Manifest.ge არაკომერციული პროექტია რომელიც არსებობს დამფუძნებლების და მისი მომხმარებლების შემოწირულობებით.

ახლენდელი ვერსია შეიქმნა 2015 წელს. ამ პერიოდში უამრავი დეტალი გამოიკვეთა რომელიც საჭიროებს განახლებას/შეცვლას. ახალი ფუნქციონალის და საიტის გამართული მუშაობისთვის საჭიროა საიტის განახლება, რომლის ღირებულებაა 3 000 ლარი

donate

20 მაისი

2020

ლუკა
ხათრიძე
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 9996 ხელმოწერა
    4
    10000
    ადრესატი: ლევან კობიაშვილი

    UEFA-ში სფფ-მ გააგზავნოს მოთხოვნა ჩემპიონთა ლიგის მატჩ(ებ)ის საქართველოში გამართვასთან დაკავშირებით

    დღეს Covid 19 ინფექციის გავრცელების გამო, მთელი მსოფლიოს მსგავსად საფეხბურთო სამყაროც დროებით გაჩერებულია. ამ დროისთვის კი უმაღლეს ეშელონებში ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი თუ როგორი ფორმატით უნდა ჩატარდეს ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი მატჩები. ერთადერთი რაც ცნობილია, არის ის რომ გუნდებს შორის დუელი მხოლოდ ერთი მატჩით შემოიფარგლება.

    აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას UEFA 2020 წლის 17 ივნისს მიიღებს. შესაბამისად, რიგი ფაქტორების გამო ვფიქრობთ რომ "საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის" მხრიდან UEFA-სთვის შესაბამისი შეთავაზების გაკეთების შემთხვევაში, საკმაოდ კარგი შანსია რომ ჩემპიონთა ლიგის რომელიმე თამაში სწორედ ჩვენთან, საქართველოში ჩატარდეს:

    1) საქართველო ერთ-ერთი წამყვანია Covid 19 ინფექციასთან ბრძოლაში

    2) ჩვენი ქვეყანა ინფიცირებისა და გარდაცვლილთა რაოდენობის კოეფიციენტის მხრივ მთელს ევროპასა და მსოფლიოში მოწინავე ადგილზეა

    3) საქართველოს დიდი ტურნირების მასპინძლობის საკმაოდ კარგი და რაც ყველაზე მთავარია, წარმატებული გამოცდილება აქვს. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ 2015 წელს გამართული სუპერთასის ფინალი, რომელსაც ქვეყანამ ღირსეულად უმასპინძლა.

    4) მარკეტინგული თვალსაზრისი, რომლითაც UEFA აღმოსავლეთ ევროპაში პოზიციებს კიდევ უფრო გაიმყარებს.

     

    აღნიშნული თამაშები სავარაუდოდ აგვისტოს შუა რიცხვებში ჩატარდება. არც ის არის  ცნობილი დაესწრებიან მაყურებლები თამაშებს თუ არა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში კიდევ ერთი მატჩის მაღალ დონეზე ორგანიზება, ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ კარგი შესაძლებლობა იქნებოდა.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ცოტნე დუდაური საქართველო დუშეთი 20/05/2020
    2
    გოდერძი მარი საქართველო თბილისი 20/05/2020
    3
    ნიკუშა სირაძე საქართველო თბილისი 20/05/2020
    4
    ლუკა ხათრიძე საქართველო თბილისი 20/05/2020