Manifest.ge არაკომერციული პროექტია რომელიც არსებობს დამფუძნებლების და მისი მომხმარებლების შემოწირულობებით.

ახლენდელი ვერსია შეიქმნა 2015 წელს. ამ პერიოდში უამრავი დეტალი გამოიკვეთა რომელიც საჭიროებს განახლებას/შეცვლას. ახალი ფუნქციონალის და საიტის გამართული მუშაობისთვის საჭიროა საიტის განახლება, რომლის ღირებულებაა 3 000 ლარი

donate

25 აგვისტო

2020

მომავლის
სოფელი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 914 ხელმოწერა
    86
    1000
    ადრესატი: თბილისის საკრებულო , საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა

    შეიცვალოს დასახლებულ პუნქტებში სიჩქარის ლიმიტი

    წითელსოფლელ პატარა გოგონას დაბადების დღეზე ნაჩუქარი ბურთი ეზოდან გადაუვარდა. ბავშვური ემოციით, მან ჭიშკარი გამოაღო და სანამ დედა დაძახებას მოასწრებდა, ტრასაზე გავარდა, რომ მანქანებისგან დაეცვა ძვირფასი საჩუქარი. 

    გზაზე ტრაილერის მძღოლი დაშვებულზე 10 კილომეტრით ჩქარა მოძრაობდა. ფორმალურად ის წესს არ არღვევდა, მაგრამ როცა ბავშვი წინ გადაუხტა რეაგირება ვერ მოასწრო და უბედური შემთხვევა მოხდა.

     

    ცნობილია, რომ მკვეთრი დამუხრუჭებისას სრულად გაჩერების მანძილი 50 კმ/სთზეც კი ყველაზე მომზადებულ შემთხვევაში, საუკეთესო ხუნდებით 6 მეტრია. რეალურ სიტუაციაში, ეს 15 მეტრზე ნაკლები არასოდესაა. მანძილი იზრდება სიჩქარესთან ერთად და გამოითვლება ფორმულით: სიჩქარე/10X3-ზე

    „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო საცხოვრებელ ზონაში − არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. თუ დასახლებულ პუნქტში საგზაო პირობები იძლევა მაღალი სიჩქარით მოძრაობის შესაძლებლობას, შესაბამისი საგზაო ნიშნის დადგმით მოძრაობის სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს გზის ცალკეულ მონაკვეთებზე. ამავე კანონის პირველი დანართის 4.6 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.6. „მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ − ადგენს გზაზე მოძრაობის მინიმალური სიჩქარის ზღვარს. ნიშნის მოქმედება ვრცელდება ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას − დასახლებული პუნქტის ბოლომდე.

    არსებული რეგულაციის მიუხედავად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, „სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 10 კმ/სთ მაინც შეუძლია, რასაც პრქატიკულად ყველა მძღოლი ხელოვნურად იყენებს.

    გამომდინარე იქიდან, რომ სიჩქარის განმსაზღვრელი კამერები ყველგან არ მუშაობს, ვთვლით, რომ აუცილებელია დასახლებულ პუნქტებში მაქსიმალური სიჩქარე განისაზღვროს 50 კ/სთით, ხოლო ქალაქებში, ყველგან მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე გახდეს 40 კმ/სთ.

    სტატისტიკის მიხედვით, საგზაო შემთხვევების 23-26 % სიჩქარის გადაჭარბებაზე მოდის.

    განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან სატრანზიტო გზებთან მცხოვრები ადამიანები, სკოლებთან და საბავშვო სკვერებთან მოსიარულე ბავშვები და ცხოველებიც კი, რომლებიც ასობით იხოცება გზებზე.

    ვფიქრობთ, ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია. გვიან მისვლა სჯობს საერთოდ ვერ მისვლას.

    დავიცვათ მგზავრისა და ფეხითმოსიარულეების უფლებები.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    მაკა ტუასონ საქართველო თბილისი 27/09/2020
    2
    ლიზა გომურიშვილი საქართველო თბილისი 27/09/2020
    3
    ლელა ლიპარტელიანი საქართველო თბილისი 27/09/2020
    4
    ლია აბესაძე საქართველო თბილისი 27/09/2020
    5
    ნანუკა მარატუ Greece Athens 27/09/2020
    6
    ნესტანი კაპანაძე საქართველო თბილისი 27/09/2020
    7
    Ირინე Კვირჭიშვილი Საქართველო Რუსთავი 27/09/2020
    8
    ნინო ფერიშვილი საქართველო თბილისი 27/09/2020
    9
    ლოლა სანაი საქართველო თბილისი 27/09/2020
    10
    ეკატერინე გაჩეჩილაძე საქართველო თბილისი 27/09/2020
    11
    დავით მოლოდინი საქართველო თბილისი 27/09/2020
    12
    მარიამ ლუხუმაიძე საქართველო თბილისი 27/09/2020
    13
    ავთო თენიეშვილი საქართველო თბილისი 27/09/2020
    14
    ვასილ ილურიძე საქართველო თბილისი 27/09/2020
    15
    თეა აკობია საქართველო თბილისი 08/09/2020
    16
    არტემ მერებაშვილი საქართველო თბილისი 07/09/2020
    17
    ინა ინა საქართველო თბილისი 07/09/2020
    18
    მაია ქავთარაშვილი საქართველო თბილისი 07/09/2020
    19
    ანა რურუა საქართველო თბილისი 07/09/2020
    20
    მადონა ქავთარაძე საქართველო რუსთავი 07/09/2020