Manifest.ge არაკომერციული პროექტია რომელიც არსებობს დამფუძნებლების და მისი მომხმარებლების შემოწირულობებით.

ახლენდელი ვერსია შეიქმნა 2015 წელს. ამ პერიოდში უამრავი დეტალი გამოიკვეთა რომელიც საჭიროებს განახლებას/შეცვლას. ახალი ფუნქციონალის და საიტის გამართული მუშაობისთვის საჭიროა საიტის განახლება, რომლის ღირებულებაა 3 000 ლარი

donate

28 სექტემბერი

2020

მოძრაობა არა ონის კასკადს;
რიონის ხეობის გადარჩენისთვის
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 6834 ხელმოწერა
    3166
    10000
    ადრესატი: საქართველოს მთავრობა , საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტრო, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები

    შეწყდეს რაჭა-ლეჩხუმში დამანგრეველი ჰესების მშენებლობა / Stop the construction of devastating HPPs in Racha-Lechkhumi

    რიონის ხეობა საფრთხეშია.

    საქართველოს მთავრობა რაჭაში და ლეჩხუმში ჰიდროელექტროსადგურების ორი მასშტაბური კასკადის აშენებას გეგმავს - ონის და ნამახვანის კასკადებს. ისინი საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ მდინარე რიონის ხეობას და ბუნებას, არამედ - რაჭის, ლეჩხუმის და ქუთაისის მოსახლეობასაც და რეგიონების მდგრად განვითარებას. 

    For English please  scroll down #გადავარჩინოთრიონი #არაონისკასკადს #არანამახვანიჰესს #saverioniriver

    ონის კასკადის შედეგად, ქვეყნის ყველაზე წყალუხვი მდინარის - რიონის 37 კილომეტრიან მონაკვეთზე მდინარის კალაპოტში წყლის ბუნებრივი ჩამონადენის (საშუალო მრავალწლიური ხარჯის) მხოლოდ მეათედი დარჩება, ხოლო დანარჩენი ჰესის გვირაბებში მოექცევა. ეს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ხეობის ფლორასა და ფაუნას. რიონი ვეღარ შეასრულებს მის ეკოლოგიურ ფუნქციებს - ღვარცოფული მდინარეების მიერ ჩამოტანილი ქვა-ღორღისა და ორგანული ნივთიერებების გადატანას. ამით, ერთი მხრივ, საფრთხე შეექმნება უშუალოდ ჰესის არეალში მცხოვრებ მოსახლეობას, ხოლო მეორე მხრივ, ქვედა დინებაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწები გამოიფიტება და ნაპირების ეროზია მოხდება. თავად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაშიცაა აღნიშნული, რომ კასკადი სარისკოა მეწყრული სოფლებითვის და შესაძლოა ადგილობრივი მაცხოვრებლების განსახლება გახდეს საჭირო. ის მნიშვნელოვანი ასპექტი მასშტაბური ჰესის საპროექტო დოკუმენტაციაში შესწავლილი საერთოდ არ ყოფილა.

    ონის სოფლების თავზე, სეისმურად და გეოლოგიურად შეუსწავლელ მთებში, გვირაბებში მოქცეულმა რიონმა, შესაძლოა დიდი საფრთხე შეუქმნას ადამიანების სიცოცხლეს და გააქროს უწერის ცნობილი მინერალური წყლები, რაც რეგიონს მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს შეზღუდავს.

    არც ონის, არც ნამახვანის კასკადის პროექტებში, სათანადოდ არ შესწავლილა და უგულებელყოფილია სეისმური რისკები. ეს მაშინ, როცა რაჭა-ლეჩხუმს კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, გამანადგურებელი მიწისძვრა ახსოვს და მისი განმეორების შესაძლებლობა არსებობს.

    433 მგვტ-იანი ნამახვანის კასკადის რეზერვუარების სარკის ზედაპირის ფართობი610 ჰექტარია, რომელიც დატბორავს წყალტუბოსა და ცაგერში სოფლებს, უნიკალურ ბიომრავალფეროვნებასა და კულტურულ მემკვიდრეობას. დაზიანების შემთხვევაში, ნამახვანის კაშხლიდან გამოხეთქილი 34 მეტრიანი ტალღა ქუთაისს 19 წუთში დაატყდება, წყალდიდობით გამოწვეული საფრთხე კი მთელ კოლხეთის დაბლობს დაემუქრება.

    ნამახვანის ჰესი მიკროკლიმატსაც შეცვლის ლეჩხუმში. ეს იმას ნიშნავს, რომ დავკარგავთ უნიკალური ქართული ვაზის ჯიშის- ცოლიკაურის მიკროზონას, ანუ, ტვიშის ღვინოს, ისევე როგორც უსახელოურის მიკროზონას. პროექტს ასევე ზემოქმედება ექნება ამბროლაურში ხვანჭკარას მიკროზონაზე. ეს მნიშვნელოვანი დანაკარგია ადგილობრივი მეწარმეებისთვისაც, რომელთა წლების განმავლობაში გაშენებული ვენახები და სამომავლო გეგმები, მათ შორის, ხალხისგან ისედაც დაცლილ მთის სოფლებში ტურისტების მოზიდვა, წყალში ჩაიყრება.

