18 ივნისი

2015

Ana
Chaduneli
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 14869 ხელმოწერა
    131
    15000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრეზიდენტი

    გთხოვთ ჩატარებულად ჩაგვითვალოთ OPEN AIR

    13 ივნისის დილიდან, ყველა სტუდენტი იწყებდა მზადებას მომავალი გამოცდებისთვის, ზოგი რეალურად, ზოგიც ფიქრებში.. არავის ეგონა რა საშნელება დატრიალდებოდა საღამოს... 14 ივნისს ყველამ ერთად დაიკიდა მომავალი გამოცდები, ყველამ დაივიწყა ქულები და აკადემიური მომავალი... ყველა ერთად გავიდა ქალაქის საშველად... არავინ ფიქრობდა კანის ფერზე, რელიგიურ და პოლიტიკურ მიკუთვნებულობაზე... ყველა ყველას ეხმარებოდა... გლოვობდნენ დაღუპულებს და სიხარულით ხვდებოდნენ გადარჩენილებს... არავინ ფიქრობდა დასვრილ და გაფუჭებულ ტანსაცელზე... არავის შიოდა და არავის სწყუროდა... მიზანი იყო ერთი - მოვაწესრიგოთ ქალაქი, ვიპოვნოთ დაკარგული თანამოქალაქეები, დაზარალებულებს ვაჩვენოთ, რომ მარტო არ არიან და რომ ისინი არავის გაუწირია... 15,16,17 ივნისი - არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ მოტივაცია იზრდება.. ნელ-ნელა ჩანს შრომის შედეგი... ყველაფერი გამოდის.. ქალაქი ქალაქს ემსგავსება, გადარჩენილებს იმედი უჩნდებათ რომ ყველაფერი მაინც კარგად იქნება...  ახალგაზრდები კი ისევ გარეთ არიან, შრომობენ.. არავის აინტერესებს წარსული უთანხმოებები, მთავრობა და ოპოზიცია, ქრისტიანი და მუსლიმი, თეთრი და შავი, ქართველი და რუსი ერთად დგანან და შრომობენ, უვლიან თბილისს, ქალაქს რომელსაც დამსახურებულად შეგვიძლია ვუწოდოთ რელიგიურ და ეთნიკურ განმასხვავებელთა გამქარწყლებელი... აქ იწერება ისტორია, აქ ვიჯერებთ რომ მართლა დიადი ერი ვართ, შეგვიძლია ყველაფერი და ამ ყველაფრისთვის მხოლოდ საკუთარი თავის რწმენა და მონდომებაა საჭირო...  ქართული სამოქალაქო საზოგადოება შედგა...  მე არ ვფიქრობ რომ უნივერსიტეტმა მხოლოდ ვიწროსპეციალობითი განათლება უნდა მოგცეს.. ჩემი აზრით, უნივერსიტეტი არის ცხოვრების ის ეტაპი, სადაც ადამიანი უნდა გახდეს მოქალაქე, უნდა გაიზროს რა არის სახელმწიფოშ ცხოვრება.. უნდა ისწავლოს ადამიანების დაფასება და შეითვისოს ყველაზე მთავარი.. არავინ არაფერია ერთმანეთის გარეშე... ამას ვერ გასწავლის ვერცერთი ლექტორი, ამას ვერ გვასწავლიან დიდი ფილოსოფოსები... ეს უნდა გავიაზროთ და გავითავისოთ მხოლოდ პრაქტიკით... ეს პრაქტიკა კი სამწუხაროდ ტრაგიკული აღმოჩნდა ჩემი თაობისათვის...  მაგრამ მაინც, ჩვენ ვნახეთ რა შეგვიძლია ერთად, რა შეუძლია ცალკეულ ადამიანთა ჯგუფს, რომელიც გაერთიანდა... მე ვთვლი, რომ ლოკი სწორედ ამას გულისხმობდა დემოკრატიის ქებაში, მონტესკიეს იმედი ჰქონდა, რომ ფრანგები სწორედ ამ ყველაფერს ისწავლიდნენ...  ვთვლი, რომ ლორდ ექტონს არ გაუთვალისწინებია ხალხის ძალაუფლება, თავისი ცნობილი ფრაზის წარმოთქმისას... ძალაუფლება რყვნის, მაგრამ არა მაშინ როდესაც ხალხი იღებს მას... აბსოლუტური ძალაუფლება, აყალიბებს აბსოლუტურ საზოგადოებას... ძალაუფლება არ არის დიდი კაბინეტი და „წითელი ტელეფონი“.. ძალაუფლება არის ის, რომ შეგიძლია 3 დღეში გაწმინდო 3 მეტრიანი ტალახით დაფარული უდიდესი ტერიტორია, ხელისუფლებას დაანახო, რომ ერთ ადამიანზე ვერ გადატყდება ჯოხი და რომ შენ - ხალხი, ამას არ დაუშვებ... მიეცით ხალხს აბსოლუტური ძალაუფლება და თქვენ მიიღებთ საზოგადოებას, რომელიც შეძლებს ყველაფერს... არ იარსებებს ბარიერები... მოგვეცით ძალაუფლება და ჩვენ ავაშენებთ თომას მორის უტოპიას...  მოგვეცით საშუალება დავრჩეთ შემდგარ სამოქალაქო საზოგადოებად... ნუ ჩაგვიკლავთ მომავლის იმედს... ხელს ნუ შეუშლით სტუდენტებს აკეთონ მათ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი საქმე, აშენონ ძლიერი საზოგადოება... მოგვეცით ნება ეს ზაფხული მივუძღვნათ ჩვენს თბილისს, ჩვენ თანამოქალაქეებს... 


    გთხოვთ... ჩატარებულად ჩაგვითვალეთ OPEN AIR....


    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    Toka Adamia 23/06/2015
    2
    გიორგი რეხვიაშვილი საქართველო ბოლნისი 20/06/2015
    3
    გიორგი გეგეშიძე საქართველო თბილისი 20/06/2015
    4
    თიკო გოგოლაძე საქართველო თბილისი 19/06/2015
    5
    აჩი ბულისკირია საქართველო თბილისი 19/06/2015
    6
    ირაკლი მურუსიძე საქართველო თბილისი 19/06/2015
    7
    გიორგი კაჭახიძე საქართველო თბილისი 19/06/2015
    8
    დავითი ალამშარიანი საქართველო თბილისი 19/06/2015
    9
    დაჩი გურაბანიძე საქართველო თბილისი 19/06/2015
    10
    მარიამ მაძღარაშვილი საქართველო თბილისუ 19/06/2015
    11
    საბა გოძიაშვილი საქართველო თბილისი 19/06/2015
    12
    Shota Benidze Georgia Tbilisi 19/06/2015
    13
    გიორგი კაჭახიძე საქართველო თბილისი 19/06/2015
    14
    სალომე თუთბერიძე საქართველო თბილისი 19/06/2015
    15
    ელენე ცირეკიძე საქართველო თბილისი 19/06/2015
    16
    dato machavariani saqartvelo tbilisi 19/06/2015
    17
    ნიკა შტააძე საქართველო თბილისი 19/06/2015
    18
    ნიკა შტააძე საქართველო თბილისი 19/06/2015
    19
    თეონა ფანჩულიძე საქართველო თბილისი 19/06/2015
    20
    თეიმურაზ მჟავანაძე საქართველო თბილისი 19/06/2015