Manifest.ge არაკომერციული პროექტია რომელიც არსებობს დამფუძნებლების და მისი მომხმარებლების შემოწირულობებით.

ახლენდელი ვერსია შეიქმნა 2015 წელს. ამ პერიოდში უამრავი დეტალი გამოიკვეთა რომელიც საჭიროებს განახლებას/შეცვლას. ახალი ფუნქციონალის და საიტის გამართული მუშაობისთვის საჭიროა საიტის განახლება, რომლის ღირებულებაა 3 000 ლარი

donate

15 ოქტომბერი

2020

გივი
თაკვარელია
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 9998 ხელმოწერა
    2
    10000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , თბილისის მერია

    ჯანმრთელი დედაქალაქი

    ოკრიბის საკითხი

     

    ააიპ დამოუკიდებელი შემეცნების გაერთიანება მივიჩნევთ, რომ დედაქალაქის უმთავრესი პრობლემა არის საცობები და მათ მიერ გამოწვეული სმოგი, ხოლო გამომწვევი ფაქტორია დიღომი-დიდუბის დამაკავშირებელი ხიდი და მასთან დაკავშირებული ოკრიბა!

    ოკრიბა აუცილებლად უნდა გადავდგათ თბილისი მოლის მიმდებარედ, რათა თავიდან ავიცილოთ, როგორც გამონაბოლქვი და საცობები, ასევე ის სიბინძურე და ანტისანიტარია, რომელიც თან სდევს მას!

    თბილისის ოკრიბა არის სივრცე სადაც შემოდიან როგორც სამარშრუტო ტაქსები და ავტობუსები, ასევე სხვადასხვა სახის ტრაილერები.

    ოკრიბის გამო არის დიღომი-დიდუბის ხიდზე საცობები, მასივი არის სრულიად მიუწვდომელი ავტობუსებისთვის, ყოველ დღე საღამოს 4-6 საათიდან 9 საათამდე დიღმის მასივიდან, დიდუბის მეტროს გავლით წერეთელზე მდებარე დიდუბის პანთეონამდე არის გადაჭიმული საცობები. გროვდება დიდი რაოდენობით გამონაბოლქვი რის შედეგადაც 2-3 წლის წინ საბურთალო-დიდუბის უბნებში იყო სმოგი დაფიქსირებული.

    სმოგი (ინგლ. Smog) არის ჰაერის დაბინძურების ტიპი; შავი სქელი ნისლი, რომელიც წარმოიქმნება ბოლისა და ჭვარტლისაგან დიდ ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში. სმოგი არის კვამლისა (ინგლ. Smoke) და ნისლის (ინგლ. Fog) შერწყმის შედეგია.

     

    სმოგის ზემოქმედება ჯანმრთელობაზე!!!

     

    სმოგი წარმოადგენს არაერთი ქალაქის სერიოზულ პრობლემას და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. მიწისპირა ოზონი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის დიოქსიდი და ნახშირბადის ოქსიდი განსაკუთრებით საშიშია ხანშიშესული ადამიანებისთვის, ბავშვებისთვის და იმათთვის, ვისაც აქვს გულისა და ფილტვების პრობლემა. შესაძლოა გამოიწვიოს სასუნთქი გზების ანთება, ფილტვების მუშაობის უნარის დაქვეითება, სუნთქვის მოშლა, ხველა და სხვ. სმოგი ამასთანავე იწვევს თვალისა და ცხვირის გაღიზიანებას, რასაც მოჰყვება ცხვირისა და ყელის დამცავი გარსის გაღიზიანება და ამოშრობა. როდესაც ოზონის დონე მაღალია ხშირია ადამიანთა ჰოსპიტალიცაზიის შემთხვევები.

    საქართველოში ატმოსფერული დაბინძურების მდგომარეობა არსებითად განსხვავდება ატმოსფეროს დაბინძურებისგან განვითარებულ ქვეყნებში. უხარისხო საწვავის გამოყენება, რელიეფის, ჰაერის მასების დინამიკისა და მიკროკლიმატური პირობების თავისებურებები, ტექტონიკური რღვევების არსებობა და სხვა შეიძლება იწვევდეს ფოტოქიმიური სმოგის წარმოშობას, რომლის კომპონენტები არსებითად განსხვავდება ანალოგიური სმოგისგან განვითარებულ ქვეყნებში.

     

    ფოტოქიმიური სმოგი:

     

    ყველა აღნიშნული ქიმიური ნივთიერება, როგორც წესი, მეტად რეაქტიულია და ჟანგვას ექვემდებარება. ფოტოქიმიური სმოგი თანამედროვე ინდუსტრიალიზაციის მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. გვხვდება ყველა თანამედროვე ქალაქში, განსაკუთრებით იქ, სადაც არის ავტომობილთა სიუხვე, მზიანი, თბილი და მშრალი კლიმატი. გადაადგილდება ქართან ერთად, რის გამოც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მეჩხრად დასახლებულ რაიონებზე. ყველაზე მავნებელი სმოგი წლის თბილ პერიოდშია, მზიან უქარო ამინდში. ყველა მსხვილი მეგაპოლისების სერიოზული პრობლემაა.

     

    "ააიპ დამოუკიდებელი შემეცნების გაერთიანება"-ის შემოთავაზება:

     

    1.    ეკონომიკისა და ფინანსების განვითარების კუთხით გამართლებულია ოკრიბის "თბილისი მოლი"- მიმდებარედ გადატანა;

    2.    ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის თვალსაზრისით ოკრიბის გადატანა "თბილისი მოლი"- მიმდებარედ შეამცირებს ყოველ წელიწადში გამონაბოლქვის მატებას, ამასთანავე საცობებიც შეწყდება დიღომი-დიდუბის ტერიტორიებზე, რომელიც გამოწვეულია დასავლეთისკენ მიმავალი და იქიდან შემომავალი ტრანსპორტით;

    3.    რაც შეეხება უსაფრთხოებას, შემცირდება დედაქალაქში, კერძოდ დიღმის მასივის ტერიტორიაზე ავტო-ავარიების წლიური რიცხვი და ჩვენი გამოთვლებით სიკდილიანობის რიცხვით თბილისში;

    ყოველივე აქედან გამომდინარე, ვასკვნით, რომ ოკრიბა უნდა გადავიდეს თბილისის შემოსასვლელ-გასასვლელთან ახლოს, "თბილისი მოლი"-ს მიმდებარედ, ან მის მოპირდაპირედ, ხოლო დღევანდელი ოკრიბის ადგილას თავისუფლად შეიძლება დასასვენებელ-განსატვირთავი პარკის გაკეთება, რომელიც დედაქალაქის ფილტვების სასიკეთოდ იქნება მიმართული.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    სამანტა მამედოვა საქართველო რუსთავი 22/10/2020
    2
    გივი თაკვარელია საქართველო თბილისი 15/10/2020