    არც ერთ პროექტზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არ გაითვალისწინა ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია. პროექტებზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები მოსახლეობის და საზოგადოების სათანადო ჩართულობის და მონაწილეობის გარეშე, კანონდარღვევით გაიცა.

    ამ ყველაფერთან ერთად, პროექტების განვითარება ისე დაიწყო, რომ მათი ეკონომიკური საჭიროება დაუსაბუთებელია: არ არის წარმოდგენილი დანახარჯისა და სარგებლის ანალიზი, რაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნაწილი უნდა იყოს. მეტიც, ნამახვანის ჰესების კასკადზე გაფორმებული ხელშეკრულება კონფიდენციალურია, ონის კასკადის ხელშეკრულების მიხედვით კი, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულებას იღებს კერძო კომპანიისგან 20 წლის განმავლობაში ელექტროენერგია შეისყიდოს და მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარანტირებულად მაღალ ფასი გადაუხადოს (საშუალოდ 1 კვტ.სთ10 ცენტზე მეტი).

    აღსანიშნავია, რომ ნამახვანი ჰესის მშენებლობის ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომელმაც უკვე ააშენა მძიმე შედეგებით ცნობილი შუახევი ჰესის პროექტი. შუახევი ჰესის გვირაბები ამუშავებიდან 2 თვეში ჩამოინგრა, რისი მიზეზიც გეოლოგიური რისკების არასაკმარისი შესწავლა იყო. დამატებითი სამუშაოების შედეგად, 2020 წელს შუახევი ჰესი ამუშავდა, თუმცა რისკები მოსახლეობისა და გარემოსთვის კვლავაც მაღალია.

    მიუხედავად უამრავი რისკისა და პრობლემისა, კანონდარღვევებისა, სათანადო წინასწარი კვლევებისა და უსაფრთხოების გარანტიების არარსებობისა და, უკვე წლებია, ადგილობრივი მოსახლეობის მწვავე პროტესტისა, ონისა და ნამახვანის ჰესების შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოს მთავრობამ უკვე გასცა. ონის კასკადზე გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ხოლო ნამახვანის ჰესზე - სამშენებლო ნებართვაც წინასწარ სამუშაოებზე. ლეჩხუმში მძიმე ტექნიკა უკვე შევიდა და, ხალხის პროტესტის ფონზე, სამუშაოები დაიწყო.

    შემოგვიერთდით, დავიცვათ რიონი, რადგან ეს ჩვენი სიცოცხლის, ჩვენი მომავლის და კანონის დაცვას ნიშნავს. გადავარჩინოთ რაჭა-ლეჩხუმი!

    საქართველოს მთავრობისგან მოვითხოვთ:

    1. შეწყდეს მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების - ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა.

    2. დაუყოვნებლივ შეიქმნას რაჭის ეროვნული პარკი, სადაც სხვა ეკოსისტემებთან ერთად, დაცული იქნება მდინარე რიონი და მისი შენაკადები.

    3. საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში რისკის შემცველი პროექტების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბუნებრივ ეკოსისტემებს, მდინარეებს და აფერხებს მაღალმთიანი რეგიონების მდგრად განვითარებას.

    4. გასაჯაროვდეს ჰიდროელექტროსადგურებზე გაფორმებული ხელშეკრულებები

    მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას გავაგრძელოთ პერმანენტული აქციები, მივმართოთ საერთაშირისო ორგანიზაციებს და ყველა არსებული გზით შევუშალოთ ხელი მდინარე რიონის ხეობაში დამანგრეველი ჰესების მშენებლობას.

     

                      Stop the construction of devastating HPPs in Racha-Lechkhumi

    #SaveRioniRIver

    Rioni valley is under serious threat.

    The government of Georgia plans to build two large-scale hydropower cascades in Racha and Lechkhumi regions – the Oni and Namakhvani cascades. These hydropower plants (HPPs) threaten not only the nature in the surrounding Rioni River valley, but also the population of Racha, Lechkhumi and Kutaisi and the sustainable development of the region.

    In order to construct the Oni cascade, only one-tenth of the river's natural runoff (average annual flow) will remain in a 37-kilometre section of the Rioni, the country's most powerful river, and the rest of the water will be diverted through tunnels. This will cause irreparable damage to the flora and fauna of the valley. The Rioni River will no longer be able to perform its ecological functions – transporting rubble and nutrients from flooding rivers farther downstream. This will directly endanger the population living in the project area; it will also deplete the agricultural lands downstream and erode the riverbanks. The decision of the Ministry of Environmental Protection and Agriculture states that the cascade is risky for villages in landslide zones and that resettlement of the locals might be required. This important aspect has not been studied in the project documentation at all.

    In the mountains above the villages of Oni, which have yet to be explored from both a seismic and a geological perspective, the tunnels that will carry diverted water from the Rioni may pose a serious threat to locals’ lives, and they may also destroy the famous mineral waters of Utsera, which will limit the region's future sustainable development opportunities.

