Manifest.ge არაკომერციული პროექტია რომელიც არსებობს დამფუძნებლების და მისი მომხმარებლების შემოწირულობებით.

ახლენდელი ვერსია შეიქმნა 2015 წელს. ამ პერიოდში უამრავი დეტალი გამოიკვეთა რომელიც საჭიროებს განახლებას/შეცვლას. ახალი ფუნქციონალის და საიტის გამართული მუშაობისთვის საჭიროა საიტის განახლება, რომლის ღირებულებაა 3 000 ლარი

donate

04 თებერვალი

2021

თეა
ქენსელ
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 383 ხელმოწერა
    617
    1000
    ადრესატი: საქართველოს მთავრობა , კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო , სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

    თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად დანიშვნის ცნობის შესახებ

     #cancelThea

    თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად დანიშვნის ცნობის შესახებ

    თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად დანიშვის ცნობა პროფესიონალებთან კონსულტაციის და სამოქმედო გეგმის გაცნობის გარეშე საშიშ ტენდენციად მიგვაჩნია. ასევე, გვაქვს რამდენიმე მიზეზი რის გამოც მისი მინისტრად დანიშვნის ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავთ:

    1. გვესმის რომ თანამედროვე სამინისტროს გამოცდილი მენეჯერი უნდა მართავდეს, თუმცა, გამოცდილი მენეჯერი, ასევე, კარგად უნდა იცნობდეს ზემოთჩამოთვლილ რამდენიმე, სრულიად განსხვავებულ სფეროს, რომლის წარმატებით და განვითარებით უნდა ამაყობდეს ქვეყანა. მინისტრის კანდიდატურა, მისი საჯარო ბიოგრაფიის გათვალისწინებით და კომპეტენტურობაზე დაყრდნობით, ამის იმედს არ გვაძლევს. ამ ყველასთვის რთულ და გამოწვევებით სავსე გარემოში არ გვახსენდება თეა წულუკიანის არცერთი კონსტრუქციული ინიციატივა, საჯარო გამოსვლა ან ქმედება, რომელიც ამ სფეროებში დამდგარი კრიზისული ვითარების დაძლევას ან სპორტისა და კულტურის პროფესიონალების ხელშეწყობას ემსახურებოდა. 

    2. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს სჭირდება კომპეტენტური ადამიანი და გულშემატკივარი, რომელიც ძალაუფლებას მკაცრი, ცენზურით სავსე ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებით, სხვისი დამცირების მოუთოკავი ვნებით კი არ ინარჩუნებს, არამედ პროფესიონალიზმით, გახსნილობით, სიახლეების მიღებით და სექტორის რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე რეფორმებით არის დაინტერესებული. 

    3. კულტურა და სპორტი ნიშნავს სხვა ადამიანების გათვალისწინებას, გუნდურობას, სხვისი გადაწყვეტილებების და სივრცის პატივისცემას, სამწუხაროდ, პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანისგან ამ ღირებულებების მუდმივი უგულვებელყოფის მომსწრენი ვართ.

    4. პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანისგან, მისი დანიშვნის შემდეგ, ვერ მოვისმინეთ ვერანაირი გეგმა პანდემიურ სივრცეში თვეობით ჩაკეტილი სახელოვნებო სივრცეების, ხელოვანების და სპორსტმენების მხარდაჭერის და ხელშეწყობის შესახებ. ბუნდოვანია  როგორია სფეროში მისი კომპეტენტურობა. აღნიშნული იწვევს მის მიმართ უნდობლობას კულტურის და სპორტის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან.

    აღნიშნული პუნქტების გათვალისწინებით, ჩვენ ვეწინააღმდეგებით თეა წულუკიანის მინისტრად დანიშნვნას, არ მიგვაჩნია მისი ღირებულებები და საჯარო აქტივობა და მკვეთრად ანგაჟირებული პოლიტიკური პოზიცია იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ კულტურა, როგორც გამოხატვის თავისუფლება, დადგება საფრთხის ქვეშ. მეტიც, არ გაგვაჩნია არანაირი საფუძველი არ გვჯეროდეს კულუარებში გავრცელებული ცნობებისა, რომელიც წინასწარ გვამცნობს სპორტისა და კულტურის სფეროებში დასაქმებული პროფესიონალების პოლიტიკური ნიშნით შესაძლებელ დათხოვნას. არ დავუშვებთ მის მიერ განხორციელებულ კონტროლს, ჩვენი პირადი და სოციალური სივრცის შესწავლის მიხედვით მიღებულ გადაწყვეტილებებს, არ დავუშვებთ ცენზურას იქ, სადაც ჩვენი ხმა თავისუფლად უნდა ისმოდეს. სადაც და როგორც შევძლებთ ყოველთვის მის წინააღმდეგ ვიქნებით.

     

    საქართველოს მთავრობისგან კი მოვითხოვთ მეტ გამჭვირვალობას, ინფორმაციის გასაჯაროებას, სამოქმედო გეგმის წარდგენას ამ მიმართულებების განვითარებაზე; ხელოვანების, სპორტსმენების და ახალგაზრდების დახმარებასა და ხელშეწყობაზე, მოვითხოვთ თეა წულიკიანთან საჯარო გასაუბრების მოსმენას, როგორც  პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან და არა როგორც მომავალ მინისტრთან. 




























     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    მარიამ მხეიძე საქართველო თბილისი 21/02/2021
    2
    რევაზ ბოკერია საქართველო თბილისი 14/02/2021
    3
    ელიზავეტა ბოკერია გერმანია ბერლინი 14/02/2021
    4
    ლადო შონია საქართველო თბილისი 14/02/2021
    5
    ცირა ელისაშვილი საქართველო თბილისი 14/02/2021
    6
    თენგიზ ჩაჩავა საქართველო თბილისი 12/02/2021
    7
    ირინე დოღონაძე საქართველო ქუთაისი 11/02/2021
    8
    ბექა მანაგაᲫე საქარᲗველო ქუᲗაისი 11/02/2021
    9
    ლამარა ბარათაშვილი საქართველო ტბილისი 11/02/2021
    10
    სოფიკო კიკაბიძე საქართველო თბილისი 11/02/2021
    11
    გიორგი ხვედელიძე საქართველო თბილისი 11/02/2021
    12
    ლევან კაპანაძე საქართველო თბილისი 11/02/2021
    13
    გიორგი შილაკაძე საქართველო ქუთაისი 11/02/2021
    14
    ქეთო ტატიშვილი საქართველო თბილისი 11/02/2021
    15
    მარინა მესხი საქართველო თბილისი 11/02/2021
    16
    ნიკოლოზ სირაძე საქართველო თბილისი 10/02/2021
    17
    ლევან ჯამაგიძე საქართველო თბილისი 10/02/2021
    18
    ნიკოლოზ მარი საქართველო თბილისი 10/02/2021
    19
    ნათია დოლიძე საქართველო ქუთაისი 10/02/2021
    20
    მარიტა ლეჟავა საქართველო თბილისი 10/02/2021