11 აგვისტო

2019

David
Giunashvili
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 3800 ხელმოწერა
    1200
    5000
    ადრესატი: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

    ბიოლოგიის ტესტში არსებული შეცდომის გამო ყველა აბიტურიენტს მოემატოს 1 ქულა!

    მივმართავ განათლების სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს. 

    2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ბიოლოგიის ტესტში, კერძოდ 45-ე დავალებაში, დაშვებული იყო შეცდომა. სავარაუდო პასუხებში არ ეწერა სწორი პასუხი (პირველი და მეორე) და შესაბამისად, აბიტურიენტს 4 არასწორი პასუხიდან უწევდა ნაკლებად არასწორი პასუხის არჩევა. ყველა ბიოლოგიის მცოდნემ იცის, რომ ციტოპლაზმაში სინთეზდება ნუკლეინის მჟავა პროკარიოტის (უბირთვოს) შემთხვევაში. ეს იმას ნიშნავს რომ მოცემულ კითხვაზე სწორი პასუხი ატფ-სთან ერთად არის ნუკლეინის მჟავაც (ვინაიდან კითხვაში დაკონკრეტებული არ იყო პროკარიოტზე იყო საუბარი თუ ეუკარიოტზე და აბიტურიენტი იძულებული იყო განეხილა ორივე შემთხვევა) , თუმცა ეს პასუხი სავარაუდოებში არ ეწერა, რის გამოც ყველა აბიტურიენტს, რომელმაც ბიოლოგია ჩააბარა, მოუწია არასწორი პასუხის დაფიქსირება!  ამიტომ ყველა აბიტურიენტს უნდა მოემატოს 1 ქულა!

    გარდა ამისა, 48-ე დავალების პასუხი სკოლის წიგნებში არ ეწერა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გვინმარტავს, რომ ეროვნულ გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ეყრდნობა სკოლის გრიფირებულ სახელმძღვანელოებს. მოცემულ კითხვაზე პასუხის დადგენა კი სკოლის წიგნებიდან შეუძლებელია. 

    ჩვენ ვითხოვთ, რომ 45-ე დავალება ყველა აბიტურიენტს ჩაეთვალოს სწორად და ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განგვიმარტოს 48-ე დავალებაზე სწორი პასუხი საიდან და რაზე დაყრდნობით უნდა სცოდნოდა აბიტურიენტს. 

    ვიმედოვნებ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სხვა, უფრო კომპეტენტურ პირებთან გადაამოწმებს მოცემულ საკითხებს და აბიტურიენტებს მხარს დაუჭერს.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    Gvanca Beria Saqartvelo Chxorowyu 20/08/2019
    2
    მარიამი გოგილაშვილი საქართველო თბილისი 20/08/2019
    3
    ანა მერკვილაძე საქართველო თბილისი 19/08/2019
    4
    Kato Dolidze Saqartvelo Tbilisi 19/08/2019
    5
    მარი თაფლიაშვილი საქართველო თბილისი 19/08/2019
    6
    გიორგი რამაზაშვილი საქართველო თბილისი 19/08/2019
    7
    ნანა ჯანუყაშვილი საქართველო თბილისი 18/08/2019
    8
    ნინი ახვლედიანი საქართველო თბილისი 18/08/2019
    9
    ირმა მაჩხანელი საქართველო თბილისი 18/08/2019
    10
    ლიზი შევარდნაძე საქართველო თბილისი 18/08/2019
    11
    ნინო მჟავანაძე საქართველო ბათუმი 18/08/2019
    12
    მარიამი ხაჩიძე საქართველო თბილისი 18/08/2019
    13
    ჰარი სტაილსი საქართველო თბილისი 17/08/2019
    14
    ნათია მაზანიშვილი საქართველო რუსთავი 17/08/2019
    15
    Xatuna Kakabadze Saqrtvelo Borjomi 17/08/2019
    16
    ნინი ხარბედია საქართველო რუსთავი 17/08/2019
    17
    ზვიადი გედენიძე საქართველო თბილისი 17/08/2019
    18
    ქეთი კენჭიაშვილი საქართველო თბილისი 17/08/2019
    19
    ლიზი მახარაძე საქართველო ბათუმი 17/08/2019
    20
    სოფიო პაპავა საქართველო თბილისი 17/08/2019