე პარკი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • გამარჯვებული
    5000
    ადრესატი: თბილისის მერია

    აღუდგეს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი დიღმის ტყე-პარკის მთელ ტერიტორიას. გაუქმდეს კომპანია ,,ანაგისთვის’’ გაცემული ნებართვა მშენებლობაზე და მიწა დაუბრუნდეს ქალაქს.

    დიღმის ტყე-პარკი სრულიად განსხვავდება ქალაქის  სხვა სარეკრეაციო სივრცეებისგან.  შუა ქალაქში არსებობს ძალიან მდიდარი ეკოსისტემა,   ფაქტობრივად, ტყე. აქ იზრდება უიშვიათესი ჯიშის მცენარეები, რომელთაგანაც 14 სახეობა წითელ წიგნშია შეტანილი.

    2019 წლის 15 მარტს საკრებულომ მიიღო ახალი გენერალური გეგმა,  რომლის მიხედვით,  დიღმის ტყე-პარკში 13000 კვ/მ ტერიტორიას მიენიჭა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი.   თბილისის მერიამ  ერთ-ერთ ნაკვეთზე (დღეს არსებული „კია მოტორსის“ შენობის ნაცვლად)  მრავალფუნქციური კომპლექსის „ორანჟერეის’’ მშენებლობის ნებართვა კომპანია ,,ანაგზე’’ გასცა. მრავალფუნქციური კომპლექსი მრავალჯერ აღემატება არსებულს და მხოლოდ დასახელებით არის „ორანჟერეა”, რეალურად  კი რესტორანია, დამატებითი კომერციული ობიექტებით, სადაც მარტო სამზარეულოსა და პროდუქტების შესანახი ბლოკის ფართობი 600 კვმ-ია. საერთო ფართობი კი - 6 476.26 კვ.მ. პროექტით გათვალისწინებულია 2 სცენა და 3 დარბაზი, საერთო დატვირთულობა 2000-ზე მეტ ადამიანზე. რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს აღმაშენებლის ხეივანში სატრასპორტო მოძრაობის გადატვირთვას.

    მერიის ნებართვით შეიძლება აშენდეს ტყე-პარკისთვის სრულიად შეუთავსებელი შენობა, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს არსებულ რეკრეაციულ გარემოს.   დიღმის ტყე-პარკს სასწრაფოდ სჭირდება გადარჩენა.   ჩვენი მოთხოვნებია:

    1.      არ დავუშვათ ახალი მშენებლობა და გადავარჩინოთ  დედაქალაქში, ფაქტობრივად, ერთადერთი მცირე ტყე;

    2.      დაუბრუნდეს დიღმის ტყე-პარკის სრულ ტერიტორიას (20.5 ჰა -ს, რომელიც ახლა მოქცეულია  დ. აღმაშენებლის ხეივანს, გ. ჭოხონელიძის, ლუბლიანას და ს. ახმეტელის ქუჩებს შორის) სტატუსი და მთელი ფართობი განისაზღვროს როგორც ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა;

    3.      გაკეთდეს ყველაფერი, რათა დიღმის ტყე-პარკის სრული ტერიტორია დაუბრუნდეს თვითმმართველ ერთეულს და მუდმივად არ არსებობდეს ახალი მშენებლობის დაწყების საფრთხე. ამისათვის  აუცილებელია,  თბილისის მერიამ  დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება შპს „ანაგთან”  მათ მფლობელობაში არსებული ტერიტორიის სანაცვლოდ კომპენსაციის ან ადგილმონაცვლეობის თაობაზე.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    მარიტა არაჩემია საქართველო წალენჯიხა 15/07/2019
    2
    კახა ლობჟანიძე საქართველო თბილისი 15/07/2019
    3
    ანდრია ცქიტიშვილი საქართველო თბილისი 15/07/2019
    4
    გიორგი ბარამიძე საქართველო თბილისი 15/07/2019
    5
    ზურაბ ცქიტიშვილი საქართველო თბილისი 15/07/2019
    6
    ნაირა გელაშვილი საქართველო თბილისი 15/07/2019
    7
    მარი ლაცაბიძე საქართველო თბილისი 15/07/2019
    8
    მარიამ ტიპუხიანი საქსრთველო თბილისი 15/07/2019
    9
    თამარ მოდებაძე თბილისი საქართველო 15/07/2019
    10
    ლალი ასათიანი საქართველო თბილისი 15/07/2019
    11
    ქეთევანი შოშიაშვილი საქართველო თბილისი 15/07/2019
    12
    იურა კვიატკოვსკი საქართველო თბილისი 15/07/2019
    13
    მარიამ კვიატკოვსკაია საქართველო თბილისი 15/07/2019
    14
    ლალი ნაცვლიშვილი საქართველო თბილისი 15/07/2019
    15
    ნატალია კაკაბაძე საქართველო თბილისი 15/07/2019
    16
    დავით აბზიანიძე საქართველო თბილისი 15/07/2019
    17
    ზურაბ იაშაღაშვილი საქართველო თბილისი 15/07/2019
    18
    გიორგი დეკანოსიძე საქართველო თბილისი 15/07/2019
    19
    მამუკა ლაგაზაშვილი საქართველო თბილისი 15/07/2019
    20
    ავთანდილ მგელაძე საქართველო თბილისი 15/07/2019