Manifest.ge არაკომერციული პროექტია რომელიც არსებობს დამფუძნებლების და მისი მომხმარებლების შემოწირულობებით.

ახლენდელი ვერსია შეიქმნა 2015 წელს. ამ პერიოდში უამრავი დეტალი გამოიკვეთა რომელიც საჭიროებს განახლებას/შეცვლას. ახალი ფუნქციონალის და საიტის გამართული მუშაობისთვის საჭიროა საიტის განახლება, რომლის ღირებულებაა 3 000 ლარი

donate

22 მაისი

2020

CatchUp Georgia
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 922 ხელმოწერა
    78
    1000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი

    პარლამენტში სესიების დროს, პლასტმასის ბოთლები ჩანაცვლდეს ეკოლოგიური - შუშის ბოთლებით

    მივმართავთ თხოვნით საქართველოს პარლამენტს, რომელიც არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო და განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.

    პლასტმასის ბოთლით გამოწვეული ზიანი მსოფლიოში უმნიშვნელოვანეს გამოწვევად იქცა, პლასტმასის ბოთლს დაახლოებით 700 წელი სჭირდება გასახრწნელად. 100 მილიონზე მეტი პლასტმასის ბოთლი ხვდება ოკეანეში ყოველწლიურად. ჩვენს მიერ გადაყრილი პლასტმასი არსად მიდის, ის უკან გვიბრუნდება, შავ ზღვაში.

    პლასტმასის ბოთლი და მისი თავსახური ძალიან ხშირად, წყლის ბინადრებს, ფრინველებს და ცხოველებს ჯანმრთელობის პრობლემას უქმნის, ან მეტწილად, კლავს. ასევე, პლასტმასის ბოთლი შეიცავს ქიმიურ ნაერთ ბისფენოლ-ა, (Bisphenol A)-ს რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უაღესად საზიანოა.

    ამიტომ, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს თხოვნით, რომ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენებზე და სესიებზე პლასტმასის ბოთლების მაგივრად გამოყენებულ იქნეს შუშის ბოთლები, რაც ბევრად უფრო ეკოლოგიურია.

    ჩვენ გადავწყვიტეთ ეს ინიციატივა შემოგვეთავაზებინა, რადგან ვიაზრებთ ფაქტს, რომ პლასტმასის ჩანაცვლება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად ამ ინიციატივის დაწყება ქვეყნის უმთავრესი ორგანოდან ძალიან ეფექტიანი იქნება, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ საპარლამენტო საქმიანობას ადევნებს თვალს და აღნიშნული ორგანო საზოგადოებისთვის სამაგალითო უნდა იყოს.

     

    ფეისბუქ გვერდი: www.facebook.com/catchupgeorgia

    ინსგრამი: www.instagram.com/catchup_georgia/

    ელ-ფოსტა: info@catchup.ge

    ვებ-გვერდი: www.catchup.ge

     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    მარი კორძაია საქართველო თბილისი 06/07/2020
    2
    ნინიკ კვინიკაძე საქართველო თბილისი 24/06/2020
    3
    ოლეგი კაკუშაძე საქართველო თბილისი 05/06/2020
    4
    თორნიკე გზირიშვილი საქართველო კასპი 29/05/2020
    5
    ნინო გახარია საქართველო თბილისი 28/05/2020
    6
    ხათუნა წივწივაძე საქართველო თბილისი 26/05/2020
    7
    მარიამ კუბლაშვილი საქართველო ქალაქი 25/05/2020
    8
    თორნიკე კორძაია საქართველო თბილისი 25/05/2020
    9
    მარიცა ღურწკაია საქართველო თბილისი 25/05/2020
    10
    მარიამ ჯვარშეიშვილი საქართველო თბილისი 25/05/2020
    11
    თეა ხარაზი საქართველო ბათუმი 25/05/2020
    12
    ლიზი თავაძე საქართველო თბილისი 24/05/2020
    13
    ანა აბულაძე საქართველო ხულო 24/05/2020
    14
    ლაურა ქარცივაძე საქართველო ბათუმი 23/05/2020
    15
    მარიამ სურმანიძე საქართველო ბათუმი 23/05/2020
    16
    ლია უფლისაშვილი საქართველო თბილისი 23/05/2020
    17
    ნანა ხუნდაძე საქართველო თბილისი 23/05/2020
    18
    ნათია ძირკველიშვილი ა.შ.შ. ვესტპორტი 23/05/2020
    19
    მიხეილ ნიბლაძე საქართველო თბილისი 23/05/2020
    20
    ქეთევან შენგელია საქართველო თბილისი 23/05/2020