Manifest.ge არაკომერციული პროექტია რომელიც არსებობს დამფუძნებლების და მისი მომხმარებლების შემოწირულობებით.

ახლენდელი ვერსია შეიქმნა 2015 წელს. ამ პერიოდში უამრავი დეტალი გამოიკვეთა რომელიც საჭიროებს განახლებას/შეცვლას. ახალი ფუნქციონალის და საიტის გამართული მუშაობისთვის საჭიროა საიტის განახლება, რომლის ღირებულებაა 3 000 ლარი

donate

13 მაისი

2020

გიორგი
ტრაპაიძე
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 3379 ხელმოწერა
    1621
    5000
    ადრესატი: საქართველოს მთავრობა , თბილისის მერია, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო

    პეტიცია - "ვითხოვთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას!"

    საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს და ის არც უნდა შეეჩერებინათ!

     

    ⭕️ როდესაც ქვეყანაში იზრდება ავადობის მაჩვენებელი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეთა მიმართვიანობა საავადმყოფოებში, განსაკუთრებით ეპიდემიების დროს. ანუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი არ უნდა აკრძალოს, არამედ პირიქით უნდა გაზარდოს მათი რაოდენობა. საზ-ტრანსპორტის აკრძალვით საავადმყოფოების გზა პრაქტიკულად გადაუკეტეს სოციალურად დაუცველებს და სიღარიბის ზღვარს მყოფ ოჯახებს. მათ არ ჰყავთ კერძო ავტომობილები და არც ტაქსის ფული აქვთ.

    ⭕️ ჯანდაცვის მომსახურება ეფექტიანია თუ დაავადების გამოვლენა ხდება ადრეულ სტადიაზე და ეს შესაძლებელია სამედიცინო დაწესებულებებში დროული მიმართვიანობით (ტრანსპორტირებით). დედაქალაქში საავადმყოფოების უმრავლესობა თავმოყრილია დიღომში, ამიტომ დედაქალაქის მერიამ მინიმუმ ის მარშრუტები უნდა აღადგინოს რომელიც თბილისის სხვადასხვა რაიონს დააკავშირებს კლინიკებთან.

    ⭕️ საკორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ გაიხსნება სავაჭრო თუ საწარმო ობიექტები. მათი გახსნის შემთხვევაშიც კი, ეკონომიკა ვერ გაცოცხლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე. როგორ მივა პერსონალი სამუშაოდ? როგორ მივა მომხმარებელი სავაჭრო ობიექტზე? კერძო ავტომობილებით? ტაქსით? არა, ეს არ არის რეალური! 300-1000 ლარის ხელფასის მქონე პერსონალი ტაქსით სამსახურში ვერ გამოცხადდება, მათი გადაადგილების საშუალება არის საზ-ტრანსპორტი.

    ⭕️ ანუ, ერთი მხრივ ჩვენ მივიღეთ უფლება, რომ გაიხსნას სავაჭრო ობიექტები, ხოლო მეორე მხრივ არავინ იცის პერსონალი და მომხმარებელი როგორ აღმოჩნდებიან ადგილზე. საზ-ტრანსპორტის აკრძალვით უკვე მივიღეთ გაუარესებული სოციალური მდგომარეობა, ათიათასობით უმუშევარი ადამიანი, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახები.

    ⭕️ და ბოლოს, საერთაშორისო გამოცდილება გვეუბნება რომ საზ-ტრანსპორტის აკრძალვა დაუშვებელია, ვინაიდან აუარესებს ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას, იწვევს სიღატაკეს, შიმშილს და მოაქვს გამოუსწორებელი ეკონომიკური ზიანი ქვეყნებისთვის. ამიტომ საზ-ტრანსპორტი პრაქტიკულად არსად არ აკრძალულა საქართველოს გარდა! ავტობუსის, მეტროს და მიკრო-ავტობუსის ფუნქციონირება უნდა განახლდეს, ოღონდ საგანგებო წესების სრული დაცვით (პირბადე, ეკიპირებული მძღოლი, სპირტი, დისტანცია, ბუნებრივი ვენტილაცია და სხვ.), რაც თბილისის მერიამ საწყის ეტაპზე ვერ შეძლო.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ანი ელიაშვილი საქართველო თბილისი 29/11/2020
    2
    Anita Anishvili საქართველო თბილისი 29/05/2020
    3
    დიანა ტევანიანი საქართველო თბილისი 27/05/2020
    4
    Nato saknelashvili Georgia Tbilisi 27/05/2020
    5
    შალვა ბერიაშვილი საქართველო თბილისი 27/05/2020
    6
    nino tsagareli sawartvelo tbilisi 27/05/2020
    7
    gvantsa gelashvili saqartvelo tbilisi 27/05/2020
    8
    ქეყევან ნოზაძე საქართველო რუსთავი 27/05/2020
    9
    ნათია გაბისიანი საქართველო თბილისი 27/05/2020
    10
    Irina Abramidze Georgia Tbilisi 27/05/2020
    11
    ელისაბედ დვალიშვილი საქართველო ონი 27/05/2020
    12
    შორენა ლოლიშვილი საქართველო რუსთავი 26/05/2020
    13
    იზოლდა ჩილინგარიანი საქართველო თბილისი 26/05/2020
    14
    Bachi Kiladze Saqartvelo Tbilisi 26/05/2020
    15
    პატრისია სარქისოვი საქართველო თბილისი 26/05/2020
    16
    მარიამი დვალიშვილი საქართველო თბილისი 26/05/2020
    17
    ტატიანა ჩეგადარი საქართველო თბილისი 26/05/2020
    18
    ნია ჩოკოშვილი საქართველო თბილისი 26/05/2020
    19
    Denis Zarubin Saqartvelo Batumi 26/05/2020
    20
    მარიამ გორჯოლაძე საქართველო თბილისი 26/05/2020