Manifest.ge არაკომერციული პროექტია რომელიც არსებობს დამფუძნებლების და მისი მომხმარებლების შემოწირულობებით.

ახლენდელი ვერსია შეიქმნა 2015 წელს. ამ პერიოდში უამრავი დეტალი გამოიკვეთა რომელიც საჭიროებს განახლებას/შეცვლას. ახალი ფუნქციონალის და საიტის გამართული მუშაობისთვის საჭიროა საიტის განახლება, რომლის ღირებულებაა 3 000 ლარი

donate

23 ივნისი

2020

არა ექპერიმენტულ ვაქცინას
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • გამარჯვებული
    1131
    ადრესატი: საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრეზიდენტი , შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

    მასიურ ვაქცინაციასთან და „კოვიდ 19“ ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

    მასიურ ვაქცინაციასთან და „კოვიდ 19“ ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

    საქართველოს პრემიერ - მინისტრს

    საქართველოს პრეზიდენტს

    საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯამრთელობის დასოციალური დაცვის მინისტრს

    საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრს

    ჩვენმა ქვეყანამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით  შეძლო  კორონა ვირუსის შეჩერება. დაავადებისადმი სწორი მიდგომა და სამედიცინო  მომსახურეობის  ხელმისაწვდომობა, გახდა    სიკვდილიანობის და გართულებების  მნიშვნელოვანი  შემცირების წინაპირობა.

    მაგრამ, დღეს ვდგავართ  ისეთი  საფრთხის  წინაშე, როგორიცაა არასაკმარისად გამოცდილი ვაქცინით  მოსახლეობის მასიური ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილეობა

    2020 წლის 4 ივნისს,  გლობალური ვაქცინაციის  სამიტმა  მხარი  დაუჭირა  ვაქცინების გამარტივებული წესით  დაჩქარებულ შექმნასა და ლეგალიზებას,  მათი  სწრაფი გამოყენების და  რეალიზაციის  მიზნით.  ხელმომწერთა შორის იყო საქართველოს მთავრობაც. 

    ქვეყანაში, სადაც ყოველ მეორე მოქალაქეს აქვს 1 ან მეტი ქრონიკული  დაავადება, მოსალოდნელია გართულებების მიღება და  დაავადებების პროვოცირება.

    მოვითხოვთ, რომ  საქართველოში გამოყენებული იყოს მხოლოდ ისეთი ვაქცინა, რომელიც იქნება გამოკვლეული  ყველა დაწესებული საერთაშორისო სტანდარტის დაცვით.

        ვაქცინაცია  უტარდებათ  ადამიანებს  გარკვეული  დაავადებების  პრევენციის  მიზნით. ამ პროცედურის უსაფრთხოებისათვის საჭიროა სათანადოდ იყოს გამოკვლეული და  შესწავლილი ვაქცინის ეფექტურობა, მისის გრძელვადიანი  გავლენა  იმუნურ  სისტემაზე  და მისი  პოტენციური  როლი  ქრონიკული  დაავადებების  განვითარებასთან  მიმართებაში.

    მასიური  ვაქცინაციის  დროს შეუძლებელია  ინდივიდუალური რისკების  შეფასება, რასაც  ხშირ   შემთხვევაში    გაუთვალისწინებელი  შედეგები მოსდევს. ბოლო  30 წლის განმავლობაში, საერთაშორისო საზოგადოებისათვის კარგადაა ცნობილი კორონოვირუსების  საპრევენციო ვაქცინის შექმნის არაერთი უშედეგო  მცდელობა და  სავალალო შედეგები.  ამიტომ მეცნიერები განსაკუთრებული  სიფრთხილით ეკიდებიან კოვიდ-19 ს ვაქცინის დაჩქარებული წესით შექმნის და გამოყენების საკითხს.

