Manifest.ge არაკომერციული პროექტია რომელიც არსებობს დამფუძნებლების და მისი მომხმარებლების შემოწირულობებით.

ახლენდელი ვერსია შეიქმნა 2015 წელს. ამ პერიოდში უამრავი დეტალი გამოიკვეთა რომელიც საჭიროებს განახლებას/შეცვლას. ახალი ფუნქციონალის და საიტის გამართული მუშაობისთვის საჭიროა საიტის განახლება, რომლის ღირებულებაა 3 000 ლარი

donate

10 მაისი

2020

ეროვნული თანხმობის კომიტეტი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 1998922 ხელმოწერა
    1078
    2000000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრეზიდენტი

    შეიცვალოს საქართველოში მართვის სისტემა-ფორმაცია!

    ქართველ ერს, საქართველოში მცხოვრებ ყოველ მოქალაქეს და კაცობრიობის გარდაუვალი დაღუპვისგან გადარჩენის მომხრე ყველა ადამიანს!

    ბატონებო!

    მოვლენაა, ჟამია, მეორედ მოსვლაა!

    ყოველივე, რაც დღეს ხდება ამითაა განპირობებული და ამ ზოგადსაკაცობრიო მოვლენას უკავშირდება.

    ამ გზით, მართვის არსებული სისტემებით, კაცობრიობის დაღუპვა გადაწყვეტილია და დროში განსაზღვრულია. ამ ფაქტს, სადღეისოდ, დედამიწაზე შექმნილი ვითარებაც ადასტურებს. კაცობრიობა არნახულმა კრიზისმა მოიცვა. უმძიმესი ეპიდემიოლოგიური, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების პირობებში, დედამიწა, რეალური კატასტროფის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რაც პირველობისთვის ზესახელმწიფოების გადამწყვეტი ბრძოლითაა განპირობებული.

    გლობალიზაციის მეგაპროექტი, ლიბერალური იდეოლოგია და მართვის არსებული ფორმაცია თვალსადახელსშუა კარგავს სიცოცხლისუნარიანობას. დრომოჭმული პოლიტიკური სისტემების კოსმეტიკური ცვლილებების მცდელობა, დაუნდობელი იდეოლოგიური ომი და კონკურენცია კაცობრიობას, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული, ტოტალური კონტროლის საზოგადოებისკენ მიაქანებს.

    ამავე დროს, დრამატული ვითარების მიუხედავად, თითოეულ ჩვენთაგანს, ზოგადად დედამიწისეულ ადამიანს მოცემული გვაქვს გადარჩენის შესაძლებლობა. საკითხი პოლიტიკურად წყდება, რაც მართვის არსებული სისტემების შეცვლა და სრულიად ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმაციის დაფუძნებას ითვალისწინებს.

    უკანასკნელ პერიოდში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ კაცობრიობის მმართველი ზედა ფენა არსებული სისტემის გლობალური კრიზისის პირობებში უშედეგოდ ეძებს გამოსავალს. ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა, ქართველები, ყველაზე წინ აღმოვჩნდით, რამდენადაც სწორედ ამ საკითხების მშვიდობიანად (და არა რევოლუციური გზით) გადასაწყვეტად, 26 წლის მანძილზე მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს მუშაობა.

    კერძოდ, ამ ეპოქალური და საკაცობრიო ღირებულების მქონე ცვლილებების რეალიზებისთვის, საქართველოში, ქვეყნის კონსტიტუციასა და მსოფლიოში მოქმედი, საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების სრული დაცვით, ორ მილიონამდე ამომრჩევლის, ხელმოწერებით გაცხადებული ნების შესაბამისად შექმნილი და სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობების მიერ დაკანონებულია სათანადო იურიდიულ-სამართლებრივი ბაზა.

    ხელმოწერები შეგროვდა შემდეგი მოთხოვნებით -

    გადასარჩენად გთავაზობთ:

    1. საქართველოს ნეიტრალიტეტს - განსაკუთრებული სტატუსით! (არც "ჩრდილოეთი", არც "დასავლეთი" - აშშ, ნატო თუ სხვა... არამედ, ყველასთან თანაბრად, კეთილმეზობლურად);    2. უფლებრივად, დაცული იქნას პრინციპი: საქართველოში, წარმოშობით ქართველი - მასპინძელია,                                                                                                                                                           ანუ:                                                                                                                                                                           - საქართველოს განაგებს ქართველი ერი - ერთიანი ეროვნული იდეოლოგიის საფუძველზე;             - საქართველო, თავის ისტორიულ-ტერიტორიულ ფარგლებში, თავისი მიწით, წყლით, წიაღისეულით, სხვა სულიერ-მატერიალური ფასეულობებით, წარმოადგენს ქართველი ერის საკუთრებას და მისი ყიდვის, გაყიდვის, გაცემა-გასხვისების უფლება არავის აქვს (გაცემული, მითვისებული, გაყიდულ-გასხვისებული, წართმეული ტერიტორიები, უკან უნდა დაბრუნდეს!);

    3. მართვის არსებული სისტემა შეიცვალოს ჩვენი და კაცობრიობის გადამრჩნელი ახალი სისტემით;

    - სამართლებრივი საკითხის გადასაწვეტად, ხელისუფლება გადაეცეს ერს, მისი უმრავლესობის წარმომადგენლობას - სრულიად საქართველოს ეროვნულ ყრილობას, რომელიც საწყისისთვის, აირჩევს და დაამტკიცებს დროებით კოალიციურ მთავრობას, განსაზღვრავს ახალი არჩევნების ვადებს - ახალი სისტემის მოთხოვნის შესაბამისად.

