Manifest.ge არაკომერციული პროექტია რომელიც არსებობს დამფუძნებლების და მისი მომხმარებლების შემოწირულობებით.

ახლენდელი ვერსია შეიქმნა 2015 წელს. ამ პერიოდში უამრავი დეტალი გამოიკვეთა რომელიც საჭიროებს განახლებას/შეცვლას. ახალი ფუნქციონალის და საიტის გამართული მუშაობისთვის საჭიროა საიტის განახლება, რომლის ღირებულებაა 3 000 ლარი

donate

13 ოქტომბერი

2020

როზეტა
ჯღამაია
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 48690 ხელმოწერა
    1310
    50000
    ადრესატი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

    მოვითხოვთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას.

    პ ე ტ ი ც ი ა

     

    პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის  დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის პროცესში,  საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ეროვნული ინტერესების უგულვებელყოფას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მცდელობას. 

    უდავოა, რომ კომისიის წევრები მოქმედებდნენ იმჟამად მმართველი პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მითითებით და უშუალოდ მათ დავალებებს ასრულებდნენ.

     საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი „ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობის“ განზრახი ქმედებების შედეგად, რაც მიზნად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ისახავდა, საქართველოს კუთვნილი 3500 ჰექტრამდე ტერიტორია, მათ შორის, დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსი დადგა უცხო ქვეყნისათვის გადაცემის აშკარა საფრთხის ქვეშ.

    "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ'' საქართველოს ორგანული კანონის 35-ე და 36-ე მუხლების თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.

    საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობა ან პარლამენტის წევრთა არანსკლებ ერთ მეხუთედისა უფლებამოსილია სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა.

    პეტიციის მიზანია, მოუწოდოს საქართველოს მთავრობას, წარადგინოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და მოითხოვოს პოლიტიკური გაერთიანებაერთიანი ნაციონალური მოძრაობისაკრძალვა.

    სახელმწიფოს ღალატში მხილებულ ნაცებს არ აქვთ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების არც მორალური და არც კონსტიტუციური უფლება!ეს საქართველოს ღირსების საქმეა.

     

    გთხოვთ, თქვენი ხელმოწერით მხარი დაუჭიროთ პეტიციას.

    არა ნაცებს, არა სახელმწიფოს ღალატს!

     

     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    პეტრე შატბერაშვილი საქარტველო თბილისი 27/10/2020
    2
    დიმიტრი ტორაძე საქართველო ქუთაისი 27/10/2020
    3
    დავით თორდია საქართველო ზუგდიდი 27/10/2020
    4
    არჩილ აბულიძე ირლანდია დუბლინი 27/10/2020
    5
    Armen Gabrielyan Georgia Tbilisi 27/10/2020
    6
    გაიოზი ინასარიძე საქართველო თბილისი 27/10/2020
    7
    მიხეილ ნანობაშვილი საქართველო თბილისი 27/10/2020
    8
    ზვიად ხუბულური საქარტველო გორი 26/10/2020
    9
    ჩიტო კიკნაძე საქართველო თბილისი 26/10/2020
    10
    მანანა ჯალიაშვილი გერმანია კარლსრუე 26/10/2020
    11
    ლალო ჯიმშელეიშვილი საქართველო წყალტუბო 26/10/2020
    12
    მიხეილ აფციაური GE TBILISI 26/10/2020
    13
    ინგა ნიშნიანიძე საქართველო ბათუმი 26/10/2020
    14
    Jeni Burjanadzd საქართველო თბილისი 26/10/2020
    15
    გურამ ბეჟანიძე საქართველო ქობულეთი 26/10/2020
    16
    ნია ბედინაძე საქართველო ქობულეთი 26/10/2020
    17
    მზევინარ თხილაიშვილი საქართველო თბილისი 26/10/2020
    18
    ვასილ კოტაშვილი საქართველო თბილისი 26/10/2020
    19
    დავით ლობჟანიძე საქართველო თბილისი 26/10/2020
    20
    კონსტანტინე ჩიკვილაძე საქართველო თბილისი 26/10/2020