Manifest.ge არაკომერციული პროექტია რომელიც არსებობს დამფუძნებლების და მისი მომხმარებლების შემოწირულობებით.

ახლენდელი ვერსია შეიქმნა 2015 წელს. ამ პერიოდში უამრავი დეტალი გამოიკვეთა რომელიც საჭიროებს განახლებას/შეცვლას. ახალი ფუნქციონალის და საიტის გამართული მუშაობისთვის საჭიროა საიტის განახლება, რომლის ღირებულებაა 3 000 ლარი

donate

10 ივლისი

2020

შემოქმედებითი ინდუსტრიების გამოწვევები
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 5 ხელმოწერა
    55
    60
    ადრესატი: ქ. ბათუმის მერია. აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო

    აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოღვაწე მუსიკალური ბენდების და შემოქმედებითი ჯგუფების ერთობლივი განცხადება

    ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, არაერთი კულტურული ღონისძიება გადაიდო როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რამაც პირდაპირი და მძიმე ზეგავლენა იქონია ჩვენზე - შემოქმედებით ჯგუფებზე, მუსიკალურ ბენდებსა და შემსრულებლებზე. მიუხედავად იმისა, რომ მოიხსნა ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა, კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და მათი ჩატარება კვლავ ვერ ხერხდება, ორგანიზაციებისთვის თუ კერძო დაწესებულებებისთვის (კლუბებისთვის და ბარებისთვის) დადგენილი შეზღუდვების გამო. ამ გამოწვევებს კიდევ უფრო ამძაფრებს ეკონომიკური კრიზისი კერძო სექტორში და ტურისტების სიმცირე აჭარის ა/რ-ში, რაზეც ასევე იყო დამოკიდებული ჩვენი შემოსავალი.

    ჩვენთვის ცხადია, რომ პანდემია არ დასრულდება უახლოეს თვეებში და სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს. თუ შესაბამისმა უწყებებმა დროულად არ დაიწყეს პამდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის გრძელვადიან სამოქმედო გეგმის შემუშავება, ჩვენ აღმოვჩნდებით უკიდურესად მძიმე სიტუაციაში. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიერ გამოცხადებული კონკურსი ფესტივალების ჩატარებასთან დაკავშირებით, ვერ უზრუნველყოფს რიგი იმ პრობლემების მოგვარებას, რაც დღეს შემოქმედებითი ინდუსტრიების წინაშე დგას.

    მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უწყებებს, ამ შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ქალაქ ბათუმის მერიას, ჰქონდეთ ადეკვატური კომუნიკაცია შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებთან, ისეთი ფორმით, სადაც დაინტერესებულ პირებს გვექნება საკუთარი აზრის დაფიქსირების და პრობლემურ საკითხებზე დისკუსიის შესაძლებლობა. ურთიერთობა არ უნდა შემოიფარგლებოდეს ერთეულ ინდივიდებთან შეხვედრებით. ყოველივე ამას უნდა მიეცეს შესაბამისი ფორმალური და სტრუქტურული სახე. 

    აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე ქალაქ ბათუმის მერიას, შექმნან შესაბამისი სექტორული ჯგუფი, შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლების, მათ შორის მუსიკოსების, არტ მენეჯერების და დარგის შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობით, რათა დაიწყოს დისკუსია და გადაიდგას კონკრეტული, ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები კულტურის სფეროში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამოსასწორებლად. 

    საინიციატივო ჯგუფი:

    შემოქმედებითი ინდუსტრიების გამოწვევები

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ია მამალაძე საქართველო ჩოხატაური 23/07/2020
    2
    ბათუმი მერკვილაძე საქართველო ბათუმი 23/07/2020
    3
    ანა კვინიკაძე საქართველო თბილისი 23/07/2020
    4
    ანუნა ბუკია Georgia Tbilisi 23/07/2020
    5
    მალხაზ ბაბლუანი საქართველო ბათუმი 21/07/2020
    6
    პაატა ძიძიგური საქართველო ბათუმი 12/07/2020
    7
    Giorgi Gabisonia Saqartvelo Batumi 12/07/2020
    8
    ლევან ხუჯაძე საქართველო ბათუმი 12/07/2020
    9
    ლევან ჯაფარიძე საქართველო თბილისი 11/07/2020
    10
    Ილა Წულაძე Საქართველო Თბილისი 11/07/2020
    11
    მეგი კობალაძე საქართველო ბათუმი 11/07/2020
    12
    რევაზ დოლიძე საქართველო თბილისი 11/07/2020
    13
    ბექა უნგიაძე საქართველო ბათუმი 11/07/2020
    14
    გიორგი ხაბაძე საქართველო ბათუმი 11/07/2020
    15
    გიორგი ირემაძე საქართველო ბათუმი 11/07/2020
    16
    ვაჟა მილორავა საქართველო ბათუმი 11/07/2020
    17
    გიორგი ირემაძე საქართველო ბათუმი 11/07/2020
    18
    ნონა დიასამიძე საქართველო ბათუმი 11/07/2020
    19
    დავით ხილაძე საქართველო ბათუმი 11/07/2020
    20
    სალომე ცეცხლაძე საქართველო ბათუმი 11/07/2020