Manifest.ge არაკომერციული პროექტია რომელიც არსებობს დამფუძნებლების და მისი მომხმარებლების შემოწირულობებით.

ახლენდელი ვერსია შეიქმნა 2015 წელს. ამ პერიოდში უამრავი დეტალი გამოიკვეთა რომელიც საჭიროებს განახლებას/შეცვლას. ახალი ფუნქციონალის და საიტის გამართული მუშაობისთვის საჭიროა საიტის განახლება, რომლის ღირებულებაა 3 000 ლარი

donate

11 მაისი

2020

საქართველოს ლეიბორისტული პარტია
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 1462 ხელმოწერა
    538
    2000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

    დაფინანსდეს სტუდენტების მიმდინარე სემესტრის საფასური სახელმწიფოს მიერ!

    მიმდინარე მწვავე ეპიდემიის ფონზე, მაშინ როდესაც ქვეყანაში ფაქტობრივად სრულად შეჩერებულია ეკონომიკა და მოსახლეობის უმრავლესობა ყოველგვარი შემოსავლის წყაროს გარეშეა დარჩენილი, არ შეჩერებულა სწავლება უნივერსიტეტებში, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტებსა და მათ ოჯახებს კვლავ მძიმე ტვირთად აწევთ სწავლის საფასურის გადახდა.

    მიუხედავად საზოგადოების აქტიური ზეწოლისადა არაერთი მოწოდებისა ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის ვერცერთ ნაწილში ვერ მოხვდნენ სტუდენტები. სამწუხაროდ მთავრობა არ ითვალისწინებს არცერთ ინიციატივას და დღემდე არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა სტუდენტებისა და მათი ოჯახების ხარჯის შესამსუბუქებლად.

    ჩვენ, ლეიბორისტული პარტია საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ხელისუფლებამ დროულად წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც მოხდება ყველა სტუდენტისათვის, პანდემიის დროს, მიმდინარე სემესტრის სასწავლო საფასურის 1125 ლარის ოდენობით უზრუნველყოფა.

    დღეის მონაცემებით სულ ქვეყანაში, უმაღლესი სასწავლებლის ყველა საფეხურზე 148 803 სტუდენტი სწავლობს ფასიან ფაკულტეტზე, რომელთაგან გრანტის არ მქონე სტუდენტებისათვის   მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასურის დაფარვა ხელისუფლებას სულ 144 480 375 ლარი დაუჯდებოდა.

    იმ ფონზე, როდესაც მთავრობის თქმით პანდემიისაგან მიღებული ზარალის შესამსუბუქებლად გამოიყო 3.5 მლრდ ლარი, საიდანაც 600 მლნ ლარს ბანკები, 200 მლნ ლარს სამშენებლო კომპანიები, 50 მლნ ლარს ავტოიმპორტიორები და 600მლნ ლარს სხვა ბიზნესები მიიღებენ, ვერ გამოინახა 145 მლნ ლარამდე თანხა იმისათვის რომ 140 000-ზე მეტმა სტუდენტმა არ დაკარგოს სტუდენტის სტატუსი და განათლება დარჩეს მათთვის ხელმისაწვდომი!

    საბოლოო ჯამში, მაშინ როცა ქვეყანაში 40 000-ზე მეტი სტატუსშეჩერებული სტუდენტი გვყავს, როცა პანდემიამ უმუშევარი დატოვა მოსახლეობის სრული უმრავლესობა, ხელისუფლება კი მხოლოდ ხელშეკრულებით დასაქმებულ ადამიანებს დაეხმარება 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარიან კომპენსაციით, ხოლო 820 000-ზე მეტი თვითდასაქმებულიდან მხოლოდ 250 000 ადამიანი მიიღებს ერთჯერად 300 ლარიან შემწეობას, ეს ყოველივე ნიშნავს იმას, რომ ათიათასობით სტუდენტს ემუქრება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა! 

    საჭიროა ხელისუფლებამ დროულად გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის მომავალი თაობის დასახმარებლად და სრულად დაფაროს მიმდინარე სემესტრის გადასახადები 145 მლნ ლარამდე ოდენობით. ეს თანხა კი არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ხელისუფლება პანდემიის პერიოდში არამიზნობრივ ტენდერებში ხარჯავს, რაც ჯამურად 200 მლნ ლარს აღემატება. მაგალითისთვის, მსგავსი ტენდერები ითვალისწინებს ყინულის მოდენის, სკვერების, კარუსელებისა და შადრევნების მოსაწყობას.

     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    Sabo chxaidze Georgia Kutaisi 23/05/2020
    2
    დავით მნოიანი საქართველო თბილისი 19/05/2020
    3
    Giorgi Chinchaladze Saqartvelo Tbilisi 19/05/2020
    4
    ბერდია ჩინჩალაძე საქართველო თბილისი 19/05/2020
    5
    გიორგი დარბაიძე საქართველო თბილისი 19/05/2020
    6
    ანა ლოსაბერიძე საქართველო ქუთაისი 18/05/2020
    7
    გიორგი ბანძელაძე საქართველო ქუთაისი 18/05/2020
    8
    თამარ ჯგერენაია საქართველო ბათუმი 18/05/2020
    9
    ანი კვირიკეიშვილი საქართველო ქუთაისი 18/05/2020
    10
    irakli qashibadze saqartvelo kutaisi 18/05/2020
    11
    ნინი რობაქიძე საქართველო ქუთაისი 18/05/2020
    12
    ასმათი ჯანელიძე საქართველო ქუთაისი 18/05/2020
    13
    ლევანი დათიაშვილი საქართველო ქუთაისი 18/05/2020
    14
    მარიამი აბესაადზე საქართველო ქუთაისი 18/05/2020
    15
    ლიკა სლოევი საქართველო თელავი 17/05/2020
    16
    მარიამ ქოჩიაშვილი საქართველო თერჯოლა 17/05/2020
    17
    მარია ბანძელაძე საქართველო თბილისი 17/05/2020
    18
    მაია მელიავა საქართველო თბილისი 17/05/2020
    19
    ლიკა ნაჭყებია საქართველო ოზურგეთი 17/05/2020
    20
    ნანა ლომიძე საქართველო ხაშური 17/05/2020