Manifest.ge არაკომერციული პროექტია რომელიც არსებობს დამფუძნებლების და მისი მომხმარებლების შემოწირულობებით.

ახლენდელი ვერსია შეიქმნა 2015 წელს. ამ პერიოდში უამრავი დეტალი გამოიკვეთა რომელიც საჭიროებს განახლებას/შეცვლას. ახალი ფუნქციონალის და საიტის გამართული მუშაობისთვის საჭიროა საიტის განახლება, რომლის ღირებულებაა 3 000 ლარი

donate

05 მაისი

2020

მაია
რობაქიძე
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 750 ხელმოწერა
    250
    1000
    ადრესატი: თბილისის მერია

    ლამაზი სკვერი დიდ დიღომში

    ჩვენი მოთხოვნაა,

    a) გაკეთდეს სკვერი ქ.თბილისში, დიდ დიღომში მდებარე 100 000 მოწამის სახელობის ეკლესიასა და ,,არქის" მშენებარე კორპუსებს შორის მინდორზე,სასურველია ლამაზი შადრევნით, (დ.თავდადებულზე მდებარე  #2 კორპუსსა და 27ა კორპუსს შორის ტერიტორია).აღნიშნული ადგილი ამჟამად არის დაბინძურებული, მათ შორის ბეტონის ნანგრევებით და შუშის ნამსხვრევებით, ასევე არის ე.წ. ჩასავარდნი ადგილები. ყოველივე ეს საშიშია, განსაკუთრებით ბავშვებისათვის. 

    b) ადგილმონაცვლეობის პრინციპით,  გამონთავისუფლდეს შპს. ,,გ.მ.ს ჯგუფი" -ს(ID 402044042) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები (N 01.10.06.006.287 ფართობით: 3298.00 კვ/მ და N 01.10.06.006.286 ფართობით: 70.00 კვ/მ)   დიდი  დასასვენებელი სკვერის გაკეთების მიზნით;

     

    იხ. მერიაში წარსადგენი განცხადების სრული ტექსტი:

    ჩვენს მიერ წარმოდგენილი საკითხი ეხება:

    1.   . თავდადებულის ქუჩის N2ა ტერიტორიას, (საკადატრო კოდები: N 01.10.06.006.287 ფართობით, 3298.00 კვ/მ  და  N 01.10.06.006.286 ფართობით: 70.00 კვ/მ);

    2.    საჯარო ბაღის და სკოლის მშენებლობას ქ. თბილისის დიდი დიღმის მე-2 მიკროში;

    3.   დამატებითი ტრანსპორტით უზრუნველყოფას.

    საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად: ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან  ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების გადაწყვეტა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად განმტკიცებულია, როგორც ქვეყნის შიდა კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმებით.

    ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-2 მუხლის  პირველი ნაწილი განსაზღვარვს ადგილობრივი თვითმმართველობის ცნებას, რაც გულისხობს: ,,საქართველოს მოქალაქეთა  უფლებას და შესაძლებლობას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.“-

    ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში  მონაწილეობის  მიღების  უფლების  თაობაზე  დამატებითი ოქმის“ მე-2 ნაწილით ,,ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მონაწილეობის მიღების უფლება გულისხმობს ადგილობრივი ხელისუფლების ძალაუფლებისა და ვალდებულებების განსაზღვრას და მათ გამოყენებაზე ზემოქმედების მოხდენას.“ ხოლო ამავე სამართლებრივი დოკუმენტის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ii ,,ა“ პუნქტით ადგილოვბრივი ხელისუფლება ვალდებულია ადგილობრივი საქმეების გადასაწყვეტად უზრუნველყოს ,,ისეთი პროცედურების შემოღება, რომელიც ჩართავს ადამიანებს საკონსულტაციო პროცესებში, ადგილობრივ რეფერენდუმებსა და პეტიციებში.“

