18 ოქტომბერი

2019

ნათია
შერბაკოვა
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • გამარჯვებული
    1000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

    სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის ამოქმედება

     2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა უფლებათა დაცვის კონვენციის რატიფიცირება, რითაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ვალდებულება შშმ პირების მიმართ ორმაგად გაიზარდა. საქართველოს მთავრობისათვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებაზე მორგებული განათლება კვლავაც ერთ-ერთი პრიორიტეტია.

    2007 წლიდან საქართველოში ზოგადი განათლების საფეხურზე ინკლუზიური განათლების დანერგვა დაიწყო, რომელმაც ხელი შეუწყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების განათლებაზე მისაწვდომობის გაზრდას. სპეციალური მასწავლებლის შტატი  სკოლებში 2013 წლიდან გაჩნდა. ზოგ შემთხვევაში ის დღემდე ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სპეც. მასწავლებელი უნდა ფლობდეს საჭირო კომპეტენციას სწავლების იმ მიდგომებს, მეთოდოლოგიასა და სტრატეგიებს, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის და მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართულობას და თანამონაწილეობას საგანმანათლებლო სივრცეში. სპეც. მასწავლებლის განახლებული სტანდარტის მიხედვით იგი ახდენს მოსწავლეთა უფლებების ადვოკატირებას მათი დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას და ინტეგრირებას სასწავლო პროცესში; ამ მხრივ მათ მიმართ დაკისრებული პასუხისმგებლობა განსაკუთრებით დიდია, ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთ მოწყვლად კატეგორიასთან, როგორიცაა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, კვალიფიციური კადრი მუშაობდეს. თუმცა ბოლო წლებში  ინკლუზიური განათლების მიმართულებით განხორციელებული  ინიციატივები ნაკლებად ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და სპეციალური საგანმნათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ხარისხიანი განათლების მიწოდების შესაძლებლობის გაზრდას. რამდენადაც არ არსებობს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც საშუალებას მისცემს მათ განავითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები და აიმაღლონ კვალიფიკაცია. 

    მიუხედავად 2018 წლის სექტემბრიდან მასწავლებლის სტატუსის მოპოვებისა, სპეციალურ მასაწავლებელს კვლავაც არ აქვს შესაძლებლობა დაადასტუროს საკუთარი კომპეტენცია და იზრუნოს მის კარიერულ განვითარებაზე. ამასთან, მას სხვა მასწავლებლების მსგავსად არ აქვს შრომითი ანაზღაურების ზრდის პერსპექტივა, რაც დისკრიმინაციულად მიგვაჩნია.

    პირველ რიგში, ამგვარი მიდგომა არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის უფლების უხეში დარღვევა, ვინაიდან დაუშვებელია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ასწავლიდეს პირი, რომელსაც არ აქვს დადასტურებული კვალიფიკაცია, ასევე არ ჰქონდეს პროფესიული წინსვლის და განვითარების შესაძლებლობა.

    ბოლო წლებში ასობით სპეციალურმა მასწავლებელმა დატოვა აღნიშნული პოზიცია უკეთესი სტატუსის, ანაზღაურების და პროფესიული წინსვლის შესაძლებლობების ძიებაში, იმის გამო, რომ მას არ აქვს შექმნილი შესაბამისი სამუშაო პირობები. მათ ადგილს იკავებენ ნაკლებად კვალიფიციური კადრები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ ყველა მოსწავლისთვის თანაბარი და ხარისხიანი ზოგადი განათლების მიწოდებას. შესაბამისად, სახელმწიფო სპეციალური მასწავლებლებისთვის მასწავლებლის პროფესიული სქემიდან გამოთიშვით, ხელოვნურად ქმნის ბარიერს ინკლუზიური განათლების ხარისხის განვითარებისთვის სკოლაში.

    ამ პეტიციის ხელმომწერნი ვითხოვთ 2020 წლის იანვრიდან სპეციალური მასწავლებლებისთვის ამოქმედდეს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა  რაც ითვალისწინებს, სპეციალური მასწავლებლის კვალიფიკაციის გაზრდას და მათი თანაბარი პირობებით უზრუნველყოფას.

    ვფიქრობთ, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს საქართველოში ინკლუზიური განათლების წარმატებით განხორციელებას, რაც გაზრდის მოსწავლეთა/მოზარდთა სწავლების ხარისხს განათლების ყველა საფეხურზე.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ნინო ჯანიაშვილი საქართველო თბილისი 22/10/2019
    2
    თამარ ბარანკევიჩი საქართველო თბილისი 22/10/2019
    3
    თამარ ბარანკევიჩი საქართველო თბილისი 22/10/2019
    4
    ნათია უკლება საქართველო თბილისი 22/10/2019
    5
    ირმა ბულბულაშვილი საქართველო თბილისი 22/10/2019
    6
    ნუნუ ლეკვეიშვილი საქართველო თბილისი 22/10/2019
    7
    ლევან ზაზაძე საქართველო თბილისი 22/10/2019
    8
    ცოცო ქობალია საქართველო თბილისი 22/10/2019
    9
    ლევან ჭაავა საქართველო თბილისი 22/10/2019
    10
    მაკა სვანიძე საქართველო თბილისი 22/10/2019
    11
    ია ალადაშვილი საქართველო თბილისი 22/10/2019
    12
    მარიამ ბიჩინაშვილი საქართველო თბილისი 22/10/2019
    13
    თამარ ბარანკევიჩი საქართველო თბილისი 22/10/2019
    14
    თამარ მცურავიშვილი საქართველო თბილისი 22/10/2019
    15
    ნინო ჯანიაშვილი საქართველო თბილისი 22/10/2019
    16
    ლალი ქობალია საქართველო თბილისი 22/10/2019
    17
    ნათია უკლება საქართველო თბილისი 22/10/2019
    18
    ნაზი ვარშანიძე საქართველო ბათუმი 22/10/2019
    19
    ნინო თანდიაშვილი საქართველო თბილისი 22/10/2019
    20
    ამირან ჭიჭინაძე საქართველო თბილისი 22/10/2019