Manifest.ge არაკომერციული პროექტია რომელიც არსებობს დამფუძნებლების და მისი მომხმარებლების შემოწირულობებით.

ახლენდელი ვერსია შეიქმნა 2015 წელს. ამ პერიოდში უამრავი დეტალი გამოიკვეთა რომელიც საჭიროებს განახლებას/შეცვლას. ახალი ფუნქციონალის და საიტის გამართული მუშაობისთვის საჭიროა საიტის განახლება, რომლის ღირებულებაა 3 000 ლარი

donate

18 მაისი

2020

ნინო
ჯღარკავა
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • გამარჯვებული
    2173
    ადრესატი: საქართველოს პრეზიდენტი

    ლევან მამალაძის შეწყალება

    საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს პოლიტდევნილი ლევან მამალაძის

                                             

                                                                         გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

     

    17 წელია რაც სამშობლოდან უსამართლოდ მოწყვეტილი ვარ, მხოლოდ იმიტომ რომ სააკაშვილის პოლიტიკური მოწინააღმდეგე ვიყავი და შავი პიარისა და ჭორების მეშვეობით ჩემი განადგურება დაგეგმა. როგორც კი ხელიუფლება ხელში ჩაიგდო , ჩემს მიმართ უკანონო სისხლის სამართლებრივ დევნას შეუდგა. სააკაშვილის სისხლიან რეპრესიებს შეეწირა ჩემი ოჯახის ბედი და ჩემი ახლობლების სიცოცხლე.

    ამ სიტუაციაში ნამდვილად არ მაქვს სურვილი ჩემი სიმართლე ვამტკიცო, ყველა მასალა თქვენდამი გამოგზავნილ წერილში (შემავალი ნომერი კანც. #:1/1103 26.01.2020 წ) და თანდართულ დოკუმენტებშია თავმოყრილი. ერთს კი ვიტყვი, რომ გავრცელებული ჭორები „ზოდები და ნიანგები“ ჩემს საქმეში არ არსებობს, ეს მხოლოდ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად იყო მოგნილი. 2012 წლიდან ყველა ინსტანციას მივმართეთ ,მაგრამ, ჩემი საკითხი სამართლებრივ ჭრილში არცერთ უწყებაში არ განხილულა, გაურკვეველი პოლიტიკური სარჩულის მიზეზით. ასეთივე მიდგომა აქვს სასამართლოსაც.

    საქართველოს პრეზიდენტს, კონსტიტუციის 52 მუხლის თანახმად განსაზღვრული აქვს უფლება, შეიწყალოს მსჯავრდებული განურჩევლად ჩადენილი დანაშაულისა და იმისა, ციხეში იხდის სასჯელს თუ არა. ჩემი საქმე კლასიკური მაგალითია პოლიტიკური დევნისა და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ სამართლიანობის აღდგენა. ან რა არის იმაზე მძიმე სასჯელი , რომ 17 წელია პოლიტიკურ დევნაში ვიმყოფები.

    დედაჩემი 80 წლისა არის და სანატრელი გაუხდა ჩემი და ჩემი ოჯახის დაბრუნება საქართველოში. სიმართლე გითხრათ არ ვიცი რა გავაკეთო, ან რა პირობა დავდო იმისთვის, რომ ამ გაჭირვების დროს  დედის გვერდში ვიყო.

    მე კარგად მესმის ის , რომ ზოგი გავრცელებული ჭორების ზეგავლენის ქვეშ არის დღემდე და თქვენ რომ არ აიღოთ პასუხისმგებლობა ჩემს საქმესთან დაკავშირებით ან სალაპარაკო არ მიეცეს სააკაშვილის  პოლიტიკურ ძალებს ,პირად პასუხისმგებლობას ვიღებ ღია სასამართლო პროცესი გავმართო საქართველოში დაბრუნებისას.

    თქვენ პირადად იცით ემიგრაციაში ყოფნის სირთულე და კარგად გამიგებთ , თუ რას ნიშნავს უსამართლო დევნა და სამშობლოდან დაუსრულებელი განშორება!

    უმორჩილესად გთხოვთ შემიწყალოთ! მომეცით  საშუალება დავბრუნდე საქართველოში, ვიყო მხცოვანი დედის გვერდით და ამ რთულ პერიოდში როგორც რიგითი ჯარისკაცი ვემსახურო სამშობლოს!

     

    პატივისცემით

    ლევან მამალაძე                                                                  26.03.2020 წ                                                                                                                                                                                

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ირაკლი ჭავჭავაძე თბილისი საქართველო 27/05/2020
    2
    ინგა მახარადზე საქართველო თბილისი 27/05/2020
    3
    მიხეილ კოტრიკაძე საქართველო თბილისი 25/05/2020
    4
    besik kutaladze United States Brooklyn 25/05/2020
    5
    ნინო კორძაია საქართველო თბილისი 24/05/2020
    6
    დოდო ტაბატაძე საქართველო თბილისი 24/05/2020
    7
    თორნიკე თოდრია საქართველო თბილისი 24/05/2020
    8
    ქეთევან ღონღაძე საქართველო თბილისი 24/05/2020
    9
    მარინა ჯაფარიძე საქართველო თბილისი 23/05/2020
    10
    ლევან ჯაფარიძე საქართველო თბილისი 23/05/2020
    11
    Masho Metreveli Sakartvelo Rustavi 23/05/2020
    12
    Bela Metreveli Sakartvelo Rustsvi 23/05/2020
    13
    დათა ღვინჯილია საქართველო თბილისი 23/05/2020
    14
    რევაზ შალამბერიძე საქართველო თბილისი 23/05/2020
    15
    დავით სვანიძე საქართველო თბილისი 23/05/2020
    16
    ნანა ბარბაქაძე საქართველო თბილისი 23/05/2020
    17
    Nino Bregvadze Ellada Ateni 23/05/2020
    18
    მაცაცო გახოკიძე საქართველო თვილისი 22/05/2020
    19
    Luara Gerliani Sakartvelo Tbilisi 22/05/2020
    20
    აკაკი ქავთარაძე საქართველო თბილისი 22/05/2020