21 ივნისი

2019

მარიკა
არევაძე
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 8138 ხელმოწერა
    1862
    10000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა

    კმარა სიბრმავე, რუსეთი ოკუპანტია

    20 ივნისს, თბილისში, საქართველოს მოქალაქეები აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ვაპროტესტებდით რუსულ ოკუპაციას და ვითხოვდით ქვეყნის მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე რუსული მხარის მხრიდან. პროტესტი გამოწვეული იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ანსამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატის მიერ საქართველოს პარტლამენტში განხორციელებული მოქმედებით და მის მიერ გაკეთებული განცხადებებით.
    სამწუხაროდ მოქმედი ხელისუფლების მხრიდან არ მოხდა პრობლემის ჯეროვანი შეფასება და კრიზისული მდგომარეობის დროული განმუხტვა. რამდენიმე საათის განმავლობაში არ ხდებოდა აქციის მონაწილეებთან/ორგანიზატორებთან კომუნიკაცია. მოგვიანებით, ხელისუფლებამ გამოიყენა ძალა და აქციის მონაწილე ახალგაზრდების დევნა განახორციელა დილის 6 საათამდე, პარლამეტის შენობიდან - გმირთა მოედნამდე. 
    მიგვაჩნია, რომ აქციის დაშლისას ადგილი ქონდა საპოლიციო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას და ძალის გადამეტებას, რის შედეგადაც 240ზე მეტი ადამიანი იქნა დაშავებული და ჰოსპიტალიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მათგანს მიადგა გამოუსწორებელი ზიანი (თვალის დაკარგვა). ამ დროისათვის, ასევე დაკავებულია 300-ზე მეტი მომიტინგე. ამ ფონზე კი, არსებული ინფორმაციით რუსი დეპუტატი ითხოვს ოფიციალურ ბოდიშს და გამოძიების პროცესში რუსული მხარის ჩართვას.

    განვითარებული მოვლენების ფონზე, პეტიციის ხელმომწერები მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას და ვითხოვთ:
    1.    გათავისუფლდნენ აქციის დაკავებული მონაწილენი, ასევე დროული სამედიცინო დახმარება გაეწიოს თითოეულ მათგანს.
    2.    სრულად აუნაზღაურდეთ აქციის ფარგლებში დაზარალებულ მოქალაქეებს ზიანი (მათ შორის - ამჟამინდელი მკურნალობის, მიღებული დაზიანების შედეგად მომავალში საჭირო ოპერაციული, მედიკამენტოზური თუ პლასტიკური ქირურგიისათვის საჭირო ხარჯი).
    3.    რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლამდე დაუწესდეთ სპეციალური მოსაკრებელი. ამასთან, სავალდებულო წესით, წერილობით მოეთხოვოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება. 
    4.    შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტდება სათანადო ცოდნის მქონე პირებით და გამოიკვლევს:
    •    საქართველოში რუსეთის დელეგაციის ამ ფორმით ჩამოსვლა/მიღების საკითხს და გამოავლენს მონაწილე პირებს;
    •    გამოიკვლევს პოლიციის მიერ განხორციელებული მოქმედებების ლეგიტიმურობას. ძალის გადამეტების გამოვლენის შემთხვევაში კი, მოხდება ბრალეული პირების დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლება და პასუხისგებაში მიცემა.
    5.    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აიღოს პასუხისმგებლობა 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე და დადგეს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი.
    6.    პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს ყველა იმ პარლამენტარმა, რომელიც მონაწილეობდა რუსი დეპუტატების ჩამოყვანა/მიღების პროცესში და ასევე დეპუტატებმა, რომლებმაც ხელი შეუწყვეს აქციაზე ვითარების დაძაბვას. ყველა მათგანმა დატოვოს საპარლამენტო მანდატი.
    7.    2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით.
    8.    საქართველოს საპატრიარქომ დაუყოვლებლივ დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით. ასევე განმარტოს, რატომ გახდა საჭირო საპატრიარქოს მხრიდან რუსი დეპუტატის მოწვევის მხარდაჭერა და რა შემდგომ ქმედებებს განახორციელებს საპატრიარქო რუსული პოლიტიკისგან თავის გასათავისუფლებლად.

     

    მარიკა არევაძე

    ნინო პაიჭაძე

    ანა ჯალაღონია

    მარიამ თავაძე
     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    Teona Imnaishvili Italia Firenze 06/07/2019
    2
    დიანა ექონია საქართველო თბილისი 30/06/2019
    3
    ანა ბარბაქაძე Georgia Tbilisi 28/06/2019
    4
    Natali Sarkisovi საქართველო თბილისი 27/06/2019
    5
    მარიამი ტყეშელაშვილი საქარტველო თბილისი 27/06/2019
    6
    Irina Qevxishvili საქართველო თბილისი 27/06/2019
    7
    გიორგი ნადირაშვილი საქარათველო თბილისი 26/06/2019
    8
    თორნიკე თამაზაშვილი საქართველო თბილისი 26/06/2019
    9
    გვანცა მაღრაძე საქართველო თბილისი 26/06/2019
    10
    ვატო ხარაბაძე საქართველო ქუთაისი 26/06/2019
    11
    ნატო ჩხიტუნიძე საქართველო თბილისი 25/06/2019
    12
    ანა ტლაშაძე საქართველო თბილისი 25/06/2019
    13
    ანანო მჭედლიშვილი საქართველო ხაშური 25/06/2019
    14
    შალვა მიდელაური საქართველო თბილისი 25/06/2019
    15
    მარიამ ლორია საქართველო თბილისი 25/06/2019
    16
    მილენა სარქისოვა საქართველო თბილისი 25/06/2019
    17
    თაკო ტაბატაძე საქართველო ხაშური 25/06/2019
    18
    ანდრო ჩარხოშვილი საქართველო თბილისი 25/06/2019
    19
    mariami devnozashvili istoria tbilisi 25/06/2019
    20
    nini tvildiani saqartvelo tbilisi 25/06/2019