Manifest.ge არაკომერციული პროექტია რომელიც არსებობს დამფუძნებლების და მისი მომხმარებლების შემოწირულობებით.

ახლენდელი ვერსია შეიქმნა 2015 წელს. ამ პერიოდში უამრავი დეტალი გამოიკვეთა რომელიც საჭიროებს განახლებას/შეცვლას. ახალი ფუნქციონალის და საიტის გამართული მუშაობისთვის საჭიროა საიტის განახლება, რომლის ღირებულებაა 3 000 ლარი

donate

04 ნოემბერი

2019

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და
განვითარების ცენტრი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 283 ხელმოწერა
    717
    1000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი

    დააჩქარე ცვლილებები!

    დააჩქარე ცვლილებები!

    შენი ხელმოწერით დააჩქარე საკანონმდებლო ცვლილებები!

    სოციალურ მეწარმეობასის საკანონმდებლო რეგულირების საკითხი  საკანონმდებლო სივრცეში 2015 წელიდან განიხილება, 2018 წელიდან კი საქართველოს პარლამენტი განიხილავს დეპუტატთა ჯგფის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „სოციალური მეწარმეობის შესახებ“. თუმცა დღეისათვის კანონპროექტი კვლავ საკომიტეტო განხილვების ეტაპზეა.

    საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია სოციალური მეწარმეობის ინსტიტუციონალიზაციისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. კანონი არეგულირებს სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობასთან, სოციალურ საწარმოთა ფუნქციონირებასთან, საქმიანობის მონიტორინგთან, სტატუსის მოპოვებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს.

    კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს კანონის მიღებას. კამპანიის ინიციატორია  „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ და „სოციალურ საწარმოთა ალიანსი“.  

    სოციალური საწარმოები პასუხობენ ისეთ საზოგადოებრივ გამოწვევებს, როგორებიცაა:

    • ნაკლებად კონკურენტული პირების დასაქმება და რეინტეგრაცია;
    • სოციალური სერვისების მიწოდება;
    • მოწყვლადი რეგიონების / დასახლებული პუნქტების დანვითარება
    • ისეთი სფეროების განვითარება, როგორიცაა გარემოს დაცვა, რეციკლირება,   ხელოვნება და კულტურა, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა, და სხვა.

    საქართველოში  უკვე შექმნილია მრავალი წარმატებული სადემონსტრაციო მაგალითი იმისა, თუ რა სოციალური გავლენის მოტანა შეუძლიათ ამ ტიპის საწარმოებს.

    საქართველოს კანონში ცნების იურიდიული განმარტება ხელს შეუწყობს სოციალური მეწარმეობის ხელშემწყობი გარემოს ფორმირებასდა შესაძლებლობას მისცემს როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო და სახელმწიფო სექტრებს შეიმუშაონ, დაგეგმონ და განახორციელონ სოციალური მეწარმეობის ხელშემწყობი ინიციატივები და პროგრამები.

    მოვუწოდებთ საქართველლოს პარლამენტს დააჩქაროს სოციალური მეწარმეობის შესახებ კანონპროექტის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

    #დააჩქარეცვლილებები!

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ნატა მაჭარაშცილი საქართველო კასპი 02/08/2020
    2
    რუსუდან მაისურაძე საქართველო კასპი 08/04/2020
    3
    თამარ მცურავიშვილი საქართველო თბილისი 07/04/2020
    4
    თეკო მარიამიძე საფრანგეთი Marly le roi 07/04/2020
    5
    თეონა ყაჭეიშვილი Georgia Tbilisi 19/03/2020
    6
    მარიამი თაბაგარი საქართველო თბილისი 05/02/2020
    7
    ვანო ჩიტიშვილი საქართველო ბათუმი 05/02/2020
    8
    მარიამ არბოლიშვილი საქართველო თბილისი 05/02/2020
    9
    თამარ კუპრაძე საქართველო ოზურგეთი 21/01/2020
    10
    თამარი ნავერიანი საქართველო თბილისი 20/01/2020
    11
    მიხეილ ცქვიტაია საქართველო ჩხოროწყუ 19/01/2020
    12
    ნინო ნავერიანი საქართველო თბილისი 18/01/2020
    13
    თათია დათაშვილი საქართველო თბილისი 27/12/2019
    14
    შალვა ხარაზიშვილი საქართველო რუსთავი 18/12/2019
    15
    ალექსანდრე მორჩაძე საქართველო თბილისი 17/12/2019
    16
    ნინო ბოჭოიძე საქართველო თბილისი 17/12/2019
    17
    სალომე მამუჭაძე საქართველო თბილისი 17/12/2019
    18
    მარიამ მორჩაძე საქართველო თბილისი 17/12/2019
    19
    Zeinab Shavadze Georgia Batumi 14/12/2019
    20
    Irina Shavadze Georgia Tbilisi 14/12/2019