    ცხადია, ჩვენს მიერ წარმოდგენილი N1 პრობლემური საკითხი არ არის გადაწყვეტილი, თავის დროზე, არც ქვეყნის შიდა კანონმდებლობის და არც საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. ადგილობრივ მოსახლეობასთან არ გამართული არანაირი კოსულტაცია აღნიშნულ საკითხზე, მიუხედევადა იმის, რომ ხშირი ხეების მწვანე სივრცე რომელიც ტერიტორიაზე ფიქსირდება, თავად ადგილობრივმა მოსახლეობამ გააშენა და უვლიდა მას წლების მანძილზე. (იხ. ფოტო/ვიდეო მასალა, რომელიც თან ერთვის განცხადებას დისკით - დანართი 1)

    მოგეხსენებათ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, ასევე, არც სხვა შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ პრინციპებს  და არც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას და შეთანხმებას.

    აქედან გამომდინარე, ზემოხსენებული სამართლებრივი აქტების შესაბამისად ჩვენ თავად გავაკეთეთ ამ ტერიტორიის განვითარების ჩვენი  სურვილის შესაბამისი პეტიცია, პორტალ Manifest.ge-ს საშუალებით, რომელსაც ბევრი ადამიანი შემოუერთდა (იხ. დანართი 2), ასევე განცახებაში ხელმოწერით დასტურდება ადგილობრივ მაცხოვრებელათა ნება საინიციატივო ჯგუფის საშუალებით.

     

    ჩვენი მოთხოვნაა:

    1. ადგილმონაცვლეობის პრინციპით,  გამონთავისუფლდეს შპს. ,,.. ჯგუფი" -(ID 402044042) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები (N 01.10.06.006.287 ფართობით: 3298.00 კვ/ და N 01.10.06.006.286 ფართობით: 70.00 კვ/)   დიდი  დასასვენებელი სკვერის გაკეთების მიზნით;

    2. დიდი დიღმის მე-2 მიკროში აშენდეს თანამედროვე საჯარო სკოლა, საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღი, რომელიც შეძლებს 500 <  აღსაზრდელის უზრუნველყოფას ყოველწლიურად.

    3. მოხდეს დამატებითი სატრანსპორტო საშუალების (ავტობუსის) დანიშვნა ვაკის და ნაძალადევის მიართულებით.

     

    ზემოთ აღნიშნული მოთხოვნები გამომდინარეობს შემდეგი ფაქტორებიდან:

    ა და ბ)   საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე და  ეკოლოგიური უფლებებიდან გამომდინარე

    მოგეხსენებათ, დ. თავდადებულის ქუჩის N2 ტერიტორია, წარმოადგენს დ. თავდადებულის და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთას, ასევე ახლოსვე, იკვეთება სხვა ცენტრალური გზები, და ცხადია, ასეთი სტრატეგიის ტერიტორია უპირობოდ გამოყენებული უნდა იყოს ფართო მასშტაბის საზოგადოებრივი ინტერესების დასაკმაყოფილებლად.  სწორედ ამ ტერიტორიის გვერდით და მიმდებარედ აშენდა/შენდება 14 კორპუსი თვრამეტსართულიანი (გარდა ორისა, მათ შორის, უშუალოდ გვერდით ფიქსირდება 6 კორპუსი: შპს ,,არქი“-ს 4 -A,B,C,D 18 სართულიანი კორპუსები, შპს. ,,ალუ“-ს 2- A და B  18 სართულიანი კორპუსები). საბოლოო ჯამში, მივიღებთ მჭიდროდ ჩაყოლებულ 18 სართულიან კორპუსებს, რომელიც გამოიწვევს დ. თავდადებულის ქუჩიდან ი. პეტრიწის ქუჩამდე  ფარნავაზ მეფის ქუჩის მონაკვეთის მთლიან ჩაკეტვას მაღალსართულიანი კორპუსებით ორ მწკრივად.  ერთადერთი ტერიტორია, კი რჩება ჩვენს მიერ დასახელებული ტერიტორია, რომელიც სკვერის გაკეთების შემთხვევაში იქნება ,,მწვანე ფანჯარა“ ამ ჩაკეტილი მონაკვეთისა, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ასევე ჰაერის ფილტრაციის თვალსაზრისით. ჩვენთვის დაუშვებელია ამ ტერიტორიაზე დამატებით 18 სართულიანი კორპუსების აშენება.  

