04 ნოემბერი

2019

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და
განვითარების ცენტრი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 306 ხელმოწერა
    694
    1000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი

    დააჩქარე ცვლილებები!

    დააჩქარე ცვლილებები!

    შენი ხელმოწერით დააჩქარე საკანონმდებლო ცვლილებები!

    სოციალურ მეწარმეობასის საკანონმდებლო რეგულირების საკითხი  საკანონმდებლო სივრცეში 2015 წელიდან განიხილება, 2018 წელიდან კი საქართველოს პარლამენტი განიხილავს დეპუტატთა ჯგფის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „სოციალური მეწარმეობის შესახებ“. თუმცა დღეისათვის კანონპროექტი კვლავ საკომიტეტო განხილვების ეტაპზეა.

    საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია სოციალური მეწარმეობის ინსტიტუციონალიზაციისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. კანონი არეგულირებს სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობასთან, სოციალურ საწარმოთა ფუნქციონირებასთან, საქმიანობის მონიტორინგთან, სტატუსის მოპოვებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს.

    კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს კანონის მიღებას. კამპანიის ინიციატორია  „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ და „სოციალურ საწარმოთა ალიანსი“.  

    სოციალური საწარმოები პასუხობენ ისეთ საზოგადოებრივ გამოწვევებს, როგორებიცაა:

    • ნაკლებად კონკურენტული პირების დასაქმება და რეინტეგრაცია;
    • სოციალური სერვისების მიწოდება;
    • მოწყვლადი რეგიონების / დასახლებული პუნქტების დანვითარება
    • ისეთი სფეროების განვითარება, როგორიცაა გარემოს დაცვა, რეციკლირება,   ხელოვნება და კულტურა, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა, და სხვა.

    საქართველოში  უკვე შექმნილია მრავალი წარმატებული სადემონსტრაციო მაგალითი იმისა, თუ რა სოციალური გავლენის მოტანა შეუძლიათ ამ ტიპის საწარმოებს.

    საქართველოს კანონში ცნების იურიდიული განმარტება ხელს შეუწყობს სოციალური მეწარმეობის ხელშემწყობი გარემოს ფორმირებასდა შესაძლებლობას მისცემს როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო და სახელმწიფო სექტრებს შეიმუშაონ, დაგეგმონ და განახორციელონ სოციალური მეწარმეობის ხელშემწყობი ინიციატივები და პროგრამები.

    მოვუწოდებთ საქართველლოს პარლამენტს დააჩქაროს სოციალური მეწარმეობის შესახებ კანონპროექტის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

    #დააჩქარეცვლილებები!

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ანა დარსალია საქართველო ქუთაისი 10/12/2019
    2
    რაული დარსალია საქართველო ქუთაისი 10/12/2019
    3
    თამარ ქობლიანიძე საქართველო თბილისი 09/12/2019
    4
    შორენა მირცხულავა საქართველო ფოთი 09/12/2019
    5
    ფატიმა შავაძე საქართველო თეთრიწყარო 07/12/2019
    6
    ნინა მოსესოვი საქართველო თბილისი 07/12/2019
    7
    ჯულიეტა მანუკოვი საქართველო თეთრიწყარო 07/12/2019
    8
    ვიქტორია მანუკოვი საქართველო თეთრიწყარო 07/12/2019
    9
    მარგარიტა ავაკიან საქართველო ნინოწმინდა 07/12/2019
    10
    ლევან ჯალიაშვილი საქართველო რუსთავი 07/12/2019
    11
    ნინო ხოხობაია საქართველო თბილისი 06/12/2019
    12
    ლევან ხვიჩია საქართველო თბილისი 06/12/2019
    13
    მარიამ ჩხაიძე საქართველო თბილისი 05/12/2019
    14
    ოთარ ქანთარია საქართველო თბილისი 05/12/2019
    15
    მიხეილ ისაკაძე საქართველო თეთრიწყარო 04/12/2019
    16
    ნინო რაზმაძე საქართველო თბილისი 02/12/2019
    17
    მარიამი კოხრეიძე საქართველო ს.ახალსოფელი 01/12/2019
    18
    ეკა ძიძიგური საქართველო თბილისი 30/11/2019
    19
    khatuna mamijanshvili espaneti barcelona 30/11/2019
    20
    ნინო ოქრომჭედლიშვილი საქართველო თბილისი 29/11/2019