Manifest.ge არაკომერციული პროექტია რომელიც არსებობს დამფუძნებლების და მისი მომხმარებლების შემოწირულობებით.

ახლენდელი ვერსია შეიქმნა 2015 წელს. ამ პერიოდში უამრავი დეტალი გამოიკვეთა რომელიც საჭიროებს განახლებას/შეცვლას. ახალი ფუნქციონალის და საიტის გამართული მუშაობისთვის საჭიროა საიტის განახლება, რომლის ღირებულებაა 3 000 ლარი

donate

21 ნოემბერი

2020

ალექსანდრე
ტყეშელაშვილი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 9996 ხელმოწერა
    4
    10000
    ადრესატი: თბილისის მერია

    დაერქვას პეკინის გამზირს ბუენოს აირესის გამზირი

    მოგეხსენებათ, რომ თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა ჩინეთის დედაქალაქის სახელს ატერებს. მიხუედავად ჩინეთის ისტორიის და ჩინური ცივილიზაციის სიძველისა, საქართველოში ჩინეთის სახელთან ძირითადად ჩინური წებო ასოცირდება, რომელიც ხელზე თუ დაგეწვეთა მთელი დღე ვეღარ იშორებ. ჩინეთი არის ასევე კომუნისტური იდეოლოგიის სახელმწიფო, სადაც მაქსიმალურად ჩახშულია ინდივიდუალური ხმა და დემოკრატიულობის პრინციპები, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ისეთი ევროპული სახელმწიფოსათვის, როგორიც საქართველოა. მოგახსენებთ, რომ არგენტინა არის უმდიდრესი კულტურის მქონე ქვეყანა, და იგი ასევე არის ერთ-ერთი პირველი სუვერენული სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა 1921 წელს. რაც შეეხება სპორტსა და კულტურას, არგენტინა არის სამშობლო ისეთი ფენომენებისა, როგორებიც არის ხორხე ლუის ბორხესი, ხულიო კორტასარი, დიეგო არმანდო მარადონა და ტელენოველა "მეამბოხე სულები" (Rebelde Way), რომელიც იყო ქართველი ახალგაზრდობის ნუგეში 2000-იან წლებში. რად ღირს მხოლოდ არგენტინული ტანგო ! აუცილებელია გამოვყოთ არგენტინის რაგბის ნაკრების დიდი წარმატება, რაც აისახა 2020 წელს ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრების დამარცხებაში. მნიშვნელოვანია იქნება არგენტინასთან კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობის გაღრმავება ჩვენი ქვეყნის გაურკვეველი მომავლისათვის. 

    შესაბამისად, ამ ყველაფრის პირველი დიპლომატიური ნაბიჯი იქნება ის, რომ პეკინის გამზირს გადაერქვას სახელი და ეწოდოს ბუენოს აირესის გამზირი. ბუენოს აირესი ესპანურად ნიშნავს კეთილ აირებს და ეს მოვლენა შეიძლება დადებითად აისახოს ამ ქუჩის ეკოლოგიურ მდგომარეობასა და გამონაბოლქვის შემცირებაზე. 

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    გუგა გოგია Switzerland Zurich 21/11/2020
    2
    მერი ხუროძე საქართველო თბილისი 21/11/2020
    3
    ბექა გავაშელო საქართველო რუსთავი 21/11/2020
    4
    ალექსანდრე ტყეშელაშვილი საქართველო თბილისი 21/11/2020