    ეს არ არის ბრძოლა ხელისუფლებისათვის; ეს არის უკანასკნელი ამოძახილი-სასიკვდილოდ განწირული კაცობრიობისა, მათ შორის ქართველის და ქართველი ერის.

     გადასარჩენად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად უნდა შეიცვალოს სისტემა-ფორმაცია, რომელიც დღეს ჩვენი საერთო ეროვნული თანხმობით მიიღწევა. სწორედ ამ თანხმობის გასარკვევად არის საჭირო თქვენი ხელმოწერები იმ წესით, რასაც ქვემოთ გთავაზობთ:

    1.   ხელმოწერები შეგროვდა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი, ფუძემდებლური მოთხოვნებით, რაც თავის მხრივ სრულიად ახალი ფორმაციის დაფუძნების წინაპირობას წარმოადგენს.

    2.   ამომრჩევლის (ერის), როგორც ხელისუფლების ერთადერთი წყაროს მიერ, მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა აღსასრულებლად, როგორც ფაქტობრივად არსებული ხელისუფლებისთვის, ასევე ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური სპექტრისთვისაც, თუ კი ისინი მოქმედი კონსტიტუციის ლეგიტიმურობას აღიარებენ.

    3.   საკითხის დადებითად გადასაწყვეტად, ყველამ ერთად, უმოკლეს ვადაში, გამოვხატოთ ჩვენი თანხმობა არსებული პოლიტიკური სისტემის ახალი ფორმაციით შეცვლასთან დაკავშირებით.

    4.   დადგა გადამწყვეტი ჟამი… გადარჩენისთვის განსაზღვრული დრო იწურება, რაც ერისგან აქტიურ ქმედებებს ითხოვს. ზემოთ ხსენებული უზენაესი ღირებულების მქონე იურიდიულ-სამართლებრივი დოკუმენტით განსაზღვრული ცვლილებების განსახორციელებლად საჭიროა მისი ფაქტობრივად (დე-ფაქტო) რეალიზება.

     მოგმართავთ თხოვნით, ხელმოწერებით დაგვიდასტუროთ თქვენი თანხმობა, რითაც ფასდაუდებელ წვლილს შეიტანთ ჩვენი სამშობლოსა და კაცობრიობის გადარჩენის საქმეში.

     

    სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის,                                                                                            პრეზიდიუმის თავმჯდომარე:                                          აკაკი ჯორჯაძე

     

    სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის 
    პრეზიდიუმთან არსებული, ეროვნული თანხმობის
    კომიტეტის თავმჯდომარე:                                                         მანანა საღლიანი

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ლევან სეფიშვილი საქართველო გორი 15/07/2020
    2
    ნიკოლოზ ოთინაშვილი საქართველო გორი 15/07/2020
    3
    ნინო თაყაძე საქართველო გორი 15/07/2020
    4
    მანანა საღლიანი საქართველო თბილისი 15/07/2020
    5
    სოფიო გვერდწითელი საქართველო თბილისი 15/07/2020
    6
    დავით სედოი საქართველო თბილისი 15/07/2020
    7
    მაია მაია საქართველო თბილისი 15/07/2020
    8
    გიორგი გეო საქართველო თბილისი 15/07/2020
    9
    ჟუჟუნა აბესაძე-ბეჟანიძე საქართველო თბილისი 15/07/2020
    10
    თეა თოდუა საქართველო თბილისი 15/07/2020
    11
    ნინო გურგენიძე საქართველო გორი 15/07/2020
    12
    ლალი კვირიანთაშვილი საქართველო გორი 14/07/2020
    13
    ნათელა რუსიტაშვილი საქართველო გორი 14/07/2020
    14
    ნინო შატაკიშვილი საქართველო გორი 14/07/2020
    15
    ნინელი ზანაძე საქართველო გორი 13/07/2020
    16
    ვიოლეტა ხარხელი საქართველო გორი 12/07/2020
    17
    ლალი ნადირაშვილი საქართველო გორი 12/07/2020
    18
    ლატავრა ლოლაძე საქართველო გორი 12/07/2020
    19
    მაია ბალიაშვილი საქართველო გორი 12/07/2020
    20
    ციური ბურნაძე საქართველო გორი 11/07/2020