gallery images

საჭიროა 32 ხელმოწერა

18
50

ადრესატი:

თბილისის მერია
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტი

გაუქმდეს ლეგიონერთა (მონადირეთა) საზოგადოება

ადამიანებო, მოქალაქენო, ცხოველების გულშემატკივრებო და არაგულშემატკივრებო, მოგმართავთ თხოვნით და მოთხოვნით, რომ მიიღოთ მონაწილეობა პეტიციაში, მოწოდებით

„დაიხუროს ყოფილი მონკავშირი“, დღეს ლეგიონერთა საზოგადოება.

ისე ნუ გავიხდით საქმეს, რომ ჩვენს მომავალ თაობებს ირმის, დათვის, ხოხობის და სხვათა  ექსპონატების ნახვა შეეძლოთ მხოლოდ...

აღნიშნული პეტიცია ჩვენი მხრიდან იქნება უდიდესი წვლილი, შეტანილი ბუნების შვილების გადარჩენის საქმეში!

გავიხსენოთ, რატომ ნადირობდა პირველყოფილი ადამიანი?  და, ეხლა რატომ ნადირობენ კაცები?

მშიერი ადამიანი თავდაპირველად საკუთარი თავის გადარჩენისთვის, ანუ დანაყრებისთვის ნადირობდა, ახლა კი ნადირობა ერთგვარ ბოჰემურ გართობად იქცა – ტკბობა ცხოველების და ფრინველების სიკვდილის ხილვით, ტყვიის მიზანში მოხვედრით!... არის თუ არა ეს ადამიანის ფსიქიკის დეგრადაცია?

საბედნიეროდ, ასეთი „გართობა“ უმეტეს შემთხვევაში  ძველი თაობის, ე.წ.  ვინილის ეპოქის წარმომადგენელ მამაკაცებს იტაცებთ, თუმცა, ზოგჯერ თანამედროვე ახალგაზრდებიც იქცევენ თავს ცხოველების განადგურებით, ე.წ. ნადირობით...

თქვენს წინაშე წარმოდგენილი პეტიცია არის ერთგვარი შეხსენება, რომ ცხოველების და ფრინველების (დათვი, შველი, გარეული ტახი, მწყერი, გარეული იხვი და სხვა და სხვა) გადაშენების საშიშროების წინაშე დგანან და მათზე ნადირობა ამ პროცესს კატასტროფულად აჩქარებს!

 ხალხო! თუ ჩვენი აზარტული, გართობის მოყვარე, ეგოისტური ბუნება არ შევზღუდეთ, სრულიად ბუნება ხელიდან გაგვიქრება! არც წყალში გვეყოლება თევზი, არც ცაში ფრინველი და არც მიწაზე ოთხფეხა!  მე ამას სრული ჭეშმარიტებით ვაცხადებ არსებული მოცემულობიდან გამომდინარე.

გამოვდივარ ინიციატივით! გაუქმდეს ე.წ. მონადირეთა საზოგადოება! გაუქმდეს მიწის, ცისა და წყლის ბინადრებზე ნადირობა – მასობრივი განადგურება!

მშვიდობა და სიყვარული დამკვიდრებულიყოს ყოველი ჩვენთაგანის გულებში!

 

სურათზე:

მარცხნივ ძველი ტომები თავის გადარჩენისთვის ნადირობდნენ

მარჯვნივ: კაცი ნანადირევთან პოზიორობს :/