       ბოლო წლებში  ადმინისტრირების  შედეგად  გამოვლენილია  250  000   დეფექტური  ვაქცინა  ჩინეთში, ადგილობრივი  კომპანიის  ტრაგედია  პოლიომიელიტთან  დაკავშირებით,   პარალიზების  და  სიკვდილის 450  000 შემთხვევა  ფილიპინებში,   დაზარალებულები  ინდოეთში, კერძოდ  დენგში. აღნიშნული ნეგატიური შემთხვევები მიუთითებენ იმაზე,  რომ  სერთიფიცირების  გამარტივება  ტრაგიკულად  არათავსებადია  ვაქცინების  უსაფრთხოებასა  და/ან  ეფექტურობასთან.    დღის  წესრიგში  დგება  ახალი სტანდარტების  შემუშავების  აუცილებლობა,  მაკონტროლებელი  სისტემის გამკაცრება. ვაქცინების  ტესტირება უნდა ტარდებოდეს როგორც  ეროვნული, ასევე  დამოუკიდებელი  ლაბორატორიების  მიერ, რათა თავიდან  იქნას  აცილებული  ვაქცინების შენახვისა  და  ტრანსპორტირების  დროს  რაიმე  ტიპის  ტექნიკური ხარვეზი  თუ  ფალსიფიკაცია.

    ვაქცინაციის  შედეგებზე  პასუხისმგებლობა  უნდა აიღოს სახელმწიფომ და შესაბამისმა  ორგანოებმა საზოგადოებას უნდა  წარუდგინონ სარწმუნო  მონაცემები მისი კვლევების შედეგების, ეფექტურობისა და გამჭირვალობის შესახებ.მაგრამ  დღეისათვის პასუხისმგებელმა  პირებმა ხელი  მოაწერეს სრულიად საწინააღმდეგოს, სერთიფიცირების  გამარტივებას.

        საზოგადოებაში  ვაქცინაზე დაკარგული ნდობის  აღდგენის  მიზნით, მოვითხოვთ,  სანამ  შესაბამისი ორგანოების მიერ გაიცემა   რაიმე ტიპის რეკომენდაცია ან  ნებართვა,  ყველა ვაქცინაზე  საზოგადოებას წარედგინოს შემდეგი ტესტირება-კვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

    -              ხანგრძლივი (სტანდარტული) კლინიკური გამოცდა, არამარტო  ვაქცინების მწარმოებელი ფირმების, არამედ  დამოუკიდებელი ორგანიზაციებიდან ;

    -              ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე გრძელვადიანი (სტანდარტული) კვლევები, და არა „რამოდენიმე დღიანი“;

    - კანცეროგენობაზე;

    - ფერტილობაზე; (რეპროდუქციის უნარი)

    - ორსულობაზე გავლენა და ტესტი ნაყოფის განვითარებაზე;

    - მუტაგენობაზე;

    - ინერტული პლაცებოტესტირება;

    - კვლევები ვაქცინის უსაფრთხოებაზე  ბავშვის ასაკთან შეფარდებაში.

    განსაკუთრებით ვითხოვთ კვლევებს კომბინირებული ვაქცინების და კოვიდ-19-ის ვაქცინის ერთდროულად გამოყენების შედეგების შესახებ, როგორც გეგმიური, ასევე სეზონური გრიპის და პნევმოკოკის შემთხვევაში.

    როგორც წესი, კვლევების უმრავლესობა ტენდენციურია და ადგილი აქვს ინტერესთა კონფლიქტს, რადგანაც  ლიცენზირებამდე კვლევები ძირითადად ტარდება  ვაქცინის მწარმოებლის მიერ, რომელსაც აქვს ბიზნეს ინტერესი. აუცილებელია  დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევა ვაქცინებთან დაკავშირებული დასკვნებისა და რეკომენდაციების გაცემის დროს და ასევე ვაქცინაციის პოლიტიკის განსაზღვრისას.

     თუ „ჯანმო“ და ჩვენი მთავრობა იღებს პასუხისმგობლას, წინასწარ შერჩეული (პრეკვალიფიკაციით)  ვაქცინების უსაფრთხოებაზე,  მაშინ ასევე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ვაქცინებით ჩატარებული ვაქცინაციის  შესაძლო გართულებებზე.

    მთელი მოსახლეობის იძულებითი  ვაქცინაციაიმ ვაქცინით, რომლის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის საკმარისად გამოცდილი, არის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა და იძულებითი აპრობაცია.