    Seismic risks have not been properly studied for either the Oni or the Namakhvani cascade projects. The residents of Racha and Lechkhumi regions can still remember one of the largest, most devastating earthquakes in the Caucasus, and it is always possible that there will be a recurrence.

    The area of the reservoir surface for the 433 MW Namakhvani cascade will cover 610 hectares, which will flood the villages of Tskaltubo and Tsageri municipalities, significantly impacting their unique biodiversity and cultural heritage. In case of any damage, a 34-metre wave from the Namakhvani dam will hit Kutaisi (The second largest city in Georgia) in 19 minutes, and the danger caused by the flood will threaten the entire Kolkheti lowland.

    The Namakhvani hydropower plant (HPP) will also change the microclimate in Lechkhumi. This means that we will lose unique types of Georgian wine – including Tvishi wine from the Tsolikauri micro-zone, as well as wines from the Usakhelauri micro-zone. The project might also impact the Khvanchkara micro-zone in Lower Racha region (municipality of Ambrolauri). It will be a significant loss for local entrepreneurs, whose vineyards and future plans, which have been cultivated for years (including attracting tourists to already abandoned villages in mountains), will be wasted.

    The Ministry of Environmental Protection and Agriculture did not consider the position of the local people in any of these projects. Environmental decisions for both projects were made in violation of the law, without the proper inclusion and participation of the public.

    Additionally, the development of the projects has begun in such a way that their economic needs are unjustified: no cost-benefit analysis has been presented, which is required by Georgian law as a part of the environmental impact assessment report. Moreover, the Namakhvani cascade agreement is confidential. And according to the Oni cascade agreement, the government of Georgia undertakes to purchase electricity from a private company for 20 years and pay a guaranteed high price from the state budget (on average, more than 10 US cents per 1 kWh).

    It should be noted that the company that won the tender for the construction of the Namakhvani HPP already built the Shuakhevi HPP, known for its devastating results. The tunnels of the Shuakhevi HPP collapsed within 2 months of its commissioning due to insufficient geological risk studies. Following additional work on the Shuakhevi HPP, it was turned on again in 2020; however, the risks to the population and the environment remain high.

    Despite numerous risks and problems, violations of the law, lack of proper preliminary studies and security guarantees, and years of active protests from locals, the government of Georgia has already made decisions on the Oni and Namakhvani HPPs. An environmental decision has been made on the Oni cascade, and a construction permit for preliminary construction work has been issued for the Namakhvani HPP. Heavy machines have already entered Lechkhumi, and, despite the locals’ protests, preliminary work has begun.

    Join us to protect the Rioni River, which means protecting our lives, our future and our law. Let's save Racha-Lechkhumi!

    We ask the government of Georgia to:

    1. Stop the construction of the planned Oni and Namakhvani hydropower plants on the Rioni River.

    2. Establish Racha National Park, where, along with other ecosystems, the Rioni River and its main tributaries will be protected.

    3. Stop implementing risky projects in the highland regions of Georgia that endanger natural ecosystems and rivers and hinder the sustainable development of these regions.

    4. Make the Georgian government's agreements with companies about HPP's public

    In the case of non-compliance with our demands, we reserve the right to continue permanent protest actions, appeal to international organisations and use all available resources to prevent the construction of destructive hydropower plants in the Rioni River valley.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ციცი კალატოზი საქართველი თბილისი 27/10/2020
    2
    ბელა ფხაკაძე საქართველო ქუთაისი 27/10/2020
    3
    გრიგოლ ლაღაძე საქართველო ქუთაისი 27/10/2020
    4
    შორენა ლაღაძე საქართველო ქუთაისი 27/10/2020
    5
    ალბინა მამედოვა Georgia Rustavi 27/10/2020
    6
    ზურაბ ყიფშიძე საქართველო ქარელი 27/10/2020
    7
    ანა ლაღიძე საქართველო თბილისი 27/10/2020
    8
    თამარ მიქიაშვილი საქართველო თბილისი 27/10/2020
    9
    ავთანდილ ზაბახიძე საქართველო თბილისი 27/10/2020
    10
    თამარ ლობჯანიძე საქართველო თბილისი 26/10/2020
    11
    გიორგი ფრუიძე საქართველო ალპანა 26/10/2020
    12
    ლეილა ბერიშვილი საქართველო თბილისი 26/10/2020
    13
    ილია ნაცვალაძე საქართველო ქუთაისი 26/10/2020
    14
    ლია გოგრიჭიანი საქართველო თბილისი 26/10/2020
    15
    რუსუდან გურგენიძე საქართველო ხარაგაული 26/10/2020
    16
    ნესტან ნიჟარაძე საქართველო თბილისი 26/10/2020
    17
    სოფიო კოკობინაძე საქართველო ბათუმი 26/10/2020
    18
    გიორგი დაქუზაშვილი საქართველო თბილისი 26/10/2020
    19
    ნინი მაისურაძე საქართველო თელავი 26/10/2020
    20
    ნინო მაისურაძე საქართველო თელავი 26/10/2020