20 ივნისი

2019

რუსა
ყოჩიაშვილი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 4978 ხელმოწერა
    22
    5000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა

    დეპუტატთა პენსიები გაუთანაბრდეს ქვეყნის რიგითი მოქალაქეების პენსიებს

    2016 წლის მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის 677 ყოფილი  დეპუტატიდან თითოეული პენსიის სახით 560 ლარს იღებს. რაზეც ბიუჯეტიდან წელიწადში 4.5 მილიონი ლარი იხარჯება. ამასთან, ყოფილი დეპუტატების პენსია საქართველოს რიგითი მოქალაქეების პენსიაზე 250%-ით მეტია.
     ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს პარლამენტი ვერ უზრუნველყოფს ხალხისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. მაშინ როდესაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის არსებითად მნიშვნელოვანია კანონები, რომლებიც დღევანდელ ეკონომიკურ პირობებში შეამსუბუქებენ მათ ამ ქვეყანაში არსებობას, პარლამენტის წევრები დროს უსარგებლო კამათზე ან კონკრეტული ელიტების ინტერესებზე მორგებული ინიციატივების განხილვაზე ხარჯავენ. 

    კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს პარლამენტისადმი საზოგადოების ნდობა დაბალია. მაგალითად, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ მიერ, 2018 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 17% პროცენტი ენდობა სრულად ან მეტწილად საქართველოს პარლამენტს.
     პარლამენტი არის ორგანო, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის მოქალაქეების ღირსების მანიფესტაციას, თუმცა, როგორც 2019 წლის 20 ივნისს, მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების მოწვევითაც დადასტურდა, საქართველოს პარლამენტი ვერ ასრულებს ამ ფუნქციას.  აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრები არ უნდა სარგებლობდნენ სხვადასხვა პრივილეგიებით. გადასახდელების გადამხდელები არ უნდა უზრუნველყოფდნენ ყოფილი დეპუტატების მაღალ პენსიას, მაშინ როცა რიგითი მოქალაქეების პენსია მინიმალურია, ამიტომაც მოვითხოვთ ყოფილ დეპუტატთა პენსია გაუთანაბრდეს ქვეყნის რიგითი მოქალაქეების პენსიას.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    თორნიკე ჩილინგარაშვილი საქართველო თბილისი 27/06/2019
    2
    მარიამ გელაშვილი საქართველო თბილისი 26/06/2019
    3
    ასლან კახიძე საქართველო ბათუმი 26/06/2019
    4
    ქეთევან აბესაძე საქართველო თბილისი 26/06/2019
    5
    რეზო თავდგირიძე საქართველო ბათუმი 24/06/2019
    6
    ნანა გარჯიკაული საქართველო თელავი 23/06/2019
    7
    ზვიად სანაია საქართველო თბილისი 23/06/2019
    8
    ელენე ჩოთალიშვილი საქართველო თბილისი 23/06/2019
    9
    ჯიმშერ გუჯაბიძე საქართველო თბილისი 21/06/2019
    10
    ნათია მჟავანაძე საქართველო თბილისი 21/06/2019
    11
    ლალი პერტენავა საქართველო თბილისი 21/06/2019
    12
    მარიამ გოდუაძე საქართველო ქუთაისი 21/06/2019
    13
    ადა ბესელია საქართველო თბილისი 20/06/2019
    14
    ნესტან რატიანი Georgia Tbilisi 20/06/2019
    15
    ია ღადუა საქართველო თბილისი 20/06/2019
    16
    ხათუნა ქევხიშვილი საქართველო თბილისი 20/06/2019
    17
    ქეთევან გვინჩიძე საქართველო თბილისი 20/06/2019
    18
    მარიამ ნონიაშვილი საქართველო თბილისი 20/06/2019
    19
    თორნიკე ლელაშვილი საქართველო თბილისი 20/06/2019
    20
    Tamari Mgebrishvili Georgia Tbilisi 20/06/2019