21 ივნისი

2019

Oto
Lomtadze
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 15994 ხელმოწერა
    4006
    20000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრეზიდენტი

    აიკრძალოს საქართველოში რუსული პროპაგანდისტული ვებ გვერდები!

    გაცნობებთ, რომ წარმოვადგენთ არასამთავრობო ორგანიზაციას „მწვანე ინტერნეტი/Green Internet“, რომლის მიზანია ონლაინ სივრცეში არსებული უკანონო კონტენტის დარეგულირება და კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

    ბოლო დროის მონაცემებით, არა მარტო საქართველო, არამედ სრულიად ევროპა, ამერიკა და მთელი მსოფლიო დგას რუსული პროპაგანდის საფრთხის წინაშე. სხვადასხვა ქვეყნები სერიოზულ ნაბიჯებს დგამენ კრემლის პროპაგანდის თავიდან ასაცილებლად, რათა არ დაზიანდნენ მათი მოქალაქეები და არ მიიღონ ცრუ (ფეიკ) ინფორმაცია ამა თუ იმ პოლიტიკურ მოვლენებზე. საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს OK.RU - რეიტინგის მიხედვით, მოხმარების კუთხით, მეხუთე ადგილზეა და VK.COM - ამავე რეიტინგის მიხედვით  მერვე ადგილზეა. აღნიშნულ რეიტინგს აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმდენად, რამდენადაც, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ ორი ონალინ სივრცის მოხმარება, ავტომატურად ნიშნავს იმ დეზინფორმაციის მიღებას, რასაც ზემოთ ხსენებული რუსული პროპაგანდისტული საიტები ავრცელებენ.

    აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რუსეთის საინფორმაციო საშუალებები და ციფრული მედიის ვებ გვერდები მიკერძოებულად და არაობიექტურად აშუქებენ ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და ამით ცრუ (ფეიკ) ინფორმაციას ავრცელებენ ინტერნეტის საშუალებით. არის შემთხვევები, როცა მსგავს ვებ გვერდებს ინფორმაციის წყაროდ იყენებს ზოგიერთ ქართული ციფრული მედია. გამომდინარე აქედან, მათ უნებლიედ უხდებათ ცრუ (ფეიკ) ინფორმაციის გავრცელება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეც. ყოველივე ეს ძალიან დიდი საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ობიექტურ წარმოდგენას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და აგრეთვე საფრთხეს უქმნის დასავლური ღირებულებების განვითარებას.

    ვფიქრობთ, რომ საქართველომ მყისიერად უნდა გადადგას ნაბიჯი რუსული კრემლის პოლიტიკის გატარების წინააღმდეგ, ღირსეულად უნდა უპასუხოს ოკუპანტი ქვეყნის საინფორმაციო პროპაგანდის მცდელობას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე და ჩვენი მხრიდან ისეთივე ადეკვატური რეაგირება უნდა მოჰყვეს, როგორიც ჩვენ მეგობარ უკრაინის სახელმწიფოს ჰქონდა: „უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მთელს უკრაინაში დაწესდა სანქციები 100-ზე მეტი რუსული ვებ გვერდის წინააღმდეგ. პრეზიდენტის განკარგულება „ვკონტაქტეს“, „ოდნოკლასნიკის“, „იანდექსისა“ და „მეილ.რუს“ აკრძალვის შესახებ, 2018 წლის 16 მაისს გამოქვეყნდა პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე. მასში აღნიშნულია, რომ საინტერნეტო საიტები „შეიზღუდება“ ან „დაიბლოკება“ სამი წლის ვადით. განკარგულებაში ასევე მითითებულია, რომ უკრაინის ეს ნაბიჯი პასუხია უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ რუსულ აგრესიაზე“.  

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  გთხოვთ, საქართველოში აიკრძალოს რუსული პროპაგანდისტული ვებ გვერდები!

    რუსული პროპაგანდისტული ვებ გვერდების ჩამონათვალი ორგანიზაციამ „მწვანე ინტერნეტი/Green Internet“ უკვე მიაწოდა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს. 

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    რევაზ ელიზბარაშვილი საქართველო თბილისი 03/10/2019
    2
    ბეგლარ ფუტკარაძე საქართველო ბათუმი 02/10/2019
    3
    გიორგი ექვთიმიშვილი საქართველო თბილისი 30/09/2019
    4
    ირაკლი ექვთიმიშვილი საქართველო თბილისი 30/09/2019
    5
    ლევანი ლექვინაძე საქართველო წყალტუბო 30/09/2019
    6
    ვლადიმერ მაისაია საქართველო თბილისი 29/09/2019
    7
    ინგა ლუზანი საქართველო თბილისი 29/09/2019
    8
    გიორგი დანელია საქართველო თბილისი 29/09/2019
    9
    ანტონინა კაკაბაძე საქართველო თბილისი 29/09/2019
    10
    გელა ქირქაშიშვილი ყაზახეთი პავლოდარი 29/09/2019
    11
    Tamta Koberidze Saqartvelo Tbilisi 29/09/2019
    12
    გიორგი დოლენჯაშვილი საქართველო თბილისი 29/09/2019
    13
    გაგა ლომიძე საქართველო თბილისი 29/09/2019
    14
    მალხაზი სურმავა საქართვრლო თბილისი 29/09/2019
    15
    გიორგი მერებაშვილი საქართველო თბილისი 29/09/2019
    16
    ხვიჩა არაბული ისრაელი ტელავივი 29/09/2019
    17
    ციური ორაგველიძე საქართველო ბათუმი 29/09/2019
    18
    დავით კაკალაშვილი საქართველო დედოფლისწყარო 28/09/2019
    19
    ედიშერ ხუციშვილი Georgia Tbilisi 28/09/2019
    20
    მზია ქედელიძე საქართველო ბათუმი 28/09/2019