Contact Information
gallery images

გამარჯვებული

1986
1500

ადრესატი:

საქართველოს მთავრობა

გაიხსნას სახელმწიფო საზღვრები!

პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა სრულად გააჩერა და დააზარალა ტურიზმის სექტორი. დაიხურა სასტუმროების 90%,  დაიკეტა კვების ობიექტები, ტურისტული სააგენტოები,  დაიკარგა დაახლეობით 100 000 სამუშაო ადგილი.

ამ სფეროში დასაქმებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მძიმე ტვირთად აწევთ საბანკო სესხები, რომელიც  4.5 მილიარდ ლარს შეადგენს.

ჩაკეტილი საზღვრების პირობებში ქუჩებში მრავლდება წარწერები -დაკეტილია,  ქირავდება, იყიდება.

ევროპამ საქართველო მწვანე ქვეყნების სიაში შეიყვანა და გაგვიხსნა საზღვრები, თუმცა საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა დასავლეთს და საზღვრების გახსნა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ასეთ პირობებში, თითოელი დღე ნიშნავს დამატებით დაკეტილ ობიექტბს,  შემოსავლის გარეშე დარჩენილ ოჯახებს,  ათობით ათასი ადამიანის შიმშილისთვის გაწირვას.

მოაწერეთ ხელი პეტიციას. ერთად მოვთხოვოთ მთავრობას, ეპიდუსაფრთხოების წესების სრული დაცვით, დროულად  გახსნას ქვეყნის საზღვრები!