01 სექტემბერი

2019

დავით
ბესტავაშვილი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • გამარჯვებული
    3000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა

    აბიტურიენტების 2%-ს, რომლებმაც 2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარეს 4-ვე საგანი, მაგრამ ვერ გააკეთეს შესაბამისი არჩევანი, უფლება მიეცეთ ჩაირიცხონ იმ უნივერსიტეტებში, სადაც აკმაყოფილებენ საკონკურსო ქულებს

    საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტს, განათლების სამინისტროს და სსიპ შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, მოგმართავთ თხოვნით: ჩვენი აბიტურიენტების 2% -მა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარა 4-ვე საგანი და გადალახა კონკრეტულ საგანმანათლებო პროგრამაზე მითითებული კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, თუმცა ახალგაზრდული გამოუცდელობის გამო ვერ გააკეთეს შესაბამისი არჩევანი - უნივერსიტეტების ჩამონათვალში ვერ მიუთითეს შედარებით დაბალრეიტინგული საგანმანათლებლო პროგრამები, რაც, სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში საკონკურსო ქულების დაკლების შემთხვევაში, სხვა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის საშუალებას მისცემდათ. აღნიშნული მიზეზის გამო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტების აღნიშნული 2% უმაღლესი სასწავლებლების გარეთ დატოვა, რაც უსამართლობაა. ჯერ ერთი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ( naec.ge) გამოქვეყნებულ 2019 წლის საგამოცდო ცნობარში საერთოდ არ არის მოცემული რეგულაცია, თუ რა შედეგი უნდა მოჰყვეს, როცა აბიტურიენტი ვერ გააკეთებს შესაბამის არჩევანს სარეიტინგო ჩამონათვალში და დააკლდება საკონკურსო ქულები. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება კანონის განსაზღვრულობის პრინციპს. მეორეც, დაბალი საკონკურსო ქულების მქონე ვაკანსიებზე ჩარიცხვით მოგებული იქნება ყველა მხარე - აღნიშნული 2% სტუდენტებისა, რომელთაც გამოცდები ჩააბარეს, აკადემიურ სწავლას გააგრძელებენ, ასევე უნივერსიტეტები და სახელმწიფო, რომელიც დამატებით შემოსავლებს მიიღებს ბიუჯეტში. გთხოვთ აღნიშნული აბიტურიენტების 2%-ს მისცეთ შესაძლებლობა იმავე ან სხვა დაწესებულებაში გააგრძელონ სწავლა აბიტურიენტსა და დაწესებულებას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. პატივისცემით, დავით ბესტავაშვილი

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    რუსუდან დევდარიანი საქართველო თბილისი 04/09/2019
    2
    ნანა ბარამიძე საქართველო თბილისი 04/09/2019
    3
    ალექსანდრე ჭიღლაძე საქართველო თბილისი 04/09/2019
    4
    გიორგი ზოსიმოვი საქართველო თბილისი 04/09/2019
    5
    თეა მიქაძე საქართველო თბილისი 04/09/2019
    6
    დავით ქევანიშვილი საქართველო თბილისი 04/09/2019
    7
    ნოდარ გვარამია საქართველო თბილისი 04/09/2019
    8
    მარიამ ცხადაია საქართველო ქუთაისი 04/09/2019
    9
    ავთო სარაჯიშვილი საქართველო თბილისი 04/09/2019
    10
    თამარ გველესიანი საქართველო თბილისი 04/09/2019
    11
    გიორგი გელბაქიანი საქართველო თბილისი 04/09/2019
    12
    ნათელა ხარაშვილი საქართველო თბილისი 04/09/2019
    13
    სერგო ბარამია საქართველო თბილისი 04/09/2019
    14
    ლია იაშვილი საქართველო თბილისი 04/09/2019
    15
    სანდრო გიორგობიანი საქართველო ხაშური 04/09/2019
    16
    გიორგი სხირტლაძე საქართველო თბილისი 04/09/2019
    17
    ქეთევან ანჯაფარიძე საქართველო თბილისი 04/09/2019
    18
    მერაბი კოსტავა საქართველო თბილისი 04/09/2019
    19
    მარიამ ხარაშვილი საქართველო თბილისი 04/09/2019
    20
    მარიკა ხარაშვილი საქართველო თბილისი 04/09/2019