Manifest.ge არაკომერციული პროექტია რომელიც არსებობს დამფუძნებლების და მისი მომხმარებლების შემოწირულობებით.

ახლენდელი ვერსია შეიქმნა 2015 წელს. ამ პერიოდში უამრავი დეტალი გამოიკვეთა რომელიც საჭიროებს განახლებას/შეცვლას. ახალი ფუნქციონალის და საიტის გამართული მუშაობისთვის საჭიროა საიტის განახლება, რომლის ღირებულებაა 3 000 ლარი

donate

18 ივნისი

2020

კარლო
მეგულაშვილი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 322 ხელმოწერა
    178
    500
    ადრესატი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მელიორაცია

    გადაიხედოს სარწყავი წყლის 10 დღიანი გრაფიკი თეთრიწყაროში

    პეტიცია იქმნება  თეთრიწყაროს რაიონი სოფ. ჯორჯიაშვილის თემის სახელით, აღნიშნულ სოფლებში სამელიორაციო სისტემის პრობლემიდან გამომდინარე.

    როგორც მოგეხსენებათ, თეთრიწყაროს რაიონის ქვედა ზონის სოფლები სარწყავდება ალგეთის წყალსაცავის რეზერვუარიდან, თუმცა რიგი მიზეზების გამო ვერ ხერხდება მოსახლეობის სამელიორაციო წყლით ელემენტარული უზრუნველყოფაც კი.

    2020 წლის აგრარული სეზონი სოფლებში იწყება მარტი-აპრილიდან, ხოლო წყლის სატესტო გამოშვება მხოლოდ ივნისის პირველ რიცხვებში მოხდა რამოდენიმე საათით.  აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როგორც დასახლებულ პუნქტებში, ისე დიდ სავარგულებში გამავალი სამელიორაციო სისტემა ძლიერ დაზიანებულია, რის გამოც მოსახლეობის ნაკვეთებამდე ვერ აღწევს სარწყავი წყალი, ხოლო სოფლის შიდა გზები და რიგი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დახეთქილი წყლის მილების გამო განიცდის წყლისმიერ ეროზიას.

    ქვემო ქართლის მელიორაციამ მიმდინარე აგრო სეზონზე შეადგინა გრაფიკი 10 დღის მონაცვლეობით, რაც გულისხმობს 10 დღის განმავლობაში სამელიორაციო წყლით სოფლების შეძლებისდაგვარად უწყვეტ მომარაგებას, ხოლო 10 დღის განმავლობაში სარწყავი წლის მიწოდების შეწყვეტას. ეს მიდგომა სოფლის მეურნეობისთვის ძლიერ საზიანოა, რადგან; როგორც მოგეხსენებათ ზაფხულში ამ სოფლების მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი არის ბოსტნეული კულტურების მოყვანა, მოწეული პროდუქციის ადგილობრივ და საქალაქო ბაზრებზე რეალიზება, ხოლო 10 დღის განმავლობაში ბაღჩეული კულტურების უწყლოდ დატოვება ძლიერ დააზარალებს ადგილობრივ მცირე და საშუალო ფერმერებს. 

    უამრავი ზარის მიუხედავად ქვემო ქართლის მელიორაციის სამსახურის უფროსი ბატონი პაატა აბაშიძე იმეორებს, რომ ჩვენ წყალი წიწმატის მოსაყვანად გვინდა რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

    პეტიციით ვითხოვთ, გადაიხედოს თეთრიწყაროს რაიონში სამელიორაციო გრაფიკი და  მელიორაციის სამსახურის  კომპეტენციის ფარგლებში და აგროკულტურების რწყვის საჭიროების შესაბამისად შეიქმნას  ადგილობრივ ფერმერებზე მორგებული მეტი ინტენსივობის  სამელიორაციო გრაფიკი.  ერთადერთი არგუმენტი რაც ადგილობრივი მელიორაციის სამსახურს აქვს არის ალგეთის წყალსაცავში წლის მცირე რაოდენობა რაც სიმართლეს არ შეესაბამება და გთავაზობთ ამის ვიზუალურ მტკიცებულებას. გარდა ამისა გრაფიკის ცლილება  წყლის ხარჯს არ გაზრდის.

    უფრო ხშირი ინტენსივობის შემთხვევაში, მაგ 5-6 დღიაანი გრაფიკის შემთხვევაში კარგი გამოსავალია მარტივად აღმოვაჩინოთ საირიგაციო მილების პრობლემები და მისი დროულად შეკეთების ხარჯზე  მოხდეს წყლის დაზოგვა და არა დღეების შემცირებით.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    თაჯირ ბუდაგოვი საქართველო თბილისი 24/07/2020
    2
    მზია მანჯავიძე საქართველო თბილისი 07/07/2020
    3
    თამარი მაისურაძე საქართველო თბილისი 03/07/2020
    4
    სოფიო გოცაძე საქართველო თბილისი 30/06/2020
    5
    ლალი თოიძე საქართველო თბილისი 30/06/2020
    6
    ეკატერინე ხოსიტაშვილი საქართველო თბილისი 30/06/2020
    7
    ლევან სარაჯევი საქართველო ასურეთი 30/06/2020
    8
    ლევან მენთეშაშვილი საქართველო ბოლნისი 23/06/2020
    9
    Nato Chubinidze Georgia Tbilisi 22/06/2020
    10
    თემგიზ ყიფიანი საქართველო თბილისი, ასურეთის დაჩები 22/06/2020
    11
    ქეთევან ყიფიანი საქართველო თბილისი, ასურეთის დაჩები 22/06/2020
    12
    ნოე კუგოტი საქართველო თბილისი 22/06/2020
    13
    ანა მეცხოვრიშვილი საქართველო თბილისი 22/06/2020
    14
    ლევან ფავლენიშვილი საქართველო თბილისი 22/06/2020
    15
    ელენე გოგოლაძე საქართველო თბილისი 22/06/2020
    16
    თამთა კერესელიძე საქართველო თბილისი 22/06/2020
    17
    ნოდარ გაგნიაშვილი საქართველო ასურეთი 22/06/2020
    18
    ზურა მამაცაშვილი საქართველო თეთრიწყარო 22/06/2020
    19
    ალექსანდრე ბერულავა საქართველო თბილისი 22/06/2020
    20
    დავით მამალაძე საქართველო ასურეთი 22/06/2020