Manifest.ge არაკომერციული პროექტია რომელიც არსებობს დამფუძნებლების და მისი მომხმარებლების შემოწირულობებით.

ახლენდელი ვერსია შეიქმნა 2015 წელს. ამ პერიოდში უამრავი დეტალი გამოიკვეთა რომელიც საჭიროებს განახლებას/შეცვლას. ახალი ფუნქციონალის და საიტის გამართული მუშაობისთვის საჭიროა საიტის განახლება, რომლის ღირებულებაა 3 000 ლარი

donate

31 მაისი

2020

კერძო ბაღებისა და მშობლების საინიციატივო ჯგუფი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 51 ხელმოწერა
    1449
    1500
    ადრესატი: საქართველოს მთავრობა , თბილისის მერია , განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

    დროულად შეიქმნას ხედვა, რეკომენდაციები და გრაფიკი კერძო ბაღების ფუნქციონირების აღსადგენად.

    მოგმართავთ საქართველოში არსებული კერძო ბაღების წარმომადგენლები და მათი აღსაზრდელების მშობლები:

    მოგეხსენებათ ბავშვის ცხოვრებაში  ადრეული და სკოლამდელი  განათლების  როლის შესახებ, განსაკუთრებით კი ბავშვის სოციალურ-ემოციური  განვითარებისათვის. 

    ბაღები  არის ადგილი სადაც საგანმანათლებლო პერსონალი ზრუნავს  ბავშვების სოციალიზაციასა და ემოციურ კეთილდღეობაზე, მათ მრავალმხრივ განვითარებაზე. სამწუხაროდ შექმნილი ვითარების გამო ბავშვები, მათ შორის ისინიც ვინც ამ გარემოს  კრიტიკულად საჭიროებენ დარჩენილი არიან ბაღების გარეშე. 

    ბაღების ფუნქციონირება ხელს უწყობს იმასაც, რომ სხვადასხვა სამსახურებში დასაქმებულმა მშობლებმა  შეძლონ ბავშვების დატოვება მათთვის სანდო გარემოში და შეუფერხებლად განაგრძონ საქმიანობა და მოვალეობების შესრულება.

    კერძო ბაღებში დასაქმებულია,  რამდენიმე ათასი ადამიანი, როგორც დედაქალაქში ასევე სხვა ქალაქებში,  რომლებიც ამ დროისათვის სამსახურების გარეშე  არიან დარჩენილები. ბაღები ვერ იხდიან შენობების იჯარის საფასურს და ვერ ასრულებენ ფინანსურ ვალდებულებებს.

    კერძო ბაღების ფუნქციონირება სახელწიფოს ეხმარება იმითაც, რომ ინაწილებს ადრეული ასაკის ბავშების კონტიგენტს და ეხიდება  საჯარო ბაღების ისედაც გადატვირთულ ჯგუფებს. 

    ქვეყნაში იხსნება სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები და ყველა სექტორი, მათ შორის ხალხმრავალიდაწესებულებებიც  აახლებენ მუშაობას. ამ ფონზე ისევ დახურული რჩება სკოლამდელი განათლების დაწესებულებები.

    მიუხედავად ასეთი მნიშვნელობისა ბავშვების სრულფასოვანი განვითარებისა და ეკონომიკის ამუშავებისათვის, სამწუხაროდ, ამ სექტორზე არავინ საუბრობს, მეტიც შეკითხვების მიუხედავად პასუხებს არავინ იძლევა, არის სრული იგნორირება, რაც ამ რთულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ყველასთვის.

    გთხოვთ გაითვალისწინოთ საკითხის მნიშვნელოვანება ბავშვებისათვის, მშობლებისათვის და ამ სექტორში დასაქმებული ათასობით ადამიანისათვის და სპეციალისტების მონაწილეობით რაც შეიძლება მოკლე დროში შეიქმნას ხედვა, რეკომენდაციები  და გრაფიკი ფუნქციონირების აღსადგენად.

     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    კობა სახეჩიძე საქართველო თბილისი 26/10/2020
    2
    მარიამ ლომჯანიძე საქართველო თბილისი 02/09/2020
    3
    მარიამ ქობულაშვილი საქართველო თბილისი 01/09/2020
    4
    თინათინ ნათაძე საქართველო თბილისი 04/08/2020
    5
    ქეთევან შერვაშიძე საქართველო თბილისი 01/08/2020
    6
    სალომე როსტომაშვილი საქართველო თბილისი 30/07/2020
    7
    ასია დუმბაძე GE Batumi 24/07/2020
    8
    ხატია მეტრეველი საქართველო თბილისი 22/07/2020
    9
    სუზანა პეტროსიაჯუ საქართველო თბილისი 15/07/2020
    10
    ელენე ადეიშვილი საქართველო თბილისი 07/07/2020
    11
    მარიამი გენგაშვილი საქართველო თბილისი 07/07/2020
    12
    Elene Okromchedlishvili საქართველო თბილისი 06/07/2020
    13
    სალომე ძნელაძე საქართველო თბილისი 06/07/2020
    14
    ირაკლი ბოკუჩავა საქართველო თბილისი 30/06/2020
    15
    ნათია თევზაძე საქართველო ქუთაისი 25/06/2020
    16
    თამარ ცერცვაძე საქართველო თბილისი 25/06/2020
    17
    გიორგი ობოლაძე საქართველო ქუთაისი 25/06/2020
    18
    რუსუდან სამნიძე საქართველო ბათუმი 25/06/2020
    19
    სალომე ბუხრაშვილი საქართველო თბილისი 24/06/2020
    20
    დავით რევაზიშვილი საქართველო თბილისი 23/06/2020