    ცხადია, მოსახლეობის სწრაფი ზრდა კონკრეტულ ადგილას მოკლე  მონაკვეთზე, თუ მას თან არ ახლავს სხვადასხვა სოციალურ-ეკოლოგიური სერვისებით უზრუნვეყოფა (ბაღის, სკოლა, სკვერი, ტრანსპორტი, პოლიკლინიკა) იწვევს სხვადასხვა სახის კრიზისს და ადამიანის უფლებების მკვეთრად დარღვევას.

     

    გ) განათლების ხელმისაწვდომობის უფლებიდან გამომდინარე;

    ამჟამად, დიდი დიღმის მე-2 მიკროში მხოლოდ 198-ე საჯარო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, რომლის თითო ჯგუფში 60-მდე ბავშვი ირიცხება. დანარჩენი ბავშვების დიდი ნაწილი კი სარეზერვო განცხადებით ფიქსირდება, და უსასრულოდ ელოდება ადგილის გამონთავისუფლებას (გთხოვთ, გამოითხოვოთ მონაცემები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან კონკრეტულად 198-ე ბაღის შესახებ, ასევე ახლომდებარე 197-ე ბაღის შესახებ). ასეთივე მდგომარეობაა საჯარო სკოლაშიც, სადაც პირველ და მეორე მიკროში ფუნქციონირებს მხოლოდ 186-ე სკოლა. მშობელთა ნაწილი იძულებულია შვილები მიიყვანოს კერძო ბაღში (სკოლებში), თუმცა ამის ეკონომიკური შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ყველას არ გააჩნია, კერძო ბაღის გადასახადები, კი დღითიდღე იზრდება. ყოველივე ეს კი იწვევს განათლების ხელმისაწვდომობის უფლების ხელყოფას. 21-ე საუკუნეში მაშინ, როცა ყველანი ერთად ვაშენებთ ევროპული ტიპის ქვეყანას, ძალიან ბევრ ბავშვს, უბრალოდ, არ მიუწვდება ხელი უფასო განათლებაზე, იმ მიზეზის გამო, რომ არ არსებობს საკმარისი რაოდენობის ბაღი/სკოლა. მაგალითისთვის: არსებული რეალობიდან გამომდინარე, დღეს, ბაღში თითო ბავშვზე მოდის დაახლოებით ერთი კვადრატულამდე ფართობი, მაშინ როდესაც თითო მსჯავრდებულზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოდის 4 კვადრატული მეტრი ფართობი. ამ მაგალითით ცხადი ხდება, რა ხარისხის დარღვევასთან გვაქვს საქმე ბავშვების მიმართ, ამასთან, ირღვევა  არა მხოლოდ დაურეგისტრირებელი ბავშვის უფლებები განათლების ხელმისაწვდომობაზე, არამედ რეგისტრირებული ბავშვის უფლებები ხარისხიან განათლებაზე, ჯანმრთელობის უფლებაზე და ჯანსაღ გარემოზე. 

    ზემოთხსენებული სიტუაცია, გვაქვს დღესდღეობით, მაშინ როცა ახალაშენებულ კორპუსებში მოსახლეობა ჯერ არ შესახლებულა.

    მოგეხსენებათ ბავშის უფლებები სარგებლობს უპირატესი უფლებების სტატუსით სხვა უფლებებთან შედარებით. 

