Manifest.ge არაკომერციული პროექტია რომელიც არსებობს დამფუძნებლების და მისი მომხმარებლების შემოწირულობებით.

ახლენდელი ვერსია შეიქმნა 2015 წელს. ამ პერიოდში უამრავი დეტალი გამოიკვეთა რომელიც საჭიროებს განახლებას/შეცვლას. ახალი ფუნქციონალის და საიტის გამართული მუშაობისთვის საჭიროა საიტის განახლება, რომლის ღირებულებაა 3 000 ლარი

donate

29 იანვარი

2021

დაიცავი ბათუმის ბულვარი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • გამარჯვებული
    5233
    ადრესატი: საქართველოს მთავრობა , კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

    ● შეწყდეს ბათუმის ბულვარის განადგურება!!!

    ბათუმის ძველი ბულვარში, რომლის განაშენიანებაც ჯერ კიდევ მე–19 საუკუნეში დაიწყო და კულტურული მემკვიდრეობის საბაღე–საპარკო ხელოვნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, შპს „ამბასადორი ბათუმი“ 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. 

    მიუხედავად იმისა, რომ 16-სართულიანი სასტუმრო სრულიად შეუსაბამოა ბულვარისთვის და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობასთან, საფრთხეს უქმნის და ამცირებს ბულვარის კულტურულ და ისტორიულ ღირებულებას. პროექტი უკვე მოიწონა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ და მასზე ნებართვის გაცემა აქვს გადაწყვეტილი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელსაც.

    მსგავსი გადაწყვეტილებით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საკუთარი ძირითადი ვალდებულების შესრულებისა და ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ნაცვლად თავად ხდება ბულვარის განადგურების პროცესის მონაწილე და აგრძელებს ბათუმის განაშენიანების არასისტემურ და გაუაზრებელ პრაქტიკას, რომელმაც უკვე გამოუსწორებელი შედეგები დააყენა ქალაქ ბათუმისთვის. 
    ხაზგასასმელია, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე, რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბულვარისთვის არსებული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნება, ძველი ბულვარის კონსერვაცია და მოწესრიგება.
    ჩვენი მოვალეობაა წინ აღვუდგეთ ამ უკანონობას და დავიცვათ ბათუმის ბულვარი განადგურებისაგან. 
    აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:
        1.    დაუყონებლივ შეწყდეს ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა და გაუქმდეს გაცემული ნებართვა. 
        2.    ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე შეჩერდეს ბულვარის ტერიტორიაზე ნებისმიერ მშენებელობაზე ნებართვის გაცემა.  


    დამატებითი ინფორმაცია დაგეგმილ მშენებლობაზე და თანმდევ უკანონო პროცესებზე შეგიძლიათ იხილოთ:
    ttps://batumelebi.netgazeti.ge/news/324681/?fbclid=IwAR2SktljP7nx4t4j2JmxwXAcSCe_h5UhKoH9zdnolx4Qd2KcKLTvxwloA2g 
     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ირინე სურმანიძე საქართველო ბათუმი 07/03/2021
    2
    თეონა მახარაძე საქართველო ბათუმი 02/03/2021
    3
    გია ნაკაიძე საქართველო ბათუმი 01/03/2021
    4
    სალომე აბულაძე საქართველო ბათუმი 01/03/2021
    5
    შორენა მესხიძე საქართველო ბათუმი 01/03/2021
    6
    ირაკლი ჭაღალიძე საქართველო ბათუმი 01/03/2021
    7
    სალომე შუშანია საქართველო Tbilisi 28/02/2021
    8
    თამარ აბაშიძე საქართველო თბილისი 27/02/2021
    9
    დავით ჩიკვილაძე საქართველო თბილისი 21/02/2021
    10
    ლევან ჟღენტი საქართველო ოზურგეთი 21/02/2021
    11
    გუგა ჟღენტი საქართველო ოზურგეთი 21/02/2021
    12
    ნინო ზვიადაძე საქართველო ბათუმი 21/02/2021
    13
    ლიზი მახარაძე საქარათველო ბათუმი 18/02/2021
    14
    ნინო გორჯელაძე საქართველო ბათუმი 17/02/2021
    15
    ირმა ჩხაიძე საქართველო ბათუმი 17/02/2021
    16
    მაგდა მგელაძე საქართველო ბათუმი 15/02/2021
    17
    ინგა ბასილია საქართველო თბილისი 15/02/2021
    18
    ლილია ხალვაში საქართველო თბილისი 14/02/2021
    19
    თამარ კუპრაძე საქართველო ბათუმი 13/02/2021
    20
    ნინო ჩხაიძე საქართველო ბათუმი 13/02/2021