    ეს ადამიანის უფლებათა დარღვევაა, რაც ეწინააღმდეგება:

    •             ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კონვენციას;

    •             საქართველოს კონსტიტუციას;

    •             ნიურნბერგის კოდექსს;

    •             ადამიანის უფლებათა დაცვის  პაქტს;

    •             ევროკავშირის ადამიანის უფლებების ძირითად ქარტიას;

    •             ბავშვთა უფლებების გაეროს კონვენციას;

    •             სამედიცინო სფეროში ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვის ევროპის საბჭოს კონვენციას;

    •             ბიომედიცინაში ადამიანის უფლებების კონვენციას;

    •             პაციენტის უფლებების ევროპული ქარტიას;

    •             გაეროს სამოქალაქო  და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტს;

    •             ჟენევის „ მსოფლიოს მედიკოსთა ასოციაციის“ ასამბლეაზე მიღებულ 1948 დეკლარაციას; 

    •             საქართველოს კანონს „პაციენტის უფლებების შესახებ“;

    •             სხვა საერთაშორისო ნორმატიულ აქტს და აღიარებულ ნორმებს, რომელთა მიხედვითაც ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა უნდა მოხდეს მხოლოდ ადამიანის ან მისი მეურვის „ინფორმორებული თანხმობით“,  რაც გულისხმობს იმას, რომ ის უნდა იყოს გაფრთხილებული ნებისმიერი მოსალოდნელი რისკების შესახებ და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღოს გადაწყვეტილება ნესბიემიერი სამედიცინო ჩარევის შესახებ.

    საერთაშორისო ნორმები და ადამიანის უფლებების დაცვის აღიარებული პრინციპები კრძალავენ ადამიანის ნებართვის გარეშე სამედიცინო ჩარევას, ვაქცინაციას, ექსპერიმენტების ჩატარებას.

    მოვითხოვთ: ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა ვაქვინაციასთან დაკავშირებულ რისკებზე, მინიმუმამდე დაიყვანოს ეს რისკები  და უზრუნველყოს ნებაყოფლობითი ვაქცინაცია სრული „ინფორმირებული თანხმობის“ საფუძველზე.

    მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი  სამედიცინო სისტემისა და ვაქცინაციისადმი. საზოგადოების ნდობის აღდგენა,

    წინასწარ გიხდით მადლობას

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    დარეჯან შენგელია საქართველო თბილისი 10/08/2020
    2
    ნათია წერეთელი საქართველო თბილისი 10/08/2020
    3
    ხათუნა ვაშაძე საქართველო თბილისი 08/08/2020
    4
    ანა ფარჯიანი Georgia Tbilisi 08/08/2020
    5
    ნინო გაფრინდაშვილი საბერძნეთი ათენი 08/08/2020
    6
    ვახტანგ ქურდაშვილი საქართველო თბილისი 07/08/2020
    7
    Tinatin Iremadze Sakartvelo Telavi 07/08/2020
    8
    ლევან გეჯაძე საქართველო კასპი 07/08/2020
    9
    ვიოლეტა ბოჟაძე საქართველო თბილისი 06/08/2020
    10
    გიორგი რაზმაძე საქართველო თბილისი 06/08/2020
    11
    თინათინ სვანიძე საქართველო თბილისი 06/08/2020
    12
    როინ ფსუტური საქართველო თბილისი 06/08/2020
    13
    მარინე ჯანხოთელი საქართველო თბილისი 06/08/2020
    14
    ბესარიონ კინწურაშვილი ამერიკა ბოსტონი 06/08/2020
    15
    მარეხ რობაქიძე საქართველო წყალტუბო 06/08/2020
    16
    ლიანა ბოჭორიშვილი საქართველო წყალტუბო 06/08/2020
    17
    ანა გედენიძე გედენიძე საქართველო წყალტუბო 06/08/2020
    18
    მუხრან ქალდანი საქართველო თბილისი 06/08/2020
    19
    ვასილი შაქარაშვილი საქართველო საგარეჯო 06/08/2020
    20
    ნათია ორველაშვილი საქართველო თბილისი 06/08/2020