     

    დ) გარემოს დაცვითი უფლებებიდან გამომდინარე;

    გადარჩება ხეები და სხვა მცენარეები, რომელიც ამ ტერიტორიაზეა დარგული განადგურებისგან, ეს კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

    ე) მომავალ თაობაზე ზრუნვის ვალდებულებიდან გამომდინარე;

    ჩვენ ყველანი ვალდებული ვართ ვზრუნავდეთ, როგორც ჩვენს გარემო-პირობების გაუმჯობესებაზე, ასევე დიდი შიფრტხილით უნდა ვეკიდებოდეთ  ომავალი თაობებისადმი დანატოვარს. ჩვენმა შეცდომებმა არ უნდა დააზიანოს მომავალი თაობის ინტერესები.

    აქვე ავღნიშნავთ, რომ თქვენს საჯარო გამოსვლებში, თუ ,,ლაივ“ ჩართვებში ბატონო კახი, ხშირად საუბრობთ, რომ სკვერებში/ბაღებში/პარკებში არ მოხდება ინფრასტრუქტურული ნაგებობების დადგმა. ჩვენს მიერ მითითებული ტერიტორიას, კი მართალია, არ გააჩჩნია სკვერის სტატური, მაგრამ მასზე არსებული მწვანე ნარგავების სიხშირიდან გამომდინარე, მას ეკოლოგიური თვალსაზრისით, უფრო მაღალი ხარისხის დატვირთვა აქვს ვიდრე ხელოვნურად გაკეტებულ სკვერს.

    ვიყენებთ რა, საქართველოს კონსტიტუციით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მონაწილეობის მიღების უფლების თაობაზე დამატებითი ოქმით“ ,,ადამიანის უფელბათა ევროპული კონვენციით“ და სხვა ნორმატიული აქტით მონიჭებულ უფლებას,  მოგმართავთ თხოვნით ბატონო კახი, რათა აღნიშნული ტერიტორიის განვითარების საკითხი გადაწყვიტოთ ჩვენი მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც თავის მხრივ შესაბამისობაშია გარემოს დაცვით და ეკოლოგიური უფლებებთან, ჯანმრთელობის უფლებასთან, ტრანსპორტით უზრუნველყოფის უფლებასთან, განათლების ხელისაწვდომობის უფლებასთან და მომავალ თაობაზე ზრუნვის ვალდებულებებთან.

     

    პატივისცეით: მაია რობაქიძე

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    მიხეილ კარდენახიშვილი საქართველო თბილისი 18/09/2020
    2
    თამარ რიჟამაძე საქართველო თბილისი 18/09/2020
    3
    მამუკა ბალავადზე საქართველო თბილისი 18/06/2020
    4
    ლია ქევხიშვილი საქართველო თბილისი 18/06/2020
    5
    ნანა ბალავაძე საქართველო თბილისი 17/06/2020
    6
    გიორგი გიგაური საქართველო თბილისი 17/06/2020
    7
    ნინო ზანგურაშვილი საქართველო თბილისი 17/06/2020
    8
    ირაკლი ბეგოიძე საქართველო თბილისი 16/06/2020
    9
    მარიზა ხიზანიშვილი საქართველო თბილისი 16/06/2020
    10
    ნინო ჩიხრაძე საქართველო თბილისი 16/06/2020
    11
    Larisa Nadibaidze Sakartvelo Tbilisi 16/06/2020
    12
    სალომე ჯიქია საქართველო თბილისი 16/06/2020
    13
    ანა ურიდია საქართველო თბილისი 16/06/2020
    14
    თამთა ხაჩიური საქართველო თბილისი 15/06/2020
    15
    შალვა პერანიძე საქართველო თბილისი 15/06/2020
    16
    თაზო გუგუმბერიძე საქართველო თბილისი 15/06/2020
    17
    ნინო კუბლაშვილი საქართველო თბილისი 15/06/2020
    18
    თეა ინასარიძე საქართველო თბილისი 15/06/2020
    19
    ლუკა დანგაძე საქართველო თბილისი 15/06/2020
    20
    ლადო გვარამია საქართველო თბილისი 15/06/2020