Manifest.ge არაკომერციული პროექტია რომელიც არსებობს დამფუძნებლების და მისი მომხმარებლების შემოწირულობებით.

ახლენდელი ვერსია შეიქმნა 2015 წელს. ამ პერიოდში უამრავი დეტალი გამოიკვეთა რომელიც საჭიროებს განახლებას/შეცვლას. ახალი ფუნქციონალის და საიტის გამართული მუშაობისთვის საჭიროა საიტის განახლება, რომლის ღირებულებაა 3 000 ლარი

donate

04 იანვარი

2020

Bacho
Glonti
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 29999 ხელმოწერა
    1
    30000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , თბილისის მერია

    მოვითხოვთ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით აიკრაძალოს პიროტექნიკის გაყიდვა (არასერტიფიცირებულ პირებზე)

    მოვითხოვთ, პარლამენტში შევიდეს და იქნას განხილული კანონპროექტი რომლის საშვალებითაც საქართველოში აიკრძალება პიროტექნიკის გაყიდვა და გამოყენება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, როგორც 18 წელს მიუღწეველ პირებზე ასევე სრულწლოვან ადამიანებზე. პიროტექნიკის ქვეყანაში შემოტანის გაყიდვის-ყიდვის და გამოყენების უფლება წვეულებებზე და სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე უნდა ქონდეს კანონით წინასწარ განსაზღვრულ მხოლოდ სერტიფიცირებულ პირებს რომლებსაც ექნებათ გავლილი სპეციალური კურსები.

    1. პიროტეკნიკის ,,არასერტიფიცირებულ” პიროვნებაზე მიყიდვის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდეს 500 ლარიანი ჯრიმით, იურიდიული პირი კი 1500 ლარიანი ჯარიმით. 1 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდეს 1500 ლარინი ჯარიმით, იურიდიული პირი 5000 ლარიანი ჯარიმით.
    2. პიროტექნიკის გამოყეების შემთხვევაში (გარდა არასერტიფიცირებული პირისა და კანონით განსაზღვრული ადგილებისა), ფიზიკური პირი დაჯარიმდეს 250 ლარიანი ჯარიმით, იურიდიული პირი 1000 ლარიანი ჯარიმით. 1 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში პიზიკური პირი დაჯარიმდეს 500 ლარიანი ჯარიმით იურიდიული პირი 2000 ლარიანი ჯარიმით.

    31 დე­კემ­ბრი­სა და 1 იან­ვრის მო­ნა­ცე­მე­ბით, რე­გი­ო­ნებ­სა და თბი­ლის­ში ჯამ­ში პი­რო­ტექ­ნი­კით და­ზი­ა­ნე­ბის 81 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. მათ შო­რის 33 რე­გი­ო­ნებ­ში, 48 კი თბილის­ში. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 51 პირს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ასე­ვე, კლი­ნი­კა­ში პიროტექნი­კით და­შა­ვე­ბუ­ლი 8 არას­რულ­წლო­ვა­ნი შე­იყ­ვა­ნეს. 7 მათ­განს ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­და. არას­რულ­წლოვ­ნებს ხე­ლის მტევ­ნე­ბი ჰქონ­დათ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.

    დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

    შემოუერთდით პეტიციას.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    Bacho Glonti 04/01/2020