Manifest.ge არაკომერციული პროექტია რომელიც არსებობს დამფუძნებლების და მისი მომხმარებლების შემოწირულობებით.

ახლენდელი ვერსია შეიქმნა 2015 წელს. ამ პერიოდში უამრავი დეტალი გამოიკვეთა რომელიც საჭიროებს განახლებას/შეცვლას. ახალი ფუნქციონალის და საიტის გამართული მუშაობისთვის საჭიროა საიტის განახლება, რომლის ღირებულებაა 3 000 ლარი

donate

19 იანვარი

2021

მიხეილი
თექთუმანიძე
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • გამარჯვებული
    754
    ადრესატი: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

    თავისუფალი უნივერსიტეტის იურისტმა ახსნას ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება

    თავისუფალ უნივერსიტეტში MACS-ის სკოლას მუდამ გვქონდა პრობლემა ადმინისტრაციასთან. ათასი უსინდისო ტყუილი, ათასი შეუსრულებელი დაპირება, არაორგანიზებული საგნები…

    ერთი თვის წინ, ვებ პროგრამირების ლექტორმა ყველანაირ სტანდარტს აცილებული გამოცდა ჩაატარა. 65-ზე მეტი სტუდენტის მხარდაჭერით, ჩატარდა შეხვედრა ლექტორთან და ადმინისტრაციასთან. ამ შეხვედრაზე მე და რამდენიმე სხვა სტუდენტმა ჩამოვთვალეთ მიზეზები, რომელთა გამოც მოტანილი გამოცდა იყო თავიდან ჩასატარებელი. ამის შემდეგ, ყველანაირი საფუძვლის გარეშე, ლექტორმა ძალიან უხეშად მომმართა 70 ადამიანის წინაშე, პირდაპირ შეეხო ჩემს თავმოყვარეობას, რაზეც თავისი სიტყვები შევუბრუნე (არც უხამსი ლექსიკა გამომიყენებია, არც გინება და არც ისეთი რამ მითქვამს, რაც ფაქტი არ იყო).

    შეხვედრის შემდეგ ადმინისტრაციამ გამომიცხადა, რომ თურმე დავარღვიე უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის რამდენიმე მუხლი, კერძოდ:

    1. ვცადე სასწავლო პროცესის ჩაშლა

    2. მივაყენე ლექტორს სიტყვიერი შეურაცხყოფა

    და რაც მთავარია 3. ლექტორზე მოვახდინე მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლა.

     

    ეთიკის საბჭოსთან შეხვედრაზე ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენელი ძალიან მტრულად დამხვდა (როდესაც წესით, ისინი მიუკერძოებლები უნდა ყოფილიყვნენ), ცდილობდნენ თითიდან გამოეწოვათ ბრალდებები, zoom-ის ჩანაწერიდან კონტექსტიდან ამოგლეჯილად მოჰქონდათ წინადადებები. არავის უხსენებია ის ფაქტი, რომ დაპირისპირების ინიციატორი მე არ ვყოფილვარ. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ჩემი დარღვევები იმდენად მძიმე იყო, წერილობითი გაფრთხილება არ ჰყოფნიდა და სტუდენტის სტატუსი შემიწყვიტეს (როდესაც დარღვევა ხდება პირველად, სტუდენტი იღებს წერილობით გაფრთხილებას, თუ ეს დარღვევა არაა ძალიან მძიმე). ყველაზე დიდი დაცინვა კი ის იყო, რომ 29 დეკემბერს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდათ, თუმცა მე 31 დეკემბერს "საახალწლო საჩუქრად" შემატყობინეს.

    ეს არ არის კონკრეტულ სტუდენტებზე შეტევის პირველი შემთხვევა. უნივერსიტეტში სწავლის 4 წლის განმავლობაში, როგორც სტუდენტი, პატიოსნად ვასრულებდი ჩემს მოვალეობებს, მქონდა კარგი ურთიერთობა ყველა ლექტორთან და ყველა სტუდენტთან. უნივერსიტეტის სახელით ბევრ ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა და გამიმარჯვია, რაც უნივერსიტეტს გამოუყენებია პიარში. ვგრძნობ თავს შეურაცხყოფილად ლექტორისაგან და ღალატს უნივერსიტეტის მხრიდან.

    ამ პეტიციით მოვითხოვთ უნივერსიტეტის მთავარი იურისტის განცხადებას (უნივერსიტეტის მეილის საშუალებით), სადაც იგი აგვიხსნის, რატომ გადაწყვიტა ეთიკის საბჭომ ყველაზე მძიმე ფორმის სასჯელის გამოტანა და მისი, როგორც იურისტის აზრით, არის თუ არა სასჯელი დანაშაულის პროპორციული.

    თავისუფალი უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსი:

    http://freeuni.edu.ge/sites/default/files/FREEUNI - studentis etikis kodeqsi.pdf

    შეხვედის ჩანაწერი (გთხოვთ ამ ეტაპზე არსად გადააზიაროთ, რაგდან ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პროცესზე):
    https://drive.google.com/drive/folders/1XFR4Np1zCrByhf3xsFkXOVykxCLV5fqW

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ნიკა ქარუმიძე საქართველო თბილისი 19/02/2021
    2
    Beqa Macharashvili Georgia Tbilisi 29/01/2021
    3
    ელენე ზედგინიძე საქართველო თბილისი 29/01/2021
    4
    მართა ჯიბლაძე საქართველო თბილისი 26/01/2021
    5
    გიორგი წიკლაური საქართველო თბილისი 25/01/2021
    6
    მარი მაღლაკელიძე საქართველო თბილისი 25/01/2021
    7
    ანა კონჯარია საქართველო თბილისი 23/01/2021
    8
    ცოტნე ფიფია საქართველო თბილისი 23/01/2021
    9
    ნიკოლოზ თბილელი საქართველო თბილისი 23/01/2021
    10
    კმმმ მმმმ 22/01/2021
    11
    იზი ბაღდავაძე საქართველო თბილისი 22/01/2021
    12
    ნაზი ტყეშელაშვილი საქართველო ქუთაისი 22/01/2021
    13
    Ana Gabelashvili საქართველო თბილისი 22/01/2021
    14
    გიორგი ჯამბურია საქართველო თბილისი 22/01/2021
    15
    მარიამ ჩუბინიძე საქართველო თბილისი 22/01/2021
    16
    ვანო გამეზარდაშვილი საქართველო თბილისი 21/01/2021
    17
    დავით ხარშილაძე საქართველო გორი 21/01/2021
    18
    giorgi kevanashvili Georgia Tbilisi 21/01/2021
    19
    ანა არჩაია საქართველო თბილისი 21/01/2021
    20
    ქეთი კოკონაშვილი Georgia tbilisi